• თბილისი
  • 8°C
  • 17 თებერვალი, 2019
article

„სილქ როუდ ჯგუფი“ განცხადებას ავრცელებს

სილქ როუდ ჯგუფი/ 12 იანვარს აჭარის ტელევიზიით გასულ სიუჟეტს ეხმაურება, რომელიცსილქ როუდ ჯგუფისდა მისი დამფუძნებლის გიორგი რამიშვილის მიმართ ცილისმწამებლურ განცხადებებს და არაერთ მცდარ ფაქტს შეიცავდა.

გვსურს, გამოვეხმაუროთ აჭარის ტელევიზიით / 12 იანვარს გასულ სიუჟეტს, რომელიც შეიცავდასილქ როუდ ჯგუფისდა მისი დამფუძნებლის, ბატონ გიორგი რამიშვილის, მიმართ ცილისმწამებლურ განცხადებებს და არაერთ მცდარ ფაქტს.

სილქ როუდ ჯგუფმასაქართველოში განახორციელა რამდენიმე წარმატებული დეველოპერული პროექტი, მათ შორის, „რედისონისბრენდის სასტუმროები თბილისსა და ბათუმში, მრავალფუნქციური კომპლექსირესპუბლიკათბილისში, სასტუმრორედისონ ქოლექშენიწინანდალში. აღნიშნული პროექტების დაგეგმვა და განხორციელება მოხდა მსოფლიოში ცნობილი არქიტექტორების, დიზაინერების და სხვა მაღალი კლასის პროფესიონალთა ჯგუფების მონაწილეობით. პროექტების პროფესიონალურად და მაღალი ხარისხით განსახორციელებლად, გათვალისწინებული და უზრუნველყოფილი იყო ყველა დეტალი. ამასთან, უმთავრესი პრიორიტეტი იყო გარემოსთან ჰარმონიული შერწყმა და მდგრადობის უზრუნველყოფა. ამგვარი მიდგომის შედეგადსილქ როუდ ჯგუფისპროექტებმა მრავალი საერთაშორისო ჯილდო დაიმსახურა და თავისი წვლილი შეიტანა საქართველოს ტურისტული პოტენციალის ზრდასა და მისი ცნობადობის ამაღლებაში.

სილქ როუდ ჯგუფიგახლავთ სერიოზული ინვესტორი, რომელმაც ბოლო 12 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში 1 მილიარდ აშშ დოლარმდე ინვესტიცია განახორციელა, ხოლო აჭარის რეგიონში ჩვენს მიერ განხორციელებული ინვესტიცია 100 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს.

რაც შეეხება აჭარის ტელევიზიის მიერ ზემოხსენებულ სიუჟეტში გასულ მცდარ ინფორმაციას: ბათუმშირივიერასტერიტორია შეძენილ იქნა 2006 წლის მაისში საგადასახადო ორგანოს მიერ ორგანიზებულ აუქციონზე და სახელმწიფოსთვის გადახდილ იქნა 10,086,000 ლარი (რაც იმ დროისთვის მოქმედი კურსით 5.6 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტი იყო). ამას გარდა, ჩვენმა კომპანიამ გაისტუმრა სახელმწიფოს 2 კრედიტორი და მათთვის ჯამში გადახდილ იქნა 2,5 მილიონ აშშ დოლარზე მეტი. შესაბამისად, საუბარი იმის შესახებ, რომ ჩვენ უპირობოდ შევიძინეთ ეს ქონება, არის საზოგადოების შეცდომაში განზრახ შეყვანის მცდელობა.

ამ ტერიტორიაზე იგეგმებოდატრამპ თაუერისმშენებლობა, თუმცა მისი განხორციელება ვერ მოხერხდა სხვადასხვა ობიექტური გარემოებების გამო. ამ ეტაპზე გვაქვს ახალი პროექტი, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა ფუნქციის მქონე ექვსი ნაგებობის მშენებლობას, მწვანე ფასადით და გამწვანებული პოდიუმებით. აღნიშნული პროექტის განხორციელება მნიშვნელოვნად აამაღლებს ბათუმის ტურისტულ პოტენციალს. „სილქ როუდ ჯგუფიდა მისი დამფუძნებელი, ბატონი გიორგი რამიშვილი რამდენჯერმე შეხვდა აჭარის საზოგადოებას, არასამთავრობო სექტორს, მედიის წარმომადგენლებს (მათ შორის, აჭარის ტელევიზიას) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და . ბათუმის მერიის მესვეურებს ამ პროექტზე სასაუბროდ. შეხვედრებზე გაეცა პასუხი მრავალ კითხვას და გაკეთდა დეტალური განმარტებები. ეს შეხვედრები ჩვენი ჯგუფის ინიციატივით მოეწყო ბათუმელებისთვის და ყველა დაინტერესებული პირისთვის პროექტის დეტალურად გაცნობის მიზნით, თუმცა ამის არანაირი სამართლებრივი ან რაიმე სხვა სახის ვალდებულება ჩვენ არ გვქონდა. პროექტის გენერალური გეგმა შეიმუშავა მსოფლიოში წამყვანმა არქიტექტურული დიზაინის და გეგმარების კომპანიამჩეპმენ ტეილორმა“, რომელიც თავის საქმიანობაში უმაღლესი სტანდარტებით ხელმძღვანელობს. ჩვენი ჯგუფი ითვალისწინებს ბათუმისრივიერასტერიტორიის უნიკალურობას და ჩვენი დაკვეთით შემუშავებული გეგმის თანახმად, თითოეული ნაგებობისთვის გათვალისწინებულია 1 ჰექტარის ფართის მიწის ნაკვეთი, რაც უზრუნველყოფს ნაგებობებს შორის საკმარისზე გაცილებით მეტ დაშორებებს. ინვესტორის მიერ ტერიტორიის მსგავსი ფორმით ათვისება იშვიათად გვხვდება მსოფლიოს ყველაზე ცივილიზებულ ქვეყნებშიც. ამასთან, პროექტით გათვალისწინებულია მიმდებარე ტერიტორიაზე 2 ჰექტარის ფართობზე პარკის გაშენება, რაც ამ პროექტის უნიკალურობას განაპირობებს. 

რაც შეეხება უსაფუძვლო ბრალდებას იმის შესახებ, თითქოს სილქ როუდ ჯგუფმა აჭარის / მთავრობისგან შეიძინა ობიექტები და შემგდომში ისინი არ განავითარა, ან განცხადებას იმის შესახებ, რომ ჯგუფი უდიერად მოეპყრო დევნილებს - ეს ინფორმაცია მცდარია. ჩვენმა კომპანიამ აჭარის / მთავრობისგან საინვესტიციო პირობით შეიძინა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანიების - სსაჭარის კურორტებისდა სსმესხეთის“ - აქციები და შესაბამისად, მათ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთები. ჩვენს მიერ სახელმწიფოს ბიუჯეტში გადახდილ იქნა 4 მილიონი აშშ დოლარი, ხოლო იძულებით გადაადგილებულ პირთა საკომპენსაციოდ გადახდილ იქნა 13,5 მილიონი აშშ დოლარი. ჩვენ ყველა იძულებით გადაადგილებული პირის ოჯახს გადავეცით კომპენსაცია, თუმცა, სილქ როუდ ჯგუფის მიერ ვინმეს გასახლება არ მომხდარა. ეს სახელმწიფოს ვალდებულება გახლდათ. ჩვენი კომპანიის მიერ მოხდა აჭარის სანაპირო ზოლზე ძველი, უსახური და ამორტიზებული საბჭოური შენობების დემონტაჟი, სადაც წლების განმავლობაში გაუსაძლის საყოფაცხოვრებო პირობებში იმყოფებოდნენ დევნილები, სანაპირო ზოლი გავათავისუფლეთ ნანგრვებისგან და წლების განმავლობაში დაგროვილი ნაგვისგან. საინვესტიციო ვალდებულებების სრული მოცულობით შესრულებას ხელი შეუშალა ფინანსურმა კრიზისმა და 2008 წლის ომმა, რამაც ყველა ინვესტორს შეუქმნა სერიოზული პრობლემები. თუმცა, სილქ როუდ ჯგუფმა ომის დამთავრებიდან მალევე დაასრულა 2 სერიოზული პროექტი: ერთი თბილისში, სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიის და მეორე ბათუმში სასტუმრო რედისონ ბლუს ბრენდით.

რაც შეეხება თქვენს სიუჟეტში ნახსენებბტა ბანკსდა აღნიშნულ ბანკთან დაკავშირებით ცილისმწამებლურ განცხადებებს, გვსურს აღვნიშნოთ, რომ ყაზახურიბტა ბანკისმფლობელები საქართველოში 2005 წელს ჩამოვიდნენ და სურვილი გამოთქვეს ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომბტა ბანკსადასილქ როუდ ჯგუფსშორის გაფორმდა შესაბამისი დაფინანსების ხელშეკრულებები, ბანკმა 2008 წლის ომის შემდგომ შეწყვიტა თავისი ვალდებულებების შესრულება. რაც შეეხება იპოთეკების შესახებ ინფორმაციის გასაიდუმლოებას: გაურკვეველია, რას ნიშნავს იპოთეკის გასაიდუმლოება, როდესაც იპოთეკის, ისევე, როგორც უძრავი ქონების შესახებ სხვა ინფორმაცია საქართველოში საჯაროა და მის საჯაროობას უზრუნველყოფს საჯარო რეესტრი. „სილქ როუდ ჯგუფმა“ 2014 წელს დაასრულა მოლაპარაკებებიბტა ბანკთანდა ფაქტობრივად, ხელმეორედ მოუწია იმავე აქტივების გამოსყიდვა. შესაბამისად, ყველა იპოთეკა მოიხსნა. სახელმწიფოს უკან დაუბრუნდა 18 საკადასტრო ერთეულზე მდებარე მიწის ნაკვეთი, რაც ისედაც იგეგმებოდა. ჩვენს მიერ სახელმწიფოსთვის დაბრუნებული მიწის ნაკვეთების ფასი ბევრად მაღალია, ვიდრე თავდაპირველად იყო, ვინაიდან მოხდა მათზე არსებული ძველი ამორტიზებული შენობების დემონტაჟი, ტერიტორიების მოსუფთავება და ყველა არსებული ვალდებულების გასტუმრება.

სილქ როუდ ჯგუფიმზად არის დაიცვას თავისი რეპუტაცია მსგავსი სახის მცდარი და ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებისგან“, - ნათქვამია განცხადებაში.


თეგები :