• თბილისი
  • 7°C
  • 15 დეკემბერი, 2018
article

თბილისში კლიენტმა ტაქსის მძღოლს მანქანა გასტაცა

თბილისში, ზურაბ ჟვანიას მოედანზე კლიენმა ტაქსის მძღოლის მანქანა გაიტაცა.

როგორც მძღოლი ამბობს, მძარცველმა მანქანის გატაცება მას შემდეგ შეძლო, რაც მას საჭესთან დაჯდომა სთხოვა.

„ვტაქსაობ და კლიენტი ცდილობდა მანქანის გატაცებას. ვითომ ყიდვა უნდოდა მანქანის, უბრალოდ გაიტაცა, მანქანაში ჩაჯდა და უბრალოდ გაიტაცა“, - ამბობს დაზარალებულმა.

გატაცებული ავტომობილი საპატრულო პოლიციამ ნუცუბიძის ქუჩაზე ნახა. სავარაუდო დამნაშავე კი, ცხელ კვალზე დააკავეს.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 178-ე ძარცვის მუხლით მიმდინარეობს.


თეგები :