• თბილისი
  • 6°C
  • 14 დეკემბერი, 2018
article

შემთხვევა ზესტაფონში - ერთმა ე.წ.სტაიანშჩიკმა მეორე თანხის გაყოფის გამო მოკლა

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, აღმაშენებლის ქუჩაზე, ე.წ.სტაიანშჩიკებმა თანხა ვერ გაიყვეს და დაპირისპირებისას, ერთ-ერთმა პირმა მეორეს თავში რკინის არმატურა ჩაარტყა, რის შედეგადაც მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაულში ეჭვმიტანილი დაკავებულია.

თეგები :