• თბილისი
  • 19°C
  • 17 ოქტომბერი, 2018
article

ნოდარ ლადარია: მე მხოლოდ ერთი სიტყვით შევაფასებდი წინასაარჩევნო პეროდს - ეს არის ცირკი

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ახლოვდება, სიმძაფრე და დაძაბულობა არჩევნების თანმხლები პროცესებია, თუმცა,  პოლიტიკოსთა, პოლიტოლოგთა და ექსპერტთა ნაწილი 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებს ბრძოლის თვალსაზრისით, ყველაზე  დაუნდობელს უწოდებენ.

სცენარი ასეთია: საპრეზიდენტო არჩევნებზე წარმოდგენილია ერთი მხრივ,  დამოუკიდებელი კანდიდატი, რომელსაც მმართველი გუნდი უჭერს მხარს, მეორე მხრივ კი გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი და ასევე, სხვა ოპოზიციური პარტიის კანდიდატები.

საზოგადოების გარკვეული ნაწილი ვერ გარკვეულა, ვის შეიძლება დაუჭიროს მხარი - სალომე ზურაბიშვილს, რომელიც ქართველებს ქართულად ვერ ესაუბრება თუ მეორე, ერთ-ერთი ძლიერი პარტიის მიერ წარმოდგენილ კანდიდატს, რომელიც ცნობილ „სისხლიან“ 9 წელთან ასოცირდება...
თუმცა, არჩევანი უფრო მრავალფეროვანია, შესაბამისად ამომრჩეველთა ნაწილი სხვა ოპოზიციურ კანდიდატებზეც მსჯელობს.

როგორ შეიძლება შევაფასოთ წინასაარჩევნო პერიოდი და გარემო?

ჩვენთან საუბრისას პუბლიცისტმა ნოდარ ლადარიამ ამ პროცესს ცირკი უწოდა.

"მე მხოლოდ ერთი სიტყვით შევაფასებდი წინასაარჩევნო პეროდს - ეს არის ცირკი, სხვა არაფერი“- აღნიშნა მან.

პუბლიცისტმა ჩვენთან იმ ე.წ სისხლიან პერიოდზეც ისაუბრა და თქვა, რომ როდესაც ადამიანები აცხადებენ, რომ არ უნდათ ის დრო დაბრუნდეს, ეს განსაზღვრება გარკვეული პროპაგანდის შედეგია.

„ამგვარი დამოკიდებულება საქართველოს მიერ განვლილ ერთ პერიოდზე არის ნაწილობრივ ადგილობრივი და ნაწილობრივ ჰიბრიდული პროპაგანდის შედეგი.

ამას უპირისპირდება საკმაოდ საეჭვო ღირებულებებისა და საეჭვო პროფესიული დონის კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც სინამდვილეში მხარს უჭერს მართველი გუნდი, თუმცა ამის შესახებ არაფერს ამბობს, ისინი მუდამ იმას გაიძახიან რომ ზურაბიშვილი დამოუკიდებელი კანდიდატია.

მაგალითად, ის რომ „ქართუ ბანკი“ ეკუთვნის ივანიშვილს ეს ხომ იურიდიული  ფაქტია,  მიუხედავად ამია, საზოგადოებას მუდამ იმას ეუბნებიან, რომ ეს დამოუკიდებელი ბანკია.

რატომ არის, რომ მაგალითად ექიმები ზურაბიშვილს იმის მაქსიმუმს სწირავენ, რაც დაშვებულია კანონით და ამავე დროს ცხადია, რომ ეს არ არის მათი ფული. ეს შეფასებებია მთავარი ამ შემთხვევაში, სირცხვილია, იმის ყურება როგორ უსინდისოდ ატყუებენ ისინი ამომრჩეველს“-ასე შეაფასა ნოდარ ლადარიამ წინასაარჩევნო პროცესი.

რაც შეეხება პროგნოზებს, თუ რა შედეგით შეიძლება დასრულდეს ეს უთნასწორო ბრძოლა, პასუხი უცნობია.