• თბილისი
  • 6°C
  • 14 დეკემბერი, 2018
article

კახა კალაძე: თუ საჭიროა ფარცხალაძის დაკითხვა, დაიკითხება

„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ბიზნესზე განხორციელებულ რეკეტთან ოთარ ფარცხალაძის სავარაუდო მონაწილეობასთან დაკავშირებით ისაუბრა.

მისი თქმით, „ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია და კონკრეტული პირების გამოკითხვა მათი პრეროგატივაა.

„თუ საჭიროა ფარცხალაძის დაკითხვა, დაიკითხება, თუ საჭიროა ვინმე სხვა კონკრეტული პირის დაკითხვა, დაიკითხება“, - აღნიშნა კალაძემ.

კალაძე აღნიშნავს, რომ ფარცხალაძის შემოსავლებთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს და მხოლოდ იმის თქმა შეუძლია, რომ ფარცხალაძეს მერიაში არ უმუშავია. მისივე თქმით, არ იცის ამ ეტაპზე, სად მუშაობს ოთარ ფარცხალაძე.

ფარცხალაძის ადვოკატმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ფარცხალაძე ამიერკავკასიის პირველი აეროსტრუქტურების ქარხნის თანამშრომელია, სადაც კონსულტანტის პოსტს იკავებს.

თეგები :

კახა კალაძე