• თბილისი
  • 19°C
  • 17 ოქტომბერი, 2018
article

კახა კალაძე: IDFI-ს კვლევა ჩემთვის არაფერს არ ნიშნავს

IDFI-ს კვლევა ჩემთვის არაფერს ნიშნავს, – ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვას ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ანალიზთან დაკავშირებით თემაზე – „საქართველოში ელიტურ კორუფციასთან ბრძოლა კვლავ გამოწვევად რჩება“.

როგორც კახა კალაძე აცხადებს, მისთვის მნიშვნელოვანი არის საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები.

„არ ვიცი, პირდაპირ გეტყვით – ჩემთვის არაფერს ნიშნავს ეს კვლევა. ჩემთვის მთავარია საერთაშოროსო ორგანიზაციების შეფასებები. მაგალითად შემიძლია მოვიყვანო მსოფლიო ბანკის შეფასება, რომელიც მნიშვნელოვანია. ჩვენი ქვეყანა მოხსენიებულია წამყვან ქვეყნებს შორის ბიზნესის კეთების თვალსაზრისით, გამჭვირვალობის თვალსაზრისით. თუ შევადარებთ და აუცილებლად უნდა გაკეთდეს შედარებები, კარგად ნახავთ სტატისტიკას, 2012 წლის მერე როგორი ნახტომი გვაქვს უკეთესობისკენ, დადებითი ნაბიჯებია გადადგმული ამ მიმართულებით და ეს ტენდენცია, რა თქმა უნდა, არ უნდა შევაჩეროთ, პირიქით, უფრო მეტად უნდა ვიმუშაოთ; მეტი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო წარმატებული იყოს ჩვენი ქვეყანა და უფრო მარტივი უნდა იყოს ბიზნესის კეთება საქართველოში, კიდევ უფრო მეტად დაცული უნდა იყოს ინვესტიციები და ბიზნესსექტორი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თეგები :

კახა კალაძე