• თბილისი
  • 6°C
  • 14 დეკემბერი, 2018
article

ივანიშვილის მეუღლეს ამერიკის ვიზა არ მისცეს - რა ხდება ოლიგარქის ოჯახში?

Presa.ge-ს აცნობეს, რომ ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის მეუღლეს, ეკა ხვედელიძეს ამერიკის საკონსულომ ვიზის გაცემაზე უარი უთხრა. 

მოვიპოვეთ ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ეკა ხვედელიძეს კვლავ სურდა ამერიკის ვიზის მიღება, თუმცა, ამჯერად მისი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. თუ რატომ არ მისცა საკონსულომ ვიზა ივანიშვილის მეუღლეს, ეს ინფორმაცია ჩვენთვის ცნობილი არ არის. 

რამდენ პასპორტს ფლობენ ივანიშვილი და მისი ოჯახის წევრები?

„პრესა.ჯი“-ს წყაროს ცნობით, 2012 წლის შემდეგ, იუსტიციის სამინისტრომ ივანიშვილს, მის მეუღლეს, ბერას, გვანცასა და უტას სხვა სახელებით და გვარებით დაუმზადა პასტორტები. 

ამა თუ იმ ქვეყანაში, მსგავსი სერვისით საიდუმლო და ძალოვანი სტრუქტურების განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პირები სარგებლობენ, რათა მათი გადაადგილება არ გახდეს შესამჩნევი სხვა სახელმწიფოს სპეცსამსახურებისათვის. 

წარსულში ჩვენ გვქონდა შემთხვევა, როდესაც ცნობილი გახდა რომ შს ყოფილი მინისტრი (თანამდებობაზე ყოფლის პერიოდში), ვანო მერაბიშვილი სხვა პასპორტით სარგებლობდა, რომელიც ამავე დროს, ოფიციალურად იყო რეგისტრირებული და მის უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფდა. 

თუმცა, რომელი სახელმწიფო მოღვაწე მაგალითად, უტა და ბერა არიან, რომ იუსტიციის სამინისტრომ მათზე სხვა სახელითა და გვარით გასცეს პასპორტი და თანაც რამდენიმე? 

წყარო გვიყვება, რომ ივანიშვილი და მისი ოჯახის წევრები საქართველოს მოქალაქის სამ სხვადასხვა პასპორტს ფლობენ (სადაც სხვადასხვა სახელი და გვარია მითითებული) და ამ ინფორმაციის დეტალები მკაცრად გასაიდუმლოებულია.

მიუხედავად ამისა, შევძელით და გავარკვიეთ, რომ ოლიგარქის ოჯახი სახელმწიფო საიდუმლო სერვისებს პირადი კეთილდღეობისათის იყენებს. 

რას აცხადებენ „ქართულ ოცნებაში“? 

უკვე მივეჩვიეთ იმ გარემოებას, რომ მმართველ გუნდში ყველა იმ ინფორმაციას ავტომატურად უარყოფენ, რომელიც ოლიგარქ ივანიშვილის ნამდვილ სახეს წარმოაჩენს.   

რამდენიმე დღის წინ ისიც კი გვითხრეს, რომ თურმე ბერას ჯვრისწერის დროს სვეტიცხოველი არ დაუკეტავთ. 

არადა, სოციალურ ქსელში არაერთი ვიდეო და ფოტო მტკიცებულება გავრცელდა, საიდანაც გაირკვა, რომ ოლიგარქმა შვილის ჯვრისწერის დროს ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი და ისტორიული ტაძარი საბანკეტო დარბაზის მსგავსად დააკეტინა. 

თუმცა, ამის მიუხედავად ბერა ივანიშვილმა განაცხადა, რომ „ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება“. 

იგივე მოხდა ამ შემთხვევაშიც. ხელისუფლება უარყოფს, როგორც ივანიშვილის ოჯახის წევრებზე სხვადასხვა სახელებითა და გვარებით გაცემული პასპორტების ფაქტს, ისე იმასაც, რომ ეკა ხვედელიძეს ამერიკის საკონსულომ ვიზა არ მისცა. 

რაც შეეხება მინისტრ წულუკიანს, მას ჩვენთვის არ სცალია. როგორც ჩანს, წულუკიანი გმირი სამხედროების ჰააგის ტრიბუნალისათვის გადაცემის საქმითა და 2008 წლის რუსული ინტერვენციის მიუხედავად, საქართველოს სახელმწიფოს გამტყუნებით არის დაკავებული.