• თბილისი
  • 6°C
  • 14 დეკემბერი, 2018
article

„სახელმწიფო იუსტიციის მინისტრის სახით, ხელებს იბანს 2008 წლის ვეტერანებთან დაკავშირებით“

„საქართველოს სახელმწიფო მისი იუსტიციის მინისტრის სახით, ხელებს იბანს 2008 წლის ვეტერანებთან დაკავშირებით და აცხადებს მათ კერძო პირებად,“- ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ის თეა წულუკიანის განცხადებას  გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა შესაძლოა, აგვისტოს ომის მონაწილეების დაკავების მოთხოვნით, ჰააგის სასამართლოს მიმართოს.

გრიგოლ ვაშაძე იუსტიციისა და საგარეო საქმეთა მინისტრების თანამდებობებიდან გადადგომას ითხოვს.

„თუ ამ საქმის მსვლელობისას ე.წ. ქართული ოცნება იქნება ხელისუფლებაში, მოხდება ჩვენი ჯარისკაცების საქმეების განზოგადება საქართველოს სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ და შედეგად უმძიმესი საფრთხის წინაშე დავდგებით. ე.წ. ოცნებამ და მინისტრმა წულუკიანმა წარმოუდგენელი შეძლეს, წინა ხელისუფლების დროს ოკუპანტი ქვეყნის პასუხისმგებლობის თემა შემოატრიალეს ოკუპანტ სახელმწიფოს აგრესიის მსხვერპლის - საქართველოს წინააღმდეგ,“- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

პრეზიდენტობის კანდიდატი ფონიჭალაში მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა, რომლის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, დედა-შვილს კი მაშველები ამ დრომდე ეძებენ.

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გმირები, მაშველები ყველაფერს გააკეთებენ, რომ ეს ტრაგედია მსხვერპლის გარეშე დასრულდეს, ყველა ვლოცულობთ, რომ ყველა ვინც ამ ტრაგედიაში მოხვდა, გადარჩეს,“- განაცხადა ვაშაძემ.

თეგები :