• თბილისი
  • 7°C
  • 18 იანვარი, 2019
article

სალომე ზურაბიშვილი ხელფასზე უარს ამბობს - "გადავწყვიტე შეიქმნას ახალი ფონდი, რომელშიც გადავრიცხავ ჩემს ხელფასს"

რადგანაც ახალ ვითარებაში პრეზიდენტის ფონდი გაუქმებულია, მე გადავწყვიტე, რომ ახალი ფორმები მოვნახოთ იმიტომ, რომ ინიციატივების, ქველმოქმედების, ნოვაციის ხელშეწყობა აუცილებელია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ ფონდში ის საკუთარ ხელფასს გადარიცხავს.

"მე გადავწყვიტე, რომ მოვძებნოთ ფორმა და ჩემი ეგიდითა და საზოგადოებრივი პირების დახმარებით, კერძო საწყისზე შეიქმნას ფონდი, სადაც პირველ რიგში მე და იმედი მაქვს, რომ სხვებიც მომყვებიან, გადავრიცხავ ჩემს ხელფასს, რამეთუ მე ვღებულობ უკვე საფრანგეთის პენსიას, რაც მეყოფა სრულებით. ასე რომ, შემიძლია ჩემი პრეზიდენტის სარგო მოვახმარო იმ საქმეებს, რასაც გადავწყვიტავთ ერთად, რომ არის მნიშვნელოვანი", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

თეგები :