• თბილისი
  • 8°C
  • 17 თებერვალი, 2019
article

კორუფციიდან ტრაგედიამდე - აგებს თუ არა, კალაძე პასუხს 2 ქალის, ერთი მამაკაცისა და 4 წლის ბავშვის გარდაცვალების გამო?

მთელი საქართველო შეძრა დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარმა აფეთქებამ, რომელიც გაზის გაჟონვამ გამოიწვია. 

შედეგად: გარდაცვლილია 4 ადამიანი, მათ შორის 4 წლის ბავშვი. სხვადასხვა საზის დაზიანება მიიღო 20-მდე მცხოვრებმა, მათ შორის 7-მა ბავშვმა. 

აფეთქებამ დააზიანა საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე და მეექვსე სართული. 

მოწყვიტა ლიფტის კაბინა. ევაკუირებულია ხალხი და გადაკეტილია პერიმეტრი. 17 იანვარი გლოვის დღეა.

რა მოხდა? 

ადგილობრივთა განცხადებით, კორპუსში დილიდან იგრძნობოდა გაზის სუნი. კორპუსის თავმჯდომარემ, დაახლოებით დღის სამ საათზე, ყაზტრანსგაზის წარმომადგენლები გამოიძახა. 

მათ შენობა დაათვალიერეს და განაცხადეს რომ: "საშიში არაფერია". 

 საღამოს 8:30 წუთზე კი, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე კორპუსში, ფირანიშვილების ბინაში საშინელი აფეთქება მოხდა. 

სახლში დედასთან ერთად 4 წლის ტყუპები იმყოფებოდნენ. ერთერთი ბავშვის მდგომარეობა უმძიმესი იყო. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

4 წლის ბიჭის გარდა, აფეთქებამ იმსხვერპლა 2 ქალი და 1 მამაკაცი. 

რაც შეეხება გარდაცვლილი ბავშვის დას, მისი მდგომარეობა სტაბილურია. 

ვინ არის მომხდარზე პასუხისმგებელი? 

სპეციალისტთა აზრით, ამ დროისათვის ორი მნიშვნელოვანი კომპონენტია გამოკვეთილი. 

1. ყაზტრანსგაზის პასუხისმგებლობა.
2. საცხოვრებელი კორპუსის მდგრადობა.

კერძოდ: გამოძახების დროს, კახი კალაძისა და ხვიჩა მაქაცარიას კონტროლირებადი ყაზტრანსგაზის წარმომადგენლებს რომ მეტი ყურადღება გამოეჩინათ, იქნებ თავიდან აგვეცილებინა ამხელა ტრაგედია. 

საცხოვრებელი კორპუსი რომ გაცილებით მდგრადი ყოფილიყო, იქნებ ნაკლები მსხვერპლი გვყოლოდა. 

კონკრეტულად ვისი პასუხისმგებლობაა დიდ დიღომში მომხდარი აფეთქება და იკვეთება თუ არა, დანაშაული ყაზტრანსგაზისა და სამშენებლო კომპანიის მხრიდნ, გამოძიებამ უნდა დაადგინოს. 

თუმცა, იმ გამოძიებამ, რომელიც ხშირად პოლიტიკური კონიუნქტურის და შერჩევითი სამართლის პრინციპით მოქმედებს. 

 "თევზი თავიდან ყარს" - კალაძის საქმე

ამ კონტექსტში გასათვალისწინებელია თბილისის მერის შეუსრულებელი დაპირებები, პოპულიზმი და მერიაში არსებული მასშტაბური კორუფცია. 

მაგალითად: კახი კალაძე ირწმუნებოდა რომ სამშენებლო ნებართვებს დიდი სიფრთხილით გასცემდა, დაუსრულებელ მშენებლობებს დაასრულებდა და კორუფციასთან ბრძოლას დაიწყებდა. 

სამწუხაროდ, კალაძის დაპირება, ივანიშვილის დაპირების მსგავსად, ტყუილი აღმოჩნდა. 

მას შემდეგ რაც ის მერი გახდა, ათეულობით ისეთი კორპუსი შევიდა
ექსპლუატაციაში, რომელიც მდგრადობის თვალსაზრისით, კრიტიკას ვერ უძლებს. 

ეს კი იმას ნიშნავს რომ თუ არამდგრად კორპუსში რაიმე სახის აფეთქება მოხდება, მსხვერპლი შესაძლოა ბევრად მეტი იყოს. იმის გამო რომ მერიის რომელიღაც ჩინოვნიკმა ქრთამი აიღო და ექსპლუატაციაში შესვლის ნებართვა გასცა.

კალაძემ დაივიწყა დაუსრულებელი კორპუსებიც, რომლის დასრულებასაც ასეულობით ადამიანი ამაოდ ელის. 

თბილისის მერიაში კი უკვე ისეთი აღებ-მიცემობაა რომ კახი კალაძე მოადგილეებსა და სამსახურის უფროსებს ტელე-ეთერით მოუწოდებს, ებრძოლონ კორუფციას. 

თუმცა, როგოც ჩანს ავიწყდება რომ "თევზი თავიდან ყარს".

მსხვერპლი ბოლო წლებში - ვინ აკონტროლებს გაზის ბიზნესს?

უკანონო სამშენებლო ნებართვებსა და დაუდევრობას, ადამიანთა მსხვერპლის გამოწვევა შეუძლია. 

ბოლო წლების განმავლობაში, გაზის გაჟონვის შედეგად 108 ადამიანზე მეტი გარდაიცვალა, 300-ზე მეტი კი - მოიწამლა. 

გარდაცვლილთა შორის არიან ბავშვები, ქალები, მოხუცები. 

მხოლოდ 2014-17 წლებში, გაზის გაჟონვა-აფეთქებამ 82 ადამიანი იმსხვერპლა, 214 კი, მოწამლა. 

სამწუხაროდ, ასეთი ტრაგედიებისაგან არც მომავალში ვართ დაზღვეული. 

ტრაგედიის რისკებს კი, თბილისის მერიაში არსებული კორუფცია, უკანონო მშენებლობები, კანონის დარღვევით ექსპლუატაციაში შესული საცხოვრებელი კორპუსები, დაუდევრობა და ადამიანთა უყურადღებობა ზრდის.

რაც შეეხება თბილგაზსა თუ ყაზტრანსგაზზს, ამ ბიზნესს, უკვე რამდენიმე თვეა, ივანიშვილის ნებართვით, თბილისის მერი, კახი კალაძე და ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარია აკონტროლებენ (ამის შესახებ ჩვენ ჯერ კიდევ 10 იანვარს ვწერდით). თუ როგორ, დიდ დიღომში მომხდარმა ტრაგედიამაც გვაჩვენა. 

როგორც ჩანს, კახი კალაძე და მისი ბიზნესმენები, უსაფრთხოებაზე მეტად მაქსიმალურ მოგებაზე ზრუნავენ, რათა ყოველ ახალ წელს დოლარებით მორთონ ნაძვის ხე.