• თბილისი
  • 8°C
  • 17 თებერვალი, 2019
article

კალაძე: მიშას შეუძლია, ჰოლანდიიდან გამოექანოს, ანძაზე გამოსაქანებელ ადგილს ვაფართოებთ

დედაქალაქის მერი ოპოზიციის წევრებს მთაწმინდიდან, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს კი ჰოლანდიიდან „გამოქანებას“ ურჩევს. 

„არ ვიცი, რამდენად სერიოზულად უნდა ვუპასუხო ხაბეიშვილს. ხაბეიშვილი, მიშა, შალიკო, ესენი არიან ერთი ტიპის ადამიანები, რომელთა განცხადებები და მესიჯებიც არის ერთგვარი, შეიცავს ერთიან შინაარსს. ამ ადამიანებს არ ვიცი, რამდენად სერიოზულად უნდა ვუპასუხო, თუმცა ერთს ვიტყოდი, რომ თქვენ, ალბათ, მთაწმინდა იცით, სატელევიზიო ანძა იცით. ისიც იცით, რომ ჩვენ რეაბილიტაციას ვაპირებთ, მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ რესტორნის სახით. შეხვედრა გვქონდა ბიზნესსექტორთანაც. მათ გავაცანით პროექტი, რომლის მიმართაც საკმაოდ დიდი ინტერესია. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი ის არის, რომ ჩვენ იქ ​გამოსაქანებელ ადგილს ვაფართოებთ და ამ ადამიანებს ვინც მე ჩამოვთვალე, შეუძლიათ, აბრძანდნენ. ნუ მიშას არ გამოუვა, მას შეუძლია ჰოლანდიიდან გამოექანოს. როგორიც არის გამონათქვამები, ისეთი არის პასუხები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამ რეპლიკით კახა კალაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, საკრებულოს დეპუტატის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას უპასუხა. ხაბეიშვილმა საგამოძიებო უწყებას მოუწოდა, კახა კალაძე გაზის გაჟონვის შედეგად მომხდარი ტრაგედიის გამომწვევი მიზეზის გამოძიების პროცესში დაკითხოს. ხაბეიშვილი ამბობს, რომ კალაძე ყაზტრანსგაზის არაოფიციალური მენეჯერია და ის დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიაზე პასუხისმგებელია.

თეგები :

კახა კალაძე