• თბილისი
  • 6°C
  • 15 ნოემბერი, 2018
article

„არჩევნების მე-2 ტურზე რომ მივალთ, გავუშვათ „ომი საქართველომ დაიწყო“-ს მთქმელი ს ა ხ ლ შ ი“

„ინტერნეტ მედია ჯგუფის“ დამფუძნებელი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს. გიორგი კაპანაძეს მაგალითები მოჰყავს საქართველოს ისტორიიდან და აღნიშნავს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე სალომე ზურაბიშვილს უარი უნდა უთხრას საზოგადოებამ. 

„მოდი რა, ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, შორეულ საქართველოში ვინმეს რომ ეთქვა: 

- მურვან ყრუს პროვოკაცია მოუწყვეს და იძულებული გახდა ქართლი აეოხრებინა. 
- ბაგრატ მეხუთემ თემურ ლენგი გამოიწვია და ისიც ამიტომ შემოიჭრა საქართველოში და სისხლის გუბეები დააყენა.
- რუსუდან დედოფალმა დაიწყო ომი მონღოლებთან და მათაც რა ექნათ, არ შემოჭრიყვნენ და არ დარჩენილიყვნენ აქ (ლამის ერთი საუკუნე)?
- შაჰ აბასი ჩვენ გავაბრაზეთ თუ არა, იჯდა თავისთვის ჰარამხანაში და სულაც არ ფიქრობდა საქართველოს, განსაკუთრებით კი, კახეთის გაჩანაგებაზე. 
- რა უნდოდა იმ დალოცვილ მეფე ერეკლეს, აღა მაჰმად ხანს რომ შეუჩნდა, ეგ რომ არა, ხომ არ გადაწვავდა თბილისს. 
აი, ასეთი სისულელეები რომ დაებრეხვებინა მაშინ რომელიმე რენეგატს, ხომ გასვავდნენ ძელზე და მოჰკვეთდნენ იმ მოღალატე თავს, როცა მიწვდებოდნენ (კი გაჰკიდა აღმაშენებელმა ბაღვაშები შვეულად და თარაზულად).

ჰოდა ჩემო მეგობრებო, ნაცნობებო და უცნობებო, ახლა რაღა დროს ძელზე გასმა და გილიოტინაა, მაგრამ აი, მეორე ტური რომ დაინიშნება და არჩევნებზე მივალთ, გავუშვათ „ომი საქართველომ დაიწყო“-ს მთქმელი, საად? ს ა ხ ლ შ ი“, - წერს კაპანაძე.