• თბილისი
  • 7°C
  • 15 დეკემბერი, 2018
article

გენერალი ყურაშვილი: ზურაბიშვილს მხარს ვერ დავუჭერ. ეს ქვეყნის ღალატი იქნება

სალომე ზურაბიშვილს უარს გენერალი ყურაშვილიც ეუბნება. ცნობილი გენერალი აცხადებს რომ ის მხარს ვერ დაუჭერს სალომე ზურაბიშვილს, რომელიც საქართველოს ომის დაწყებას აბრალებს. გენერალი ამბობს რომ მისი მხარდაჭერა ქვეყნის ღალატის ტოლფასია.

„ჩვენ ომი არ დაგვიწყია. არც მძინარე ცხინვალი დაგვიბომბავს. ჯარმა საქართველოს სახელმწიფო გადაარჩინა. სამშობლო უმთავრესია. საქართველო ჩემზე და ყველაზე მაღლა დგას.

მხარს ვერ დავუჭერ იმ ადამიანს, რომელიც თავის ქვეყანას ომის დაწყებასა და სამხედრო დანაშაულის ჩადენას აბრალებს.

მზად ვარ ჰააგის სასამართლოშიც დავიცვა ჩემი ქვეყნის ინტერესები“, - განუცხადა რუსთავი 2-ს გენერალმა ყურაშვილმა.

შეგახსენებთ რომ სამხედრო მოსამსახურეთა სრული უმრავლესობა და 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე სამხედროები მტკიცე უარს ეუბნებიან სალომე ზურაბიშვილს.

სოციალურ ქსელში ამ წუთებშიც მიმდინარეობს კამპანია, სადაც სამხედროები ღიად აქვეყნებენ სტატუსს შინაარსით: „ხმას არ ვაძლევ მოღალატე სალომე ზურაბიშვილს, დიდება საქართველოს“.