• თბილისი
  • 7°C
  • 15 დეკემბერი, 2018
article

უძილობა, სტრესი, გულ-სისხლძარღვთა დაავადები- რა გავლენას ახდენს სამუშაო საათების რაოდენობა თქვენს ჯანმრთელობაზე?

ბრიტანელი მეცნიერები დაინტერესდნენ, თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს გადაჭარბებულმა სამუშაო საათებმა ადამიანის ჯანმრთელობაზე.

ამის გასარკვევად მათ არაერთი კვლევა ჩაატარეს. მიღებულ შედეგებზე მეცნიერები გვიყვებიან.

CNN: სამუშაო საათების რაოდენობას, შესაძლოა, ძალიან მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდეს თქვენს ჯანმრთელობასა და სოცოცხლის ხანგრძლივობაზე - განსაკუთრებით, იმ შემთხვევაში, თუ მუშაობის პერიოდს გადაამეტებთ.
ხანგრძლივი სამუშაო პერიოდი, ჯანმრთელობის გარკვეულ უარყოფით მახასიათებლებს უკავშირდება. მაგალითად, შედეგი აისახება ძილზე, სტრესზე, გონებაზე და ა.შ.

თუკი, თქვენი სამუშაო ადგილი არ განიჭებთ სიამოვნებას, შესაძლოა, დეპრესიული ფონის ნიადაგზე ალკოჰოლის ხშირი მოხმარება დაიწყოთ, ეს დაკავშირებული იქნება სტრესთან და შფოთვასთან, რაც თავის მხრივ, სირთულეებს იწვევს.

სამუშაო საათების გადაჭარბება, სტრესთან ერთად იწვევს უძილობას, რაც ბიოლოგიურად ადამიანის ორგანიზმს დიდ ზიანს აყენებს.
უმჯობესია კარგად გამოვიძინოთ.
მოწესრიგებული ძილის რეჟიმი ხელს უწყობს, შემოქმედების პროცესში ჩართულობას და პრობლემის გადაჭრის პროცესს.
ძილის დროს ხდება ტვინის ნაწილების აღდგენა, რომლებიც ჩართულნი არიან გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
რამდენად მნიშვნელოვანია კარგი ღამის ძილი?

ხანგრძლივმა სამუშაო საათებმა და უძილობამ შესაძლოა, გამოიწვოს ახალი ინფორმაციის დამუშავების უუნარობა, დაგვიკარგოს კონცენტრაციის უნარი და სიფრთხილე.

ხანგრძლივ მუშაობასა და უძილობას უკვშირდება გულ-სისხლძარღვთა დაავადების გაზრდილი რისკი.


თეგები :