• თბილისი
  • 8°C
  • 17 თებერვალი, 2019
article

„ჩვენ ჩვენი მიწები საკმარისად გვაქვს და აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არ გვჭირდება“

„ჩვენ ჩვენი მიწები საკმარისად გვაქვს და აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არ გვჭირდება“, – ამის შესახებ განცხადება რუსული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, „დემოკრატიული არჩევანის“ დამფუძნებელმა ვლადიმერ მილოვმა გააკეთა.

„მე მათ მივიჩნევ საქართველოს ტერიტორიებად და მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს რუსულ ოპოზიციაში, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდნენ აფხაზ, ოს და ქართველ ლიდერებთან ერთად. მოილაპარაკონ, როგორ უნდა მოხდეს ამ ტერიტორიების გაერთიანება საქართველოსთან. რუსულ ოპოზიციაში დომინირებს შემდეგი მოსაზრება – ჩვენ ჩვენი ლეგიტიმური ტერიტორიებიც საკმარისად გვაქვს, მსოფლიოს უდიდესი ქვეყანა ვართ და ჯობს ჩვენი გაღატაკებული ხალხის სასარგებლოდ გადავწყვიტოთ დღითი დღე მზარდი პრობლემები. ჩვენ უნდა ვეცადოთ, ჩვენი საშინაო საქმეები მოვაწესრიგოთ.  მე დარწმუნებული ვარ, ამ მიდგომას გარკვეულწილად ალექსეი ნავალნიც იზიარებს”, – განაცხადა მილოვმა.

თეგები :