ვიდეო

მეტისმეტი მეტსახელები
13:20 07.03.2010
[ლევან სეფისკვერაძე]
მითხარი შენი მეტსახელი და გეტყვი ვინ ხარ შენ - ალბათ სწორედ ასეთი პერიფრაზი შეესაბამება იმ ტენდენციას, რომელიც საქართველოში შეინიშნება. ალბათ ვერაფერი წარმოაჩენს ცალკეული ადამიანის ბუნებასა და შეხედულებას, როგორც ეს მასზე შერქმეულ მეტსახელს ძალუძს. ისეთი მეტსახელები, მაგალითად, როგორიცაა “ჩორნა”, “შურიკა”, “ხიპიშა’, “პაწო”, “მურტალო”, “ტუკნა” აუცილებლად ჯდება რაღაც გარკვეულ ლოგიკაში. და ჩვენ როცა მოვისმენთ ვინმეზე შერქმეულ ასეთ “ალოგიკურ” “კლიჩკებს”, ხსენებული ადამიანი საერთოდაც რომ არ გვყავდეს ნანახი, მაინც უმალ გაჩნდება ჩვენს წარმოსახვაში მისი პორტრეტი - დაბალტანიანი გამხდარი “პაწო”, სულ ჩხუბზე თვალდაჭყეტილი “ხიპიშა”, მუდამ დაბნეული, სათვალიანი “შურიკა”, შავგვრემანი “ჩორნა” და სხვა...

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ დღევანდელ ქართულ რეალობაში არანაკლებ გავრცელებულია ისეთი მეტსახელებიც, რომელთა შერჩევის მიზანი ფრიად გაუგებრად გვეჩვენება და ძნელია, ისინი რაიმე ლოგიკურ ჩარჩოებში ჩავსვათ. აბა, განა არ დაიბნევა ნებისმიერი გარეშე ადამიანი, როცა ეტყვიან, რომ მას “გარშოკა” ჰქვია, მის ძმას კი - “ნუკაბაძა” (ნუ პაგადიში არ შეგეშალოთ), ანდა ახალგაცნობილი ლამაზი გოგონა დარცხვენით რომ იტყვის - ნამდვილი სახელი ნანა მქვია ისე კი ყველა “ფერჩატკას” მეძახისო.

გია ბელიაშვილი, სტუდენტი: “ერთი ჩემი ნაცნობი ჟურნალისტი ბიჭი, რომელიც ერთ-ერთ რეგიონალურ გაზეთში მუშაობს, ცნობილი ნოემბრის მოვლენების დროს, დედაქალაქში გამოაგზავნა რედაქციამ რეპორტაჟის მოსამზადებლად. მან კი ცოტათი “წაახალტურა” და პირველ დღეს რეპორტაჟზე მუშაობის ნაცვლად თავის თბილისელ ნათესავ გოგნას გაჰყვა მეგობრის დაბადების დღეზე საქეიფოდ. იქ კი სიგარეტის მწეველ ბიწებს ოჯახის უფროსმა წინდაწინ სთხოვა - გული მაწუხებს და ძლიან გთხოვთ სიგარეტის მოსაწევად აივანზე გაბრძანდით ხოლმეო.

რამდენიმე ჭიქის შემდეგ მწეველი ბიჭები მართლაც აივანზე გავიდნენ. იქ კი პარალელურად, როგორც ჩვენს ახალგაზრდებშია მიღებული, ერთმანეთი უფრო ახლოს - “კაცურ პონტში” გაიცნეს. ჩემმა ნაცნობმა, რომელსაც იუმორი ცოტათი ღალატობს, იქ გაცნობილ ბიჭებს მეტსახელების (“ტოლიბაშა”, “კამანდირა”, “მაღვალავა”) მოსმენის შემდეგ იფიქრა - ესენი მგონი მეკაიფებიანო და გაბრაზდა კიდეც.. ყველაზე საინტერესო კი ის იყო, რომ მერე, როცა კვლავ სუფრასთან დასხდნენ და ამ ამბის მთავარ გმირს მობილური ტელეფონით დაურეკეს ასე უპასუხა: “ვა, რავა ხარ “ყურშა”? დათო და “კოშმარა” როგორ არიან?”

საქართველოში, ადამიანისთვის მეტსახელის შერჩევაში არა მხოლოდ უბანი, სკოლა, უნივერსიტეტი, სამსახური, არამედ ზოგჯერ მშობლებიც კი მონაწილეობენ.
ამას წინათ ერთი ფრიად საოცარი ამბავი გავიგე. გურიაში ოთხ ძმას მშობლებმა თურმე ისეთი სახელები შეურჩიეს, რომლებიც ვგონებ ნებისმიერ “კლიჩკაზე” მეტია. მშობლებს ძალიან უდოდათ ყველა შვილი იურისტი გამოსულიყო. ეს სურვილი კი, საკმაოდ უცნაურად გამოხატეს. ბიჭების სახელები მათი ასაკობრივი თანამიმდევრობით ასეთი იყო: იური, დიული, ფაკული და ტეტი, რაც შეკრებით იურიდიულ ფაკულტეტს ნიშნავს. მეხუთე შვილიც რომ ჰყოლოდათ, უნდა ვივარაუდოთ, რომ სახელად წერტილს დაარქმევდნენ, რადგან იურიდიულ ფაკულტეტს ბოლოში წერტილი აუცილებლად სჭირდება.

განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში და ძირითადად წინა საუკუნის 30-40-იან წლებში დაბადებულ ბავშვებს ხომ მართლაც სამეტსახელო სახელებს არქმევდნენ: ლენსტანბერი (რაც გაშიფვრისას ნიშნავს: ლენინი, სტალინი, ბერია), დაზმირი (და ზდრავსტვუეტ მირ), მაუზერი, ანაპოლისტი, მებრძოლი (გალის პროკურორია მებრძოლი ჭკადუა) და სხვა უამრავი. თუკი იმასაც გავითვალისწინებთ, რომ შვილიშვილებს, როგორც წესი ბაბუა-ბებიის სახელს არქმევენ ხოლმე, წარმოიდგინეთ დღეს რა სიტუაციაში უნდა იყვნენ ამ სახელების მქონე წინაპართა შვილიშვილები.

ვიცნობ ისეთ ადამიანებსაც, ჭირივით რომ ეჯავრებათ მეტსახელები და ყველასგან მოითხოვენ - “ასე არასდროს მიმართონ”. არადა, საერთოდ როცა “ნათლიები” ხედავენ, მათ “ნათლულს” მეტსახელი არ მოსწონს, უფრო სტიმულირდებიან და სპეციალურად ცდილობენ, მიწებებული მეტსახელის ხშირი ხსენებით უფრო გააბრაზონ. ამიტომ ჩემი აზრით, უსიამოვნო მეტსახელიდან თავის დაღწევის ყველაზე კარგი გამოსავალი ის არის, რომ თვითონვე მოიგონო საკუთარ თავზე ყველაზე მისაღები მეტსახელი და სხვას დააბრალო - ამან და ამან შემარქვაო. რაც მთავარია, თავი უნდა დაიჭირო ისე, თითქოსდა ეს მეტსახელი ძალიან არ მოგწონს და ბრაზდები. დამერწმუნეთ, ამის შემდეგ თქვენივე შერქმეული მეტსახელის საბოლოოდ შერჩენა პრაქტიკულად განაღდებული გაქვთ.

12:02 09.09 - თბილისში ევროპელ საარჩევნო მოხელეთა ასოციაციის მე-19 კონფერენცია გაიხსნა

11:58 09.09 - "არა", ადვოკატები და დევნილთა ასოციაცია ერთობლივ საპროტესტო აქციას მართავენ

11:53 09.09 - თბილისი ერევანთან მოლაპარაკებების უშედეგობას აღიარებს, თუმცა ორმხრივ ურთიერთობებში ბზარის გაჩენის დაუშვებლობაზე საუბრობს

11:49 09.09 - სააპელაციო სასამართლო მუხროვანის ამბოხის გამო დაკავებულ პირთა სარჩელის განხილვას იწყებს

10:44 09.09 - სააკაშვილი ქართველ დიპლომატებს ხვდება



17:20, 08.09.2010
„საქართველოს დეოკუპაცია დიპლომატიით უნდა იყოს მიღწეული“
„პრეზიდენტ“ ბაღაფშის განცხადებით, „თუკი საქართველო და ის ქვეყნები, რომლებიც მას მხარს უჭერენ, ლტოლვილების (ბაღაფში მათ დევნილებად არ აღიარებს) საკითხის გადაწყვეტას უჩვენოდ აპირებენ, ეს მათი პრობლემაა“


08:08, 08.09.2010
პანკისის ხეობა კვლავ “მოდაშია”
მოსკოვში გაკეთებული განცხადებით, „ჩრდილოეთ კავკასიაში მოქმედი „ბოევიკები“ მომზადებას საქართველოს ტერიტორიაზე, სპეციალურ ბანაკებში გადიან“. ექსპერტთა შეფასებით, არსებობს საფრთხე, რომ რუსეთი საქართველოში სამხედრო ოპერაციისთვის ემზადება.


14:12, 07.09.2010
ვალენტინა მატვიენკო – რუსი ტეტჩერი, რომელიც შეიძლება რუსეთის ახალი სახე გახდეს
ის მოძებნა და აღაზევა არც მეტი არც ნაკლები, ყოფილმა პრეზიდენტმა, დღეს კი პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა. სწორედ მან გაუკეთა მატვიენკოს დიდი საჩუქარი, როდესაც პეტერბურგში გადაიყვანა... გამორციხული არ არის მატვიენკო რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატის ახალი სახე გახდეს

[12:08 07.09]
რატომ გახდა გასაიდუმლოებული სააკაშვილის ზუგდიდში ვიზიტის დეტალები [video]

[00:11 07.09]
სილა ბათუმიდან და, ისევ დუბლინში...

[05:56 06.09]
კონფედერაციული პრობლემა: “სააკაშვილის არსებობით აზერბაიჯანსაც თავისტკივილი ემატება” – (ნაწილი პირველი)

საზოგადოება

13:47, 08.09.2010
მეგრულმა “ტაჯმაჰალმა” კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმი გადაფარა?
კიდევ ერთი ”საოცრება”, მიუხედავად იმისა, პროპაგანდა მიდის, სამეგრელოში ბელადომანია მძვინვარებსო, მიშას მაქებელი აბაშაში ფაქტობრივად კანტი-კუნტად შემორჩა. რატომ ვართ ბედის ანაბარად მიტოვებულიო, - ამას ამბობდნენ მკვირცხლი მეგრელები


08:50, 08.09.2010
პანიკა სვანეთში - მოსახლეობას ეშინია, რომ მიწებს წაართმევენ
უკვე დახარჯულია მილიონობით დოლარი მესტიაში სათხილამურო ტრასების მოსაწყობად, მაშინ, როცა ის ტერიტორიები, სადაც ტრასები ეწყობა, ადგილობრივების თქმით, მათი ისტორიული საკუთრებაა


19:19, 07.09.2010
„არაბი ფაშა“, ანუ წესები ისევ ძველია...
„დისბალანსის შექმნა, სხვადასხვა “პოსტ-მოდერნისტული” შეთქმულებების ტექნოლოგიების გამოყენებით, რომლებიც ჩვენ გამოვცადეთ სერბეთსა და საქართველოში, ნიშნავს ამერიკული იმპერიული თვითდაჯერებულობისა და ბრმა სისულელის აქტის გახორციელებას“

[15:49 07.09]
პიარი ქართულად

[13:28 06.09]
სააკაშვილი ქურდული სამყაროს გარკვეულ ნაწილს მფარველობს?

[11:55 05.09]
ქართული ინტერნეტფორუმების მიმოხილვა - აურზაური მიშლენდში

ეკონომიკა

11:15, 08.09.2010
ქართულ ზონებს უცხოელებთან ერთად ადგილობრივებიც ერიდებიან
ბიზნესმენთა ასოციაციაში ირწმუნებიან, რომ ქართული კომპანიები ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში შესვლით დაინტერესებული არიან, თუმცა ინდუსტრიული ზონა მიმზიდველი, ძირითადად, ექსპორტზე მომუშავე კომპანიებისთვისაა, რადგან შეღავათები მხოლოდ ექსპორტიორებზე ვრცელდება


10:11, 08.09.2010
“ფიჭური” დაძაბულობა პიკს აღწევს
მარეგულირებელი კომისია ამ ეტაპზე საცალო ტარიფის კვლევას ახდენს, კომპანიები ვალდებულნი არიან სატარიფო გათვლები 10 სექტემბრამდე წარუდგინონ კომისიას, ამის შემდეგ კი მარეგულირებელი გადაწყვეტს, გახდება თუ არა საცალო ტარიფზე ზედა ზღვარის დაწესება

[12:55 07.09] - მთავრობას ინფლაციის შესაჩერებელი მუხრუჭი გაუცვდა

[12:30 07.09] - მიმკვადარებული „ნაბუქო“ ბანკებმა გამოაცოცხლეს

[05:53 06.09] - სამუშაო ადგილები არც ჩვენთან და არც მსოფლიოში

სპორტი

11:13, 08.09.2010
ლივერპულის ისტორიის ქრონოლოგია
როგორც “ევერტონის”, ისე “ლივერპულის” დაბადება “წმ. დომინგოს” ეკლესიის საპატიო პალატისა და ჯონ ჰოულდინგის – ქალაქ ლივერპულის მერის ძალისხმევის შედეგად მოხდა. სწორედ ამ უკანასკნელმა დაატოვებინა “ენფილდი” “ევერტონს” და მანვე დააარსა “საფეხბურთო კლუბი ლივერპული”


05:47, 06.09.2010
რუსმა გულშემატკივრებმა ანდორელი ფერმერის მოსავალი გაანადგურეს
ანდორელი ფერმერი ამბობს, რომ მას ხილი არ ენანება, მაგრამ ვერ გაუგია ასე საგულდაგულოდ რატომ გაჯეგეს დაუპატიჟებელმა სტუმრებმა კარტოფილის ნარგავები და საიდან და რატომ მოზიდეს ამ რაოდენობის ნაგავი

[14:28 01.09] - უეფამ ვუვუზელები აკრძალა

[12:01 30.08] - საქართველო ქვეჯგუფში მეორეა

[12:19 26.08] - სვენ–იორან ერიქსონს უკრაინის ფეხბურთელთა ნაკრების მწვრთნელობა სურს

ხელოვნება

10:07, 09.09.2010
მსმენელებმა ყველაზე “მანათობელი” სიმღერები გამოავლინეს
ჯგუფ Queen–ის კომპოზიცია "Bohemian Rhapsody" დასახელებულია საუკეთსოდ იმ სიმღერებს შორის, რომელთა მოსმენის დროსაც მსმენელებს სანთებელების ანთების სურვილი იპყრობთ, ანუ, როდესაც თან უსმენ და თან ანთებულ სანთებელას რიტმულად იქნევ.

[11:41 08.09] - ჯონ ლენონის მკვლელს ვადამდელ გათავისუფლებაზე მეექვსედ უთხრეს უარი

[05:04 06.09] - მადონა თავის ფილმში თავის ცამეტი წლის გოგონას გადაიღებს

[14:05 01.09] - გროზნოს რუსული კინოფესტივალი – „არც ქვემეხები სდუმან და არ მუზები“

Copyright © Presa.ge, 2010, Tbilisi, Georgia
info@presa.ge · Information Technologies
რეკლამის განთავსება