ვიდეო

ინტერნეტ ფორუმების მიმოხილვა - ბილიკი ჭადრაკის სასახლემდე
14:10 07.03.2010
[მურმან ეკალაძე]
წინა კვირას ქართულ ინტერნეტ ფორუმებზე კვლავ დიდი ჩხუბი და აყალმაყალი იყო. სიტუაცია განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, როდესაც ირაკლი ალასანიამ ჯერ ჭადრაკის სასახლეს მიაშურა, სადაც ზურაბ ნოღაიდელმა, და მისმა პოლიტიკურმა მეგობრებმა ტაშით დააჯილდოვეს, შემდეგ კი კვლავ თავის “მშობლიურ” ალიანსს დაუბრუნდა და დავით გამყრელიძე უძღები შვილის მამისამებრ გაახარა…

D-zine: ალასანიას ნაბიჯს ექნებოდა გამართლება შემდეგ შემთხვევებში:
1) ალასანიას და გრეჩიხას ნოღაიდელი რომ მოექისტათ და პრაიმერიზზე ერთად წასულიყვნენ. ასეთ შემთხვევაში ალიანსიც შენარჩუნდებოდა და ოპოზიციის ლიდერობასაც ალასანია ინაღდებდა;

2) პრაიმერიზის იდეა რომ დასამარებულიყო და გრეჩიხასაც და ნოღაიდელსაც(ან მის გარეშე) უპირობოდ ეღიარებინათ ალასანია ერთიან ლიდერად.

დღესდღეობით ისევ გაურკვეველია პრაიმერიზის საკითხი, ნოღაიდელი ისევ მოდაშია გრეჩიხისტებში და სხვა მამულიშვილებში. შესაბამისად, შეკითხვა - რას მიაღწია ალასანიამ ამ ნაბიჯით, სრულიად გამართლებულია. პასუხი არის – ვერაფერს”

მოკლედ, ხალხი ფიქრობს, რომ ალასანიას მხრიდან “გრეჩიხასთან” კონსულტაციებისთვის არ იყო აუცილებელი ამ ნაბიჯის გადადგმა. ნოღაიდელთან კი ალასანიას საკონსულტაციო რომ არაფერი ჭირდა, ამას ისედაც უნდა მიმხვდარიყო, ამ ნაბიჯის გარეშეც.

სააკაშვილის მხარდამჭერთაგან ყველაზე მეტად მაინც ფორუმელი “პაპაანი“ გამოირჩა, რომელმაც კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ ერთ-ერთი შინაური ცხოველის პირადი ჰიგიენა ქვეყნის ბედს ჰგავს.

Papaani (ფორუმ.გე): “საქართველოში რაც უფრო ცოტა ადამიანი აკეთებს საქმეს, ის საქმე უფრო კარგად კეთდება იმიტომ, რომ 100 ადამიანზე ჩვენთან 1 ჭკვიანი მოდის ყველაზე კაი შემთხვევაში. ამიტომ საჭიროა ძალების სრული კონსოლიდირება! მიშასი და ჩემი თხოვნა ქართველებისადმი, ამ შემთხვევაში მაინც იყავით ცოტა ჭკვიანები, და ნუ დაგვაბრუნებთ ედიკას საქართველოში.

ისიც ვიცი, რომ ასეთ მცდელობას ისევ მოჰყვება ცრემლსადენი გაზი, როგორც ცუდი საქციელის ჩამდენ შვილს ხვდება ხოლმე მშობლისგან, მაგრამ აქამდეც ნუ მიიყვანთ საქმეს და ამ შემთხვევაში მაინც ნუ გავიმეორებთ ძველ შეცდომებს. ბოლოსდაბოლოს, ვირიც აღარ დგამს ჩლიქს თავის ფუნაში... “

Lasha1997 (პლანეტა.გე) წერს: “რუსეთმა ჩეჩნების სპეც ფორმირებები: “ვოსტოკი“ და “ზაპადი“ უკვე გადმოისროლა აფხაზეთში და სამაჩაბლოში. ისინი იქ არიან ცისფერჩაფხუტიანების, პოვრების, საპიორების და ა.შ. პონტში. ეს მართლა სერიოზული დანაყოფებია, რომლებიც თავის ერს არაფრად აგდებენ და წარმოიდგინეთ რას გვიზამენ თუ ხელში “ჩავუვარდით“. ამას კიდევ უდებენ სოჭის “სარჩულს“, რომ ვითომ საქართველოს უნდა დესტაბილიზაციის დაწყება ამ რეგიონებში ოლიმპიადის ჩასაშლელად. აქედან გამომდინარე, თუ არ გვინდა მთელი საქართველოს დაკარგვა, არჩევნების დროს ათჯერ დავფიქრდეთ და ისე მივცეთ ხმა!”

თუკი იმდენი ფული არ გაქვთ, რომ ერთი მსახიობის თეატრში წახვიდეთ, შეგიძლიათ ფორუმელ Zen -ის ნაწერები ნახოთ და მუქთად გაერთობით. “მაშ ასე, ვინ დაიკავებს მეორე (ან იქნებ მესამე?) საპატიო ადგილს არჩევნებში? ეს არის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა, მეგობრებო, რადგან ამ დუელში გამარჯვებული თითქმის გაინაღდებს ადგილს მომავალ პარლამენტში და შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში პოლიტიკაში ყოფნას. გამყრელიძე თუ გაჩეჩილაძე, გაჩეჩილაძე თუ გამყრელიძე? “
როგორც ცნობილი ანტენის ხელოსანი იტყოდა: “ვაა, რას არ გაიგებ ამ ქალაქში! “.

ფორუმელი Defected ალბათ იმ ადამიანების კატეგორიას განეკუთვნება, რომელსაც ბევრი რამ აინტერესებს. მაგის ასაკში ჩვენც “ბევრი რამ“ გვაინტერესებდა.

“არც თუ ისე დიდი ხნის წინ, რომელიღაც არხზე ვუყურე გადაცემას, რომელიც შეეხებოდა ქალს და მის ინტიმურ ადგილებს, ოღონდ სექსის გაგებით არა! (თუმცა მათი სექსის დროს გამოყენებაც საკმაოდ საინტერესო იქნება ორივესთვის) ანუ, ქალის სხეულზე არის ადგილები, რომელთან შეხებაც ქალში იწვევს სხვადასხვა ემოციებს, მაგ: როდესაც ქალს ნელა ეხები ხელის თითებზე საუბარია (მომე ხელი თითზე უნდა შეგეხო არა), არამედ უბრალოდ ხელები დაშვებული რომ აქვს და ეხები, მაგ დროს ქალი ოდნავ იბნევა და რაღაც არაორდინალურს ელის. ყველას დაწერას ეხლა ვერ დავიწყებ, თუმცა დროთა განმავლობაში დავწერ თუ ამ თემამ გამოიწვია გარკვეული ინტერესი, ეგეთ ადგილებს მიეკუთვნებოდა: მუცელი და ჭიპი, წელი, ტერფები და ფეხის თითები, კისერი და ყელი,. ტუჩები და ყურები“

ეს ყველაფერი არ ვიცი, მაგრამ ის კი კარგად ვიცი, ქალებს როგორი რეაქცია აქვთ, როდესაც გასაწმენდი ფეხებით ოთახში შედიხარ. ზოგიერთ კაცს, ქალების ამ რეაქციის სიკვდილზე მეტად ეშინია…

“დღეს მესიზმრა ერთი ძალიან კარგი სიზმარი, სადაც ძალიან ბედნიერი ვიყავი, ეს სიზმარი იმდენად რეალური იყო, რომ გავიღვიძე ვაპირებდი იგივეს გაკეთებას, რასაც სიზმარში ვაკეთებდი, მაგრამ ხელში რეალობა შემრჩა და ცოტა მეწყინა, თუმცა მალევე გადამიარა. ამ სიზმარის შესახებ მოვუთხრე ჩემს მშობლებს, რომლებმაც ბევრი იცინეს. უცებ მშობლების მიმართ გამიჩნდა ზიზღისმაგვარი გრძნობა, სიბრაზე და წყენა, იმიტომ რომ ზუსტად მაგათი ბრალია რომ ის ბედნიერება რომელიც ჩემს სიზმარში ვნახე არაა რეალური. მგონია რომ ჩემი მშობლები ფარისევლები არიან, ფარისევლურია მათი სიყვარული, მათი რწმენა და სახეები“

ამ სიტყვების დამწერი ფორუმელის სახელს არ ვიტყვი. განა იმიტომ არ ვიტყვი, რომ მეცოდება. არა! უბრალოდ მე მაგისი მშობლები მეცოდებიან, რომლებსაც შვილისათვის ფსიქოლოგის დაქირავება შეიძლება ძალიან ძვირი დაუჯდეთ.

რაც ტერენტი გრანელი მოკვდა, იმის შემდეგ ქართული საზოგადოება სიკვდილზე და სიკვდილის ფენომენის სიმბოლურობაზე კიდევ ერთხელ ფორუმელმა Rocky Racoon-მ ჩააფიქრა. “სიკვდილის განუყოფელი სიმბოლოა ცელი (პირდაპირი მნიშვნელობით, მიწათმოქმედებისთვის საჭირო ინსტრუმენტი), ხოდა ახლახანს შევამჩნიე, რომ ეს ჰოლივუდის გამოგონილი რამ არ ყოფილა და სიკვდილს უკვე საუკუნეებია ცელს უკავშირებენ. რატომ ცელი და არა მაგალითად “მანტიროვკა? “

წარმოიდგინეთ ბავშვებისათვის რა “კარგი მოსაყოლი“ ზღაპარი იქნება: “ბოროტ კაცს თავზე სიკვდილი დაადგა და დასჭყივლა: ააა.. აბა რა გეგონა? დადგა დრო, რომ თავზე “მანტიროვკა“ გადაგარტყა! “

სპორტის მოყვარული ფორუმელები ხანდახან ისეთ რაღაცეებს ყვებიან, ყველაფერი მართალი რომ იყოს, ნამეტანი ცუდად იქნება ჩვენი საქმე. სპორტული “კულუარებიდან“ აი თურმე რა ინფორმაციები “ჟონავს“: “თბილისის სპარტაკმა სახელის მოპარვისათვის ცხინვალის სპარტაკს უჩივლა“, “შოთა გრიგალაშვილი ათამაშდა, რადგან ხარისხიან სასმელზე გადავიდა“, “ალექსანდრე ამისულაშვილმა იმდენი მოახერხა, რომ რუსმა ქალმა არ მისცა“, “აბრეზა“ (სულიკო დავითაშვილი) საქართველოს ჩემპიონატის ყველაზე სიმპათიურ ფეხბურთელად დაასახელეს. ამით დავითნიძე და ზურაბ იონანიძე განაწყენებული დარჩნენ“, “მიშელ პლატინი ფორუმზე დარეგისტრირდა და ნიკად DDJ vanga აიღო“.
ღმერთო შენ გვიშველე ჩვენი სპორტიანად!

ცნობილი მეანეკდოტე ფორუმელი არ ცხრება და დაუღალავად იღწვის სხვა ფორუმელების გამხიარულებისათვის. არ აქვთ ასეთ ხალხს ბედი. ხუმრობენ, ხუმრობენ და ბოლოს უძეგლოდ იკარგებიან.

“ქალაქში გასკდება ცენტრალური კანალიზაციის მილი, ამოდის და ამოდის ფეკალური მასები. მოვა სანტექნიკოსების ჯგუფი რომელშიც ძირითადად დამწყები სანტექნიკოსები არიან და მარტო ერთია პროფესიონალი. ჯერ დამწყებები წაიჩალიჩებენ, მაგრამ ვერაფერს გააკეთებენ.

“პროფი“ სანტექნიკი იტყვის: მიმიშვით თქვე ბანძებო, კლასი უნდა განახოთო! მივა და ჩაყვინთავს ამ ფეკალიებში. ამოყვინთავს, დაიძახებს “20-იანი კლუჩი მინდაო“ - მისცემენ. ისევ ჩაყვინთავს, ორ წუთში ამოყვინთავს გადმოაფურთხებს ნაყლაპს დაიძახებს – ჩქარა ტრუბნოი კლუჩიო! - მისცემენ. კიდევ ჩაყვინთავს, 3-4 წუთში ამოყვინთავს და თავმოწონედ ეუბნება დამწყებებს - ისწავლეთ თორე მთელი ცხოვრება “კლუჩების მოწოდება“ მოგიწევთ... “

ალბათ ყველას ერთხელ მაინც გიოცნებიათ მეგრულად ნათარგმნი “ვეფხისტყაოსანი“ წაგეკითხათ. ყველამ მადლობა უნდა ვუთხრათ იმ ფორუმელს, რომელმაც მეგრულად ნათარგმნი “ვეფხისტყაოსნის“ ეს ორი სტროფი გვაჩუქა. როგორც ამბობენ, “ამირან-დარეჯანიანის“ თარგმნაც დაწყებულია და თუ სადმე გადავაწყდი, არ გამოგაპარებთ.

“მიქით გარჩქინ თელ ქიანა : მუშ მანგარი ღონეთგნი
მუშ გორჩქინელს ირფელს ცაშე : დუნბარ შური დინუდგუნი
ქიანა უკოროცხ ფერეფით : ჩქი მუჩეს მიქითნი
თიქ ხენწიფეფს მეჩუ სახე : თინერ მუშის მოგენდუნი

ღორონთ ართი თქვა მეჩით : ირფელს მუში სახე ტანი
მა ქომუჩით ეშმაკის : მევერუენ თინერ ჭყანი
ვეშემსუსტა მიჯნურობა : ღურადღაშა ქუმაცალი
დამიქექეი ცოდეფ ნამუთ : იშო მაფუ ონთირალი“

12:02 09.09 - თბილისში ევროპელ საარჩევნო მოხელეთა ასოციაციის მე-19 კონფერენცია გაიხსნა

11:58 09.09 - "არა", ადვოკატები და დევნილთა ასოციაცია ერთობლივ საპროტესტო აქციას მართავენ

11:53 09.09 - თბილისი ერევანთან მოლაპარაკებების უშედეგობას აღიარებს, თუმცა ორმხრივ ურთიერთობებში ბზარის გაჩენის დაუშვებლობაზე საუბრობს

11:49 09.09 - სააპელაციო სასამართლო მუხროვანის ამბოხის გამო დაკავებულ პირთა სარჩელის განხილვას იწყებს

10:44 09.09 - სააკაშვილი ქართველ დიპლომატებს ხვდება



17:20, 08.09.2010
„საქართველოს დეოკუპაცია დიპლომატიით უნდა იყოს მიღწეული“
„პრეზიდენტ“ ბაღაფშის განცხადებით, „თუკი საქართველო და ის ქვეყნები, რომლებიც მას მხარს უჭერენ, ლტოლვილების (ბაღაფში მათ დევნილებად არ აღიარებს) საკითხის გადაწყვეტას უჩვენოდ აპირებენ, ეს მათი პრობლემაა“


08:08, 08.09.2010
პანკისის ხეობა კვლავ “მოდაშია”
მოსკოვში გაკეთებული განცხადებით, „ჩრდილოეთ კავკასიაში მოქმედი „ბოევიკები“ მომზადებას საქართველოს ტერიტორიაზე, სპეციალურ ბანაკებში გადიან“. ექსპერტთა შეფასებით, არსებობს საფრთხე, რომ რუსეთი საქართველოში სამხედრო ოპერაციისთვის ემზადება.


14:12, 07.09.2010
ვალენტინა მატვიენკო – რუსი ტეტჩერი, რომელიც შეიძლება რუსეთის ახალი სახე გახდეს
ის მოძებნა და აღაზევა არც მეტი არც ნაკლები, ყოფილმა პრეზიდენტმა, დღეს კი პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა. სწორედ მან გაუკეთა მატვიენკოს დიდი საჩუქარი, როდესაც პეტერბურგში გადაიყვანა... გამორციხული არ არის მატვიენკო რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატის ახალი სახე გახდეს

[12:08 07.09]
რატომ გახდა გასაიდუმლოებული სააკაშვილის ზუგდიდში ვიზიტის დეტალები [video]

[00:11 07.09]
სილა ბათუმიდან და, ისევ დუბლინში...

[05:56 06.09]
კონფედერაციული პრობლემა: “სააკაშვილის არსებობით აზერბაიჯანსაც თავისტკივილი ემატება” – (ნაწილი პირველი)

საზოგადოება

13:47, 08.09.2010
მეგრულმა “ტაჯმაჰალმა” კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმი გადაფარა?
კიდევ ერთი ”საოცრება”, მიუხედავად იმისა, პროპაგანდა მიდის, სამეგრელოში ბელადომანია მძვინვარებსო, მიშას მაქებელი აბაშაში ფაქტობრივად კანტი-კუნტად შემორჩა. რატომ ვართ ბედის ანაბარად მიტოვებულიო, - ამას ამბობდნენ მკვირცხლი მეგრელები


08:50, 08.09.2010
პანიკა სვანეთში - მოსახლეობას ეშინია, რომ მიწებს წაართმევენ
უკვე დახარჯულია მილიონობით დოლარი მესტიაში სათხილამურო ტრასების მოსაწყობად, მაშინ, როცა ის ტერიტორიები, სადაც ტრასები ეწყობა, ადგილობრივების თქმით, მათი ისტორიული საკუთრებაა


19:19, 07.09.2010
„არაბი ფაშა“, ანუ წესები ისევ ძველია...
„დისბალანსის შექმნა, სხვადასხვა “პოსტ-მოდერნისტული” შეთქმულებების ტექნოლოგიების გამოყენებით, რომლებიც ჩვენ გამოვცადეთ სერბეთსა და საქართველოში, ნიშნავს ამერიკული იმპერიული თვითდაჯერებულობისა და ბრმა სისულელის აქტის გახორციელებას“

[15:49 07.09]
პიარი ქართულად

[13:28 06.09]
სააკაშვილი ქურდული სამყაროს გარკვეულ ნაწილს მფარველობს?

[11:55 05.09]
ქართული ინტერნეტფორუმების მიმოხილვა - აურზაური მიშლენდში

ეკონომიკა

11:15, 08.09.2010
ქართულ ზონებს უცხოელებთან ერთად ადგილობრივებიც ერიდებიან
ბიზნესმენთა ასოციაციაში ირწმუნებიან, რომ ქართული კომპანიები ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში შესვლით დაინტერესებული არიან, თუმცა ინდუსტრიული ზონა მიმზიდველი, ძირითადად, ექსპორტზე მომუშავე კომპანიებისთვისაა, რადგან შეღავათები მხოლოდ ექსპორტიორებზე ვრცელდება


10:11, 08.09.2010
“ფიჭური” დაძაბულობა პიკს აღწევს
მარეგულირებელი კომისია ამ ეტაპზე საცალო ტარიფის კვლევას ახდენს, კომპანიები ვალდებულნი არიან სატარიფო გათვლები 10 სექტემბრამდე წარუდგინონ კომისიას, ამის შემდეგ კი მარეგულირებელი გადაწყვეტს, გახდება თუ არა საცალო ტარიფზე ზედა ზღვარის დაწესება

[12:55 07.09] - მთავრობას ინფლაციის შესაჩერებელი მუხრუჭი გაუცვდა

[12:30 07.09] - მიმკვადარებული „ნაბუქო“ ბანკებმა გამოაცოცხლეს

[05:53 06.09] - სამუშაო ადგილები არც ჩვენთან და არც მსოფლიოში

სპორტი

11:13, 08.09.2010
ლივერპულის ისტორიის ქრონოლოგია
როგორც “ევერტონის”, ისე “ლივერპულის” დაბადება “წმ. დომინგოს” ეკლესიის საპატიო პალატისა და ჯონ ჰოულდინგის – ქალაქ ლივერპულის მერის ძალისხმევის შედეგად მოხდა. სწორედ ამ უკანასკნელმა დაატოვებინა “ენფილდი” “ევერტონს” და მანვე დააარსა “საფეხბურთო კლუბი ლივერპული”


05:47, 06.09.2010
რუსმა გულშემატკივრებმა ანდორელი ფერმერის მოსავალი გაანადგურეს
ანდორელი ფერმერი ამბობს, რომ მას ხილი არ ენანება, მაგრამ ვერ გაუგია ასე საგულდაგულოდ რატომ გაჯეგეს დაუპატიჟებელმა სტუმრებმა კარტოფილის ნარგავები და საიდან და რატომ მოზიდეს ამ რაოდენობის ნაგავი

[14:28 01.09] - უეფამ ვუვუზელები აკრძალა

[12:01 30.08] - საქართველო ქვეჯგუფში მეორეა

[12:19 26.08] - სვენ–იორან ერიქსონს უკრაინის ფეხბურთელთა ნაკრების მწვრთნელობა სურს

ხელოვნება

10:07, 09.09.2010
მსმენელებმა ყველაზე “მანათობელი” სიმღერები გამოავლინეს
ჯგუფ Queen–ის კომპოზიცია "Bohemian Rhapsody" დასახელებულია საუკეთსოდ იმ სიმღერებს შორის, რომელთა მოსმენის დროსაც მსმენელებს სანთებელების ანთების სურვილი იპყრობთ, ანუ, როდესაც თან უსმენ და თან ანთებულ სანთებელას რიტმულად იქნევ.

[11:41 08.09] - ჯონ ლენონის მკვლელს ვადამდელ გათავისუფლებაზე მეექვსედ უთხრეს უარი

[05:04 06.09] - მადონა თავის ფილმში თავის ცამეტი წლის გოგონას გადაიღებს

[14:05 01.09] - გროზნოს რუსული კინოფესტივალი – „არც ქვემეხები სდუმან და არ მუზები“

Copyright © Presa.ge, 2010, Tbilisi, Georgia
info@presa.ge · Information Technologies
რეკლამის განთავსება