ვიდეო

ამერიკამ თურქეთს ”ყვითელი ბარათი” აუწია
15:07 08.03.2010
[მანანა აბაშიძე]
ამ დღეებში ძალიან საინტერესო მოვლენები ვითარდებოდა ამერიკასა და თურქეთს შორის. თუმცა, ის რაც მოხდა, მხოლოდ ორ ან თუნდაც სამ კონკრეტულ ქვეყანას შორის ვიწროდ განსახილველი არ არის. ეს აშკარად, ბევრად უფრო ვრცელი და მნიშვნელოვანი საკითხია.

5 მარტს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აშშ-ს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტმა სომხების გენოციდის შესახებ რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციით, 1915-17 წლებში ოსმალეთის იმპერიის ტერიტორიაზე სომხების მკვლელობებს გენოციდის კვალიფიკაცია მიეცა.

”ბი-ბი-სი”-ს ინფორმაციით, რეზოლუციის მიღების სასარგებლოდ ხმა მისცა 23 კონგრესმენმა ხოლო 22 წინააღმდეგი იყო. ამის შემდეგ ანკარამ ელჩიც კი გაიწვია ვაშინგტონიდან-კონსულტაციებისთვის... გარდა ამისა, თურქეთის ხელისუფლებამ ოფიციალურად წუხილიც კი გამოთქვა იმის გამო, რომ დოკუმენტის მიღება არამარტო გაართულებს აშშ-სა და თურქეთის ურთიერთობებს, არამედ ზიანს მიაყენებს ანკარასა და ერევანს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას. თუმცა, დასავლური მედია იმასაც აღნიშნავდა, რომ კონგრესის ერთი კომიტეტის - თუნდაც, საგარეო საქმეთა - მიერ მიღება ამ რეზოლუციის საბოლოოდ მიღებას არ ნიშნავდა. ამის შემდეგ ის კონგრესში უნდა განეხილათ.

თეთრი სახლის რეაქცია მყისიერი იყო. უკვე მეორე დღეს, ცნობილი გახდა, რომ ბარაქ ობამას ადმინისტრაციამ აშშ-ს კონგრესის ლიდერებთან დოკუმენტთან დაკავშირებით შეთანხამებას მიაღწია - რეზოლუცია, რომელიც ოსმალეთის იმპერიის დროს სომეხთა მასობრივ განადგურებას აღიარებდა, წარმომადგენელთა პალატაში კენჭისყრისთვის არ გავა. ამის შესახებ “რია ნოვოსტი” იუწყებოდა. ინფორმაცია ქართული საინფორმაციო საშუალებებითაც გავრცელდა.

რას ნიშნავდა ეს ყველაფერი? განსაკუთრებით, თუ გავიხსენებთ, რომ ბოლო პერიოდში თურქეთთან დაკავშირებით დასავლეთში გაჩნდა მოსაზრება, რომელიც მარტივად ასე ჟღერს: ”დასავლეთმა თურქეთი დაკარგა”.

შეიძლება თუ არა ვივარაუდოთ, რომ ამერიკამ თურქეთს ერთგვარად, ”ყვითელი ბარათი აუწია”? ეს კითხვა განსაკუთრებით ადვილად ჩნდება თუ იმასაც გავიხსენებთ, რომ სულ რამდენიმე დღის წინ თურქეთში უმაღლესი ჩინის სამხედროები დააპატიმრეს. არადა, ცნობილია - ყოველ შემთხვევაში, ასე მიიჩნევენ ექსპერტები - რომ თურქეთის არმიაში ძალიან ძლიერია პროამერიკული განწყობები. განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ”პრესა.გე”ზურაბ მარშანიას - საქართველოს დიპლომატიური მისიების ყოფილ ხელმძღვანელს ბალტიის ქვეყნებსა და უკრაინაში - ესაუბრა.

რეზოლუციის შემდგომი ბლოკირება მოხდა, მაგრამ თავისთავად, საინტერესოა ისიც, რომ ის მიღებულ იქნა თუნდაც, კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ. რა ხდება, რამ განაპირობა ასეთი დოკუმენტის გაჩენა?
-ამ საკითხის წამოწევაში მოულოდნელი და ახალი არაფერია. მისი განხილვა ახლა არ დაწყებულა. უკვე დიდი ხანია ეს პროცესი დაიწყო და გრძელდება სხვადასხვა ქვეყნების პარლამენტებში - ღიადაც და კულუარულადაც. გავიხსენოთ, რომ რამდენიმე წლის წინ საფრანგეთის პარლამენტმაც მიიღო მსგავსი გადაწყვეტილება.

ეს საკითხი ყველაზე უფრო წინ წავიდა საფრანგეთსა და ამერიკაში რაც იმაზე მიუთითებს, რომ სომხური ლობი სწორედ იქ მუშაობს ყველაზე უფრო სერიოზულად და პროდუქტიულად. თავისთავად, შემთხვევითი არც ესაა, რადგან სომხური დიასპორა სწორედ ამ ქვეყნებშია ფინანსურად - შესაბამისად, პოლიტიკური ზეგავლენებითაც - ყველაზე უფრო ძლიერი. ასე რომ ამ საკითხის წინ წამოწევა ლოგიკური იყო.

იმავდროულად, ნათელი იყო, რომ შემდგომი მსვლელობა ამ დოკუმენტს არ მიეცემოდა. თურქეთისთვის ეს მეტისმეტად მტკივნეული საკითხია, რადგან ისინი გენოციდის ფაქტს უარყოფენ. მათი თქმით, ყველაფერი, რაც გასული საუკუნის დასაწყისში მოხდა, პირველი მსოფლიო ომით იყო განპირობებული. იმ დროს, თურქეთსა და რუსეთს შორის საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა. რუსეთს ოკუპირებული ჰქონდა თურქეთის მნიშვნელოვანი ნაწილი და მათ შორის, სომხებით დასახლებული ნაწილიც. ფაქტობრივად, ოსმალეთის იმპერიაში სომხები ფრონტისპირა ტერიტორიებზე იყვნენ.

რუსეთი იქ დასახლებულ სომხებში აღვივებდა იმის იმედს, რომ ისინი განთავისუფლდებოდნენ თურქეთისგან და თავისუფლებას, დამოუკიდებლობას მოიპოვებდნენ. რით დასრულდა ეს ყველაფერი, კარგად ვიცით - არნახული ტრაგედიით რომელმაც, სხვადასხვა მონაცემებით, მილიონამდე ადამიანი იმსხვერპლა. თურქეთი არ უარყოფს ამ ძალადობის ფაქტს, მაგრამ ამბობს, რომ ეს არ იყო გენოციდი და ყველაფერი მხოლოდ ფრონტისპირა რაიონებში გახორციელებული საომარი მოქმედებები იყო. მათი თქმით, მიზანმიმართული მკვლელობები არ ყოფილა - როგორც, ვთქვათ, ჰოლოკოსტის შემთხვევაში; უბრალოდ, მოხდა სომხური მოსახლეობის დეპორტაცია ფრონტისპირა რაიონებიდა, რათა რუსეთს ისინი ანტითურქულ საქმიანობაში არ ჩაეთრია.

თურქეთისგან განსხვავებით, სომხეთი მიიჩნევს, რომ ეს მოვლენები გენოციდი იყო. სხვათაშორის, ის რაც მოხდა, მთლიანად აკმაყოფილებს გაეროს მიერ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მიღებული, გენოციდის განმსაზღვრელი დოკუმენტის ყველა მოთხოვნას. გენოციდის განსაზღვრა ხომ სწორედ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოხდა - მოსახლეობის განადგურება ეროვნული ნიშნით.

როდესაც კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა ზემოთ ხსენებული რეზოლუცია მიიღო, მსოფლიოს სხვადასხვა მედიასაშუალებები იხსენებდნენ, რომ ბარაქ ობამამ გენოციდის აღიარების პირობა ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში დადო. სხვათაშორის, ეს ჰილარი ქლინთონმაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ მას შემდეგ ”ვითარება არსებითად” შეიცვალა... ამ განცხადებიდან და ძალიან სწრაფი რეაგირებიდან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამერიკამ ამით თურქეთს უბრალოდ, ერთგვარად, ”ყვითელი ბარათი აუწია?” პრინციპში, ეს კითხვა თავისთავად გაჩნდება, თუ თურქეთის მიერ ბოლო დროს წარმოებულ პოლიტიკას გავიხსენებთ. ამას კი იმასაც დავამატებთ, რომ რამდენიმე დღის წინ თურქეთში უმაღლესი ჩინის სამხედროები დააპატიმრეს არადა, ცნობილია - ყოველ შემთხვევაში, ასე მიიჩნევენ ექსპერტები - რომ თურქეთის არმიაში ძალიან ძლიერია პროამერიკული განწყობები.
- ადვილი შესაძლებელია ასეც იყოს! თუმცა, როგორც ამბობენ, ჯოხს ორი ბოლო აქვს. თუ ეს მართლაც, ერთგვარი გაფრთხილება იყო თურქეთისთვის, მაშინ ისიც უნდა იყოს გათვალისწინებული, რომ თურქეთი შეიძლება კიდევ უფრო მეტად ჩამოსცილდეს ამერიკას. ამის რეალური საფრთხეა. ბოლო პერიოდში ეს განსაკუთრებით თვალშისაცემი გახდა.

თურქეთის ხელისუფლებაში ზომიერი ისლამისტების მთავრობაა, რომელიც მოსახლეობის მხარდაჭერით სარგებლობს. მოგვწონს თუ არა, ფაქტია, რომ მათ გამარჯვება დემოკრატიული არჩევნებით მოიპოვეს - ხელისუფლების უზურპაცია მათ არ მოუხდენიათ. შესაბამისად, თუ თქვენი ვარაუდი სიმართლეა და ამ დოკუმენტს, მართლაც ”ყვითელი ბარათის” ფუნქცია ჰქონდა, მაშინ ამ ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა შესაძლოა, ურთიერთობები კიდევ უფრო გაამწვავოს. თან უკვე ისიც ცნობილია, რომ ოფიციალურმა ანკარამ უკვე ელჩიც კი გაიწვია საკონსულტაციოდ.

ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, დამაფიქრებელია, შემაშფოთებელია და მათ შორის – ჩვენთვისაც, რადგან ეს ყველაფერი ჩვენს რეგიონში ხდება -შავი ზღვის აუზში. თან, თურქეთიც და ამერიკაც ჩვენი პარტნიორები არიან.

თუმცა, მე ამ ყველაფერს ცოტა სხვაგვარად შევხედავდი: ვფიქრობ, ამერიკა თურქეთს კი არ აჩვენებს ყვითელ ბარათს, არამედ, ორივე ერთად სწორედ ჩვენ გვაჩვენებს ”ყვითელ ბარათს”. თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენ ვართ რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი სახელმწიფო შავი ზღვის აუზში. მოგეხსენებათ, რეგიონში ნებისმიერ რყევას, სწორედ ყველაზე სუსტი სახელმწიფო გრძნობს ყველაზე მტკივნეულად. შესაბამისად, ამ ყველაფერთან დაკავშირებით, ჩვენს დიპლომატიას ძალიან დინჯი, დაფიქრებული მოქმედება მართებს. საჭიროა ძალიან სერიოზული და ღრმა, საექსპერტო ანალიზი მოვლენათა შესაძლო განვითარებებისა. ჩანს, რომ პროცესები რომლებიც ვითარდება, საქართველოსთვის პოზიტიური არ არის. ამიტომ, რისკები ძალიან ზუსტად უნდა იყოს გათვლილი.

თუ გავითვალისწინებთ, რომ თურქეთი სამხრეთ კავკასიაშიც საკმაოდ მნიშვნელოვანი მოთამაშეა, როგორ შეიძლება შეეხოს ეს საქართველოს?
- ეს, ძალიან მარტივი სქემაა, რომ აქ შეიძლება პირდაპირ, ყოველგვარი მინიშნებების გარეშე ითქვას, რომ მსგავსი პროცესები თურქეთისა და რუსეთის კიდევ უფრო მეტ დაახლოებას გამოიწვევს... რას უქადის ეს ჩვენს სახელმწიფოს... ალბათ ყველას კარგად ახსოვს, რა მოუტანა რუსულ-თურქულმა ალიანსმა 1921 წლის თებერვალში საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას. მოკლედ, ეს ნათელია და მინდა, რომ ამაზე ყურადღება უპირველეს ყოვლისა, ხელისუფლებამ და საგარეო პოლიტიკურმა უწყებამ გაამახვილოს. დღეს, ისე როგორც არასდროს, საჭიროა კონსოლიდაცია საგარეო პოლიტიკური საფრთხეების წინაშე არა სიტყვით, არამედ – საქმით.

12:02 09.09 - თბილისში ევროპელ საარჩევნო მოხელეთა ასოციაციის მე-19 კონფერენცია გაიხსნა

11:58 09.09 - "არა", ადვოკატები და დევნილთა ასოციაცია ერთობლივ საპროტესტო აქციას მართავენ

11:53 09.09 - თბილისი ერევანთან მოლაპარაკებების უშედეგობას აღიარებს, თუმცა ორმხრივ ურთიერთობებში ბზარის გაჩენის დაუშვებლობაზე საუბრობს

11:49 09.09 - სააპელაციო სასამართლო მუხროვანის ამბოხის გამო დაკავებულ პირთა სარჩელის განხილვას იწყებს

10:44 09.09 - სააკაშვილი ქართველ დიპლომატებს ხვდება



17:20, 08.09.2010
„საქართველოს დეოკუპაცია დიპლომატიით უნდა იყოს მიღწეული“
„პრეზიდენტ“ ბაღაფშის განცხადებით, „თუკი საქართველო და ის ქვეყნები, რომლებიც მას მხარს უჭერენ, ლტოლვილების (ბაღაფში მათ დევნილებად არ აღიარებს) საკითხის გადაწყვეტას უჩვენოდ აპირებენ, ეს მათი პრობლემაა“


08:08, 08.09.2010
პანკისის ხეობა კვლავ “მოდაშია”
მოსკოვში გაკეთებული განცხადებით, „ჩრდილოეთ კავკასიაში მოქმედი „ბოევიკები“ მომზადებას საქართველოს ტერიტორიაზე, სპეციალურ ბანაკებში გადიან“. ექსპერტთა შეფასებით, არსებობს საფრთხე, რომ რუსეთი საქართველოში სამხედრო ოპერაციისთვის ემზადება.


14:12, 07.09.2010
ვალენტინა მატვიენკო – რუსი ტეტჩერი, რომელიც შეიძლება რუსეთის ახალი სახე გახდეს
ის მოძებნა და აღაზევა არც მეტი არც ნაკლები, ყოფილმა პრეზიდენტმა, დღეს კი პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა. სწორედ მან გაუკეთა მატვიენკოს დიდი საჩუქარი, როდესაც პეტერბურგში გადაიყვანა... გამორციხული არ არის მატვიენკო რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატის ახალი სახე გახდეს

[12:08 07.09]
რატომ გახდა გასაიდუმლოებული სააკაშვილის ზუგდიდში ვიზიტის დეტალები [video]

[00:11 07.09]
სილა ბათუმიდან და, ისევ დუბლინში...

[05:56 06.09]
კონფედერაციული პრობლემა: “სააკაშვილის არსებობით აზერბაიჯანსაც თავისტკივილი ემატება” – (ნაწილი პირველი)

საზოგადოება

13:47, 08.09.2010
მეგრულმა “ტაჯმაჰალმა” კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმი გადაფარა?
კიდევ ერთი ”საოცრება”, მიუხედავად იმისა, პროპაგანდა მიდის, სამეგრელოში ბელადომანია მძვინვარებსო, მიშას მაქებელი აბაშაში ფაქტობრივად კანტი-კუნტად შემორჩა. რატომ ვართ ბედის ანაბარად მიტოვებულიო, - ამას ამბობდნენ მკვირცხლი მეგრელები


08:50, 08.09.2010
პანიკა სვანეთში - მოსახლეობას ეშინია, რომ მიწებს წაართმევენ
უკვე დახარჯულია მილიონობით დოლარი მესტიაში სათხილამურო ტრასების მოსაწყობად, მაშინ, როცა ის ტერიტორიები, სადაც ტრასები ეწყობა, ადგილობრივების თქმით, მათი ისტორიული საკუთრებაა


19:19, 07.09.2010
„არაბი ფაშა“, ანუ წესები ისევ ძველია...
„დისბალანსის შექმნა, სხვადასხვა “პოსტ-მოდერნისტული” შეთქმულებების ტექნოლოგიების გამოყენებით, რომლებიც ჩვენ გამოვცადეთ სერბეთსა და საქართველოში, ნიშნავს ამერიკული იმპერიული თვითდაჯერებულობისა და ბრმა სისულელის აქტის გახორციელებას“

[15:49 07.09]
პიარი ქართულად

[13:28 06.09]
სააკაშვილი ქურდული სამყაროს გარკვეულ ნაწილს მფარველობს?

[11:55 05.09]
ქართული ინტერნეტფორუმების მიმოხილვა - აურზაური მიშლენდში

ეკონომიკა

11:15, 08.09.2010
ქართულ ზონებს უცხოელებთან ერთად ადგილობრივებიც ერიდებიან
ბიზნესმენთა ასოციაციაში ირწმუნებიან, რომ ქართული კომპანიები ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში შესვლით დაინტერესებული არიან, თუმცა ინდუსტრიული ზონა მიმზიდველი, ძირითადად, ექსპორტზე მომუშავე კომპანიებისთვისაა, რადგან შეღავათები მხოლოდ ექსპორტიორებზე ვრცელდება


10:11, 08.09.2010
“ფიჭური” დაძაბულობა პიკს აღწევს
მარეგულირებელი კომისია ამ ეტაპზე საცალო ტარიფის კვლევას ახდენს, კომპანიები ვალდებულნი არიან სატარიფო გათვლები 10 სექტემბრამდე წარუდგინონ კომისიას, ამის შემდეგ კი მარეგულირებელი გადაწყვეტს, გახდება თუ არა საცალო ტარიფზე ზედა ზღვარის დაწესება

[12:55 07.09] - მთავრობას ინფლაციის შესაჩერებელი მუხრუჭი გაუცვდა

[12:30 07.09] - მიმკვადარებული „ნაბუქო“ ბანკებმა გამოაცოცხლეს

[05:53 06.09] - სამუშაო ადგილები არც ჩვენთან და არც მსოფლიოში

სპორტი

11:13, 08.09.2010
ლივერპულის ისტორიის ქრონოლოგია
როგორც “ევერტონის”, ისე “ლივერპულის” დაბადება “წმ. დომინგოს” ეკლესიის საპატიო პალატისა და ჯონ ჰოულდინგის – ქალაქ ლივერპულის მერის ძალისხმევის შედეგად მოხდა. სწორედ ამ უკანასკნელმა დაატოვებინა “ენფილდი” “ევერტონს” და მანვე დააარსა “საფეხბურთო კლუბი ლივერპული”


05:47, 06.09.2010
რუსმა გულშემატკივრებმა ანდორელი ფერმერის მოსავალი გაანადგურეს
ანდორელი ფერმერი ამბობს, რომ მას ხილი არ ენანება, მაგრამ ვერ გაუგია ასე საგულდაგულოდ რატომ გაჯეგეს დაუპატიჟებელმა სტუმრებმა კარტოფილის ნარგავები და საიდან და რატომ მოზიდეს ამ რაოდენობის ნაგავი

[14:28 01.09] - უეფამ ვუვუზელები აკრძალა

[12:01 30.08] - საქართველო ქვეჯგუფში მეორეა

[12:19 26.08] - სვენ–იორან ერიქსონს უკრაინის ფეხბურთელთა ნაკრების მწვრთნელობა სურს

ხელოვნება

10:07, 09.09.2010
მსმენელებმა ყველაზე “მანათობელი” სიმღერები გამოავლინეს
ჯგუფ Queen–ის კომპოზიცია "Bohemian Rhapsody" დასახელებულია საუკეთსოდ იმ სიმღერებს შორის, რომელთა მოსმენის დროსაც მსმენელებს სანთებელების ანთების სურვილი იპყრობთ, ანუ, როდესაც თან უსმენ და თან ანთებულ სანთებელას რიტმულად იქნევ.

[11:41 08.09] - ჯონ ლენონის მკვლელს ვადამდელ გათავისუფლებაზე მეექვსედ უთხრეს უარი

[05:04 06.09] - მადონა თავის ფილმში თავის ცამეტი წლის გოგონას გადაიღებს

[14:05 01.09] - გროზნოს რუსული კინოფესტივალი – „არც ქვემეხები სდუმან და არ მუზები“

Copyright © Presa.ge, 2010, Tbilisi, Georgia
info@presa.ge · Information Technologies
რეკლამის განთავსება