ვიდეო

სარვამარტო წასაკითხი მამაკაცებს
15:21 08.03.2010
[სანტიაგო გაუჩო]
ყოფილი საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში მრავალი ორიგინალური, მხოლოდ ბოლშევიკური ან კომუნისტური პარტიისათვის მიღებული დღესასწაული აღინიშნებოდა, მაგრამ ახალ წელთან ერთად არსებობდა ერთი ღირთშესანიშნავი თარიღი, რომლის დადგომასაც ყველა ჩვენთაგანი მოუთმენლად ელოდა. მას რვა მარტს ზეიმობდნენ. გაზაფხულის ამ ლამაზ დღეს საზეიმოდ ხვდებოდნენ საქართველოშიც. ქალის პატივისცემა ჩვენს ქვეყანაში არავის ესწავლება და დედის, მეუღლის, შეყვარებულის ან უბრალოდ მოხდენილი ქალის კულტი ოდითგანვე მოგვდევს. რვა მარტს ამ პატივისცემას კიდევ ერთხელ განსაკუთრებულად ავღნიშნავდით და ქართველ ქალებს მართლაც რომ ლამაზი საჩუქრებით ვასაჩუქრებდით.

ბევრმა არ იცის და რვა მარტის დღესასწაულს დღეს 100 წელი უსრულდება. ეს “კომუნისტური” ზეიმი თავის დროზე, 1910 წელს დაარსდა, მეორე საერთაშორისო კონფერენციაზე, როგორც თანასწორობისათვის მებრძოლ მშრომელ ქალთა საერთაშორისო სოლიდარობის დღე. ეს სიახლე პირველად 1911 წელს აღინიშნა გერმანიაში, ავსტრიაში, შვეიცარიასა და დანიაში ლოზუნგით–„მუშა ქალთა საარჩევნო უფლებები, სოციალიზმისათვის ბრძოლაში“.

დაგაბრუნეთ დროებით ძველი თაობებისათვის ნაცნობ გარემოში, მაგრამ ეს ისტორიაა და მას ვერ გაექცევი. ერთი კი ნათელია, ამ კომუნისტებს ბევრი ნაკლოვანება გააჩნდათ, მაგრამ ერთი კარგი ზეიმი მაინც გვაჩუქეს. საბედნიეროდ რვა მარტის დღესასწაულს საბჭოთა რეჟიმის გაქრობასთან ერთად გადაგვარება არ ეწერა და მას უკვე ქალთა დღედ მოვიხსენიებთ.

ეხლა კი უშუალოდ მამაკაცებს მინდა რომ მივმართო. მიღებულია აზრი, რომ “სუსტი სქესის” არსებები განსაკუთრებულ ფაქიზ მოპყრობასა და მიდგომას მოითხოვენ. მათი თანაგრძნობის მონადირება იოლი არ არის და თითოეული ქალის გულს განსაკუთრებული გასაღები უნდა მოარგო. საყვარელ მეუღლეებს ალერსიანი სიტყვებით ხშირად უნდა მიმართოთ. ეცადეთ იყოთ მრავალფეროვანი, კომპლიმენტებსა და საყვარელი არსებებისათვის მირთმეულ საჩუქრებში. რაც ყველაზე მთავარია, ნუ ეცდებით რომ გაანალიზოთ ქალის ლოგიკა, ნუ იქნებით პრინციპული სხვადასხვა კონფლიქტებში. ხანდახან თქვენთვის საყვარელ მანდილოსანს სხვა მამაკაცის თვალით შეხედეთ, რადგან ძნელი წარმოსადგენია, რომ მასთან დაშორების შემდეგ მეორე უფრო იდეალური იქნება.

გახსოვდეთ, რომ ქალის ხასიათი პლასტელინს ჰგავს, რაც უფრო ხშირად შეეხებით ხელით, მით უფრო რბილი და მოქნილი გახდება. თქვენი საყვარელი “პლასტელინისათვის” იდეალური მამაკაცის იმიჯს რომ მიესადაგებოდეთ, ინგლისელი ფსიქოლოგების გამოკვლევის შედეგებს გაგაცნობთ. ეს არის იმ თვისებებისა და ჩვევების ჩამონათვალი, რომლებიც ქალებს ძალიან აღიზიანებთ. გირჩევთ, რომ ყურადღებით გაეცნოთ მას და გარწმუნებთ, რომ თუ ამ რჩევებს სათანადოდ გაითავისებთ, საყვარელი მანდილოსნების წინაშე უფრო ამაღლდებით და გაცილებით ნაკლები პრობლემები შეგექმნებათ.

მამაკაცების იმ თვისებებიდან, რომლებიც ქალებს სიცოცხლეს უმწარებს, პირველ ადგილზე მანქანის სიყვარული დგას. როდესაც “ძლიერთა სქესის” წარმომადგენელი საკუთარ მოძრავ საშუალებას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს, ქალი ამ დროს თურმე მიტოვებულად გრძნობს თავს და ეჭვიანობას იწყებს. მართლაც რომ ვერ გაუგებ ამ არსებებს. როგორ შეიძლება რომ ასეთი მიამიტი იყო და რაღაც რკინის გროვაზე ინერვიულო.

გასაკვირია და შემდეგ პოზიციას წინდებით სექსი იკავებს. ფსიქოლოგების გამოკვლევებით შიშველი მამაკაცი წინდებით, ქალში სიმპათიებს ნამდვილად არ იმსახურებს. რა დაგემართათ კაცებო. სექსის წინ მთელ ტანსაცმელს იხდით და ეს ოხერი წინდებიც გაიძერით, სამაგიეროდ პარტნიორ მანდილოსნებს ნამდვილად ასიამოვნებთ.

მესამე საპრიზო ადგილზე უკბილო ხუმრობები გავიდა. თურმე ქალის გამხიარულება იმ ანეკდოტებით, რომლებიც მამაკაცების საზოგადოებაში სიცილ-ხარხარს იწვევს, მეტად სარისკო ნაბიჯია, რადგან ევას შთამომავლებს მათზე საერთოდ არ ეღიმებათ. ქალებთან სათანადოდ მოპყრობის „სპეციალისტები“ გვირჩევენ, რომ „ამ კატეგორიის ხალხთან “ ანუ დიაცებთან, მათთვის რთულად აღსათქმელი ანეკდოტების მოყოლას თავი დავანებოთ.

ჭუჭყიანი ფეხსაცმელების ხილვა არავის სიამოვნებს, მაგრამ განსაკუთრებული გართულება მასზე მაინც ქალებს აქვთ. ისინი ყურადღებას არ აქცევენ ლამაზ ჰალსტუხს ან პიჯაკს, მაგრამ თუ ფეხსაცმელში გაცვეთილ ქუსლს, გახსნილ ზონრებსა და ჭუჭყიან ზედაპირს დაინახავენ, ზურგს შეგაქცევენ და საბოლოოდ დაგემშვიდობებიან.

ქალებს არ უყვართ მამაკაცის მოუვლელი ფრჩხილები. არ გაიგოთ ისე, რომ სილამაზის სალონებში სიარულს გირჩევთ, მაგრამ ფრჩხილების ნაწილობრივი მოვლა სახლის პირობებშიც გარკვეულწილად შეიძლება.

ყურადღება მიაქციეთ იმ საჩუქრებს, რომლებსაც საყვარელ, მდედრობითი სქესის ადამიანებს უმზადებთ. თუ კაცი ქალს დაბადების დღეზე მტვერსასრუტს აჩუქებს, ხოლო ახალ წელს იატაკის ჯოხით გააბედნიერებს, რასაკვირველია ეს მანდილოსნის დიდ გაღიზიანებას გამოიწვევს. ამიტომ უმჯობესია რომ ახლობელი ქალი საოჯახო ინვენტარით არ დაასაჩუქროთ. თუნდაც ცოცხი ან მაგიდის ტილო მართლაც რომ საჭირო ნივთებია, მაგრამ იყავით ბოლომდე რომანტიულები.

ქალები მრავალი კაპრიზული იდეებით გამოირჩევიან. ისინი ვერ იტანენ იმ მამაკაცებს რომლებიც საწოლში ჩუმად არიან და საკუთარ ფიქრებში განმარტოვებულან. იგივე მანდილოსნები გაურბიან ლოგინში განსაკუთრებულად მოლაყბე “ძლიერთა სქესის” წარმომადგენლებსაც. ამ საკითხში მართლაც რომ ვეთანხმები ქალებს, რადგან აუტანელია სექსის დროს ალასანიასა და ნოღაიდელის პოლიტიკურ ამბიციებზე აზრების მოსმენა. ქალი ამ დროს საალერსო სიტყვებს ელის და იმ დღის ამბების გაგება, თუნდაც საყვარელი მამაკაცის გადმოცემით, მისთვის დიდად გამაღიზიანებელი ფაქტორია.

ფსიქოლოგები მწეველ კაცებს ურჩევენ, რომ არომატული თხევადი საპნები გამოიყენონ, რადგან მანდილოსნები ღიზიანდებიან მამაკაცის თითებიდან წამოსული თამბაქოს სუნზე. ისე გულზე ხელი დაიდეთ ძვირფასო კაცებო და თქვენც ხომ არ მოგწონთ, როდესაც ახლობელ ქალებს ხახვის, სოუსის ან ზეთის სუნი ასდით.

უკანასკნელი რჩევა მამაკაცებისათვის კი ის არის, რომ ყველა ღილზე შეკრული პიჯაკი ისეთივე ცუდ ტონად ითვლება, როგორც გრძელი ფრჩხილები და თეთრი წინდები. ნორმალურ პიჯაკზე ბოლო ღილი აუცილებლად შეხსნილი უნდა იყოს. თქვენ შეიძლება ამ პატარა ნიუანს ყურადღებას არ აქცევდეთ, მაგრამ თქვენი თანხმლები მანდილოსანი ამით ნამდვილად დაინტერესდება.

ამ უსასრულო რჩევების დასასრულს მაინც მგონია რომ მამაკაცებს მართლაც რომ სასარგებლო წინადადებები მივაწოდე. თქვენ კი მანდილოსნებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ ქალთა დღეს. ყოველივე კარგს გისურვებთ და გამოვთქვამ რწმენას, რომ თუ ამ პატარა მასალაში მოცემულ განმარტებებს თქვენს ახლობელ მამაკაცებს წააკითხებთ, ცხოვრება კიდევ უფრო გაგილამაზდებათ.

12:02 09.09 - თბილისში ევროპელ საარჩევნო მოხელეთა ასოციაციის მე-19 კონფერენცია გაიხსნა

11:58 09.09 - "არა", ადვოკატები და დევნილთა ასოციაცია ერთობლივ საპროტესტო აქციას მართავენ

11:53 09.09 - თბილისი ერევანთან მოლაპარაკებების უშედეგობას აღიარებს, თუმცა ორმხრივ ურთიერთობებში ბზარის გაჩენის დაუშვებლობაზე საუბრობს

11:49 09.09 - სააპელაციო სასამართლო მუხროვანის ამბოხის გამო დაკავებულ პირთა სარჩელის განხილვას იწყებს

10:44 09.09 - სააკაშვილი ქართველ დიპლომატებს ხვდება



17:20, 08.09.2010
„საქართველოს დეოკუპაცია დიპლომატიით უნდა იყოს მიღწეული“
„პრეზიდენტ“ ბაღაფშის განცხადებით, „თუკი საქართველო და ის ქვეყნები, რომლებიც მას მხარს უჭერენ, ლტოლვილების (ბაღაფში მათ დევნილებად არ აღიარებს) საკითხის გადაწყვეტას უჩვენოდ აპირებენ, ეს მათი პრობლემაა“


08:08, 08.09.2010
პანკისის ხეობა კვლავ “მოდაშია”
მოსკოვში გაკეთებული განცხადებით, „ჩრდილოეთ კავკასიაში მოქმედი „ბოევიკები“ მომზადებას საქართველოს ტერიტორიაზე, სპეციალურ ბანაკებში გადიან“. ექსპერტთა შეფასებით, არსებობს საფრთხე, რომ რუსეთი საქართველოში სამხედრო ოპერაციისთვის ემზადება.


14:12, 07.09.2010
ვალენტინა მატვიენკო – რუსი ტეტჩერი, რომელიც შეიძლება რუსეთის ახალი სახე გახდეს
ის მოძებნა და აღაზევა არც მეტი არც ნაკლები, ყოფილმა პრეზიდენტმა, დღეს კი პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა. სწორედ მან გაუკეთა მატვიენკოს დიდი საჩუქარი, როდესაც პეტერბურგში გადაიყვანა... გამორციხული არ არის მატვიენკო რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატის ახალი სახე გახდეს

[12:08 07.09]
რატომ გახდა გასაიდუმლოებული სააკაშვილის ზუგდიდში ვიზიტის დეტალები [video]

[00:11 07.09]
სილა ბათუმიდან და, ისევ დუბლინში...

[05:56 06.09]
კონფედერაციული პრობლემა: “სააკაშვილის არსებობით აზერბაიჯანსაც თავისტკივილი ემატება” – (ნაწილი პირველი)

საზოგადოება

13:47, 08.09.2010
მეგრულმა “ტაჯმაჰალმა” კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმი გადაფარა?
კიდევ ერთი ”საოცრება”, მიუხედავად იმისა, პროპაგანდა მიდის, სამეგრელოში ბელადომანია მძვინვარებსო, მიშას მაქებელი აბაშაში ფაქტობრივად კანტი-კუნტად შემორჩა. რატომ ვართ ბედის ანაბარად მიტოვებულიო, - ამას ამბობდნენ მკვირცხლი მეგრელები


08:50, 08.09.2010
პანიკა სვანეთში - მოსახლეობას ეშინია, რომ მიწებს წაართმევენ
უკვე დახარჯულია მილიონობით დოლარი მესტიაში სათხილამურო ტრასების მოსაწყობად, მაშინ, როცა ის ტერიტორიები, სადაც ტრასები ეწყობა, ადგილობრივების თქმით, მათი ისტორიული საკუთრებაა


19:19, 07.09.2010
„არაბი ფაშა“, ანუ წესები ისევ ძველია...
„დისბალანსის შექმნა, სხვადასხვა “პოსტ-მოდერნისტული” შეთქმულებების ტექნოლოგიების გამოყენებით, რომლებიც ჩვენ გამოვცადეთ სერბეთსა და საქართველოში, ნიშნავს ამერიკული იმპერიული თვითდაჯერებულობისა და ბრმა სისულელის აქტის გახორციელებას“

[15:49 07.09]
პიარი ქართულად

[13:28 06.09]
სააკაშვილი ქურდული სამყაროს გარკვეულ ნაწილს მფარველობს?

[11:55 05.09]
ქართული ინტერნეტფორუმების მიმოხილვა - აურზაური მიშლენდში

ეკონომიკა

11:15, 08.09.2010
ქართულ ზონებს უცხოელებთან ერთად ადგილობრივებიც ერიდებიან
ბიზნესმენთა ასოციაციაში ირწმუნებიან, რომ ქართული კომპანიები ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში შესვლით დაინტერესებული არიან, თუმცა ინდუსტრიული ზონა მიმზიდველი, ძირითადად, ექსპორტზე მომუშავე კომპანიებისთვისაა, რადგან შეღავათები მხოლოდ ექსპორტიორებზე ვრცელდება


10:11, 08.09.2010
“ფიჭური” დაძაბულობა პიკს აღწევს
მარეგულირებელი კომისია ამ ეტაპზე საცალო ტარიფის კვლევას ახდენს, კომპანიები ვალდებულნი არიან სატარიფო გათვლები 10 სექტემბრამდე წარუდგინონ კომისიას, ამის შემდეგ კი მარეგულირებელი გადაწყვეტს, გახდება თუ არა საცალო ტარიფზე ზედა ზღვარის დაწესება

[12:55 07.09] - მთავრობას ინფლაციის შესაჩერებელი მუხრუჭი გაუცვდა

[12:30 07.09] - მიმკვადარებული „ნაბუქო“ ბანკებმა გამოაცოცხლეს

[05:53 06.09] - სამუშაო ადგილები არც ჩვენთან და არც მსოფლიოში

სპორტი

11:13, 08.09.2010
ლივერპულის ისტორიის ქრონოლოგია
როგორც “ევერტონის”, ისე “ლივერპულის” დაბადება “წმ. დომინგოს” ეკლესიის საპატიო პალატისა და ჯონ ჰოულდინგის – ქალაქ ლივერპულის მერის ძალისხმევის შედეგად მოხდა. სწორედ ამ უკანასკნელმა დაატოვებინა “ენფილდი” “ევერტონს” და მანვე დააარსა “საფეხბურთო კლუბი ლივერპული”


05:47, 06.09.2010
რუსმა გულშემატკივრებმა ანდორელი ფერმერის მოსავალი გაანადგურეს
ანდორელი ფერმერი ამბობს, რომ მას ხილი არ ენანება, მაგრამ ვერ გაუგია ასე საგულდაგულოდ რატომ გაჯეგეს დაუპატიჟებელმა სტუმრებმა კარტოფილის ნარგავები და საიდან და რატომ მოზიდეს ამ რაოდენობის ნაგავი

[14:28 01.09] - უეფამ ვუვუზელები აკრძალა

[12:01 30.08] - საქართველო ქვეჯგუფში მეორეა

[12:19 26.08] - სვენ–იორან ერიქსონს უკრაინის ფეხბურთელთა ნაკრების მწვრთნელობა სურს

ხელოვნება

10:07, 09.09.2010
მსმენელებმა ყველაზე “მანათობელი” სიმღერები გამოავლინეს
ჯგუფ Queen–ის კომპოზიცია "Bohemian Rhapsody" დასახელებულია საუკეთსოდ იმ სიმღერებს შორის, რომელთა მოსმენის დროსაც მსმენელებს სანთებელების ანთების სურვილი იპყრობთ, ანუ, როდესაც თან უსმენ და თან ანთებულ სანთებელას რიტმულად იქნევ.

[11:41 08.09] - ჯონ ლენონის მკვლელს ვადამდელ გათავისუფლებაზე მეექვსედ უთხრეს უარი

[05:04 06.09] - მადონა თავის ფილმში თავის ცამეტი წლის გოგონას გადაიღებს

[14:05 01.09] - გროზნოს რუსული კინოფესტივალი – „არც ქვემეხები სდუმან და არ მუზები“

Copyright © Presa.ge, 2010, Tbilisi, Georgia
info@presa.ge · Information Technologies
რეკლამის განთავსება