ვიდეო

ევროკავშირმა მომდევნო 10 წლის განვითარების სტრატეგია შეიმუშავა - ევროპა 2020
12:06 09.03.2010
[politica. foreignpress.ge]
გეგმა, რომელიც ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უნდა მოიწონონ, საკმაოდ მოკრძალებულია, მით უფრო იმ ფონზე როდესაც გამოწვევები ასეთი მასშტაბურია. სტრატეგია გულისხმობს:
– მოსახლეობის 75%-მდე პროფესიული აქტივობის გაზრდას;
– უმაღლესი სასწავლებლების დიპლომების მქონე ადამიანთა რაოდენობის 40%-მდე გაზრდას;– ხარჯების კვლევებსა და განვითარებაზე მშპ-ს 3%-მდე გაზრდას;
– სიღარიბეში მცხოვრებ ადამიანთა რიცხვის 80-მილიონიდან 60-მილიონამდე შემცირებას;
– განახლებადი ენერგიის წყაროების წილის და ენერგეტიკული ეფექტურობის გაზრდას.
იმავდროულად არანაირი სანქციები ამ გეგმის შეუსრულებლობაზე გათვალისწინებული არ არის.

ათი წლის წინ, როდესაც ევროკავშირმა ე.წ. ლისაბონის შეთანხმება გამოაცხადა, ბლოკს გაცილებით დიდი ამბიციები გააჩნდა. იმდროინელი გეგმა გულისხმობდა, რომ ევროპა მსოფლიოს უფრო კონკურენტუნარიანი რეგიონი გახდებოდა, ხოლო ამ კონკურენტუნარიანობის წყაროდ მეცნიერებაზე დაფუძნებული ეკონომიკა სახელდებოდა. ამ სტრატეგიის გამოქვეყნებიდან სულ რამდენიმე დღეში ინტერნეტ-ბანკი „გასკდა“, ბირჟებიდან კი ის მილიარდობით დოლარი აორთქლდა, რომლებიც ახალი ეკონომიკის საპნის ფირმებში იყო დაბანდებული. 2000 წლის კრიზისმა ცხადყო, თუ რა ცოტა რამ აშორებდა ერთამენეთისგან თამამ (მაგრამ რეალურ) ოცნებებს სახიფათო უტოპიისგან.

ბევრი ანალიტიკოსისთვის ასეთ უტოპია სწორედ ლისაბონის სტრატეგია იყო. მისგან არაფერი გამოვიდა: ვერც ერთი დასახული მიზანი ვერ განხორციელდა, ათწლეულების შემდეგ კი ევროკავშირი, იმის ნაცვლად რომ საკუთარი საერთაშორისო პოზიცია განემტკიცებინა, მსოფლიოს რუკაზე სულ უფრო ნაკლებად შესამჩნევი გახდა. ის ჯერ კიდევ ინარჩუნებს ეკონომიკურ ძლიერებას, მაგრამ ამ ძლიერების ფუნდამენტს ეროზია გაუჩნდა, რადგან ეცემა ევროპული ეკონომიკის კონკურენტუნარიანობა. იმ უმნიშვნელოვანესი დისციპლინების გლობალურ რბოლაში, რომლებსაც მომავლისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვთ, ევროპელებს სუნთქვა არ ეყოთ: ისინი სულ უფრო ცუდად უმკლავდებიან მეცნიერებისა და ახალი ტექნოლოგიების განვითარების საქმეს.

ახლა მთავარი კონკურენტი არამხოლოდ აშშ-ა (როგორც ეს ყოველთვის იყო), არამედ ჩინეთიც, რომლის ეკონომიკაც და სამეცნიერო-ტექნოლოგიური ძლიერებაც ისე გაიზარდა, რომ ბევრმა ვერ მოასწრო ორიენტირება. მან გერმანიას პირველობა წაართვა უმსხვილეს ექსპორტიორებში, გერმანიასაც გაუსწრო და იაპონიასაც როგორც სამეცნიერო პუბლიკაციების, ასევე გამოცხადებული პატენტების რაოდენობითაც. ფინეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ესკო აჰო რამდენიმე წლის წინ თავის სტატიაში Creating Innovative Europe ევროკავშირის ლიდერებს აფრთხილებდა: რაც შეიძლება სწრაფად დაკავებულიყვნენ მოდერნიზაციით, ვიდრე გვიანი არ იქნებოდა.

სტრატეგია „ევროპა 2020“, როგორც სჩანს, ძალიან გვიან გაჩნდა და ძალიან უმნიშვნელო ამოცანების შესრულებას ისახავს მიზნად. სამწუხაროდ, იმავდროულად ძალიან ამბიციურსაც ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიცაა პოლონეთი. იმ დროს, როდესაც ჩვენ გვჯერა, რომ წითელ ზღვაში ვართ რეცესიის „მწვანე კუნძული“, როგორც სჩანს ვერ ვატყობთ თუ რამდენად შეიცვალა გლობალური თამაშის წესები. დღეს ფსონი უკვე იმაზეა დადებული, რომ ევროკავშირი, როგორც მოთამაშე რომელსაც ანგარიშს უწევენ უნდა გადარჩეს. ჩვენთვის უკეთესია, თუკი ყველაფერი იქნება ისე როგორც არის, ევროკავშირი კი მეწველ ძროხად დარჩება, რომელიც ავტოსტრადების, სტადიონების და მეტ-ნაკლებად აუცილებელი ინფრასტრუქტურის სხვა ელემენტების აშენებას შეუწყობს ხელს. ამ თვალსაზრისით აბსოლუტურად გამართლებულია ჩვენი შიში იმასთან დაკავშირებით, რომ ახალ სტრატეგიას მოჰყვება ბრიუსელის ბიუჯეტის სახსრების გადამისამართება ძირითადად ინოვაციების მხარდაჭერაზე და არა ევროპის პერიფერიის სიღარიბიდან ამოთრევაზე.

პრობლემა ასევე ისიც არის, რომ თუკი ევროკავშირის მოდერნიზაცია არ განხორციელდა და ის მის ძველებურ დიდებას არ დაიბრუნებს, ბლოკი ვერც ვერავის დაეხმარება. ამიტომ საჭიროა ევროკავშირთან დაკავშირებით პოლონეთმა სტრატეგია კარგად გაიაზროს და გადაწყვიტოს, რომელი ვარიანტი ურჩევნია: „აიღე ფული და მიბრძანდი აქედან“ თუ „ფული მოგვეცი“, ვიდრე ძალიან არ დაგვიანებულა.

12:02 09.09 - თბილისში ევროპელ საარჩევნო მოხელეთა ასოციაციის მე-19 კონფერენცია გაიხსნა

11:58 09.09 - "არა", ადვოკატები და დევნილთა ასოციაცია ერთობლივ საპროტესტო აქციას მართავენ

11:53 09.09 - თბილისი ერევანთან მოლაპარაკებების უშედეგობას აღიარებს, თუმცა ორმხრივ ურთიერთობებში ბზარის გაჩენის დაუშვებლობაზე საუბრობს

11:49 09.09 - სააპელაციო სასამართლო მუხროვანის ამბოხის გამო დაკავებულ პირთა სარჩელის განხილვას იწყებს

10:44 09.09 - სააკაშვილი ქართველ დიპლომატებს ხვდება



17:20, 08.09.2010
„საქართველოს დეოკუპაცია დიპლომატიით უნდა იყოს მიღწეული“
„პრეზიდენტ“ ბაღაფშის განცხადებით, „თუკი საქართველო და ის ქვეყნები, რომლებიც მას მხარს უჭერენ, ლტოლვილების (ბაღაფში მათ დევნილებად არ აღიარებს) საკითხის გადაწყვეტას უჩვენოდ აპირებენ, ეს მათი პრობლემაა“


08:08, 08.09.2010
პანკისის ხეობა კვლავ “მოდაშია”
მოსკოვში გაკეთებული განცხადებით, „ჩრდილოეთ კავკასიაში მოქმედი „ბოევიკები“ მომზადებას საქართველოს ტერიტორიაზე, სპეციალურ ბანაკებში გადიან“. ექსპერტთა შეფასებით, არსებობს საფრთხე, რომ რუსეთი საქართველოში სამხედრო ოპერაციისთვის ემზადება.


14:12, 07.09.2010
ვალენტინა მატვიენკო – რუსი ტეტჩერი, რომელიც შეიძლება რუსეთის ახალი სახე გახდეს
ის მოძებნა და აღაზევა არც მეტი არც ნაკლები, ყოფილმა პრეზიდენტმა, დღეს კი პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა. სწორედ მან გაუკეთა მატვიენკოს დიდი საჩუქარი, როდესაც პეტერბურგში გადაიყვანა... გამორციხული არ არის მატვიენკო რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატის ახალი სახე გახდეს

[12:08 07.09]
რატომ გახდა გასაიდუმლოებული სააკაშვილის ზუგდიდში ვიზიტის დეტალები [video]

[00:11 07.09]
სილა ბათუმიდან და, ისევ დუბლინში...

[05:56 06.09]
კონფედერაციული პრობლემა: “სააკაშვილის არსებობით აზერბაიჯანსაც თავისტკივილი ემატება” – (ნაწილი პირველი)

საზოგადოება

13:47, 08.09.2010
მეგრულმა “ტაჯმაჰალმა” კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმი გადაფარა?
კიდევ ერთი ”საოცრება”, მიუხედავად იმისა, პროპაგანდა მიდის, სამეგრელოში ბელადომანია მძვინვარებსო, მიშას მაქებელი აბაშაში ფაქტობრივად კანტი-კუნტად შემორჩა. რატომ ვართ ბედის ანაბარად მიტოვებულიო, - ამას ამბობდნენ მკვირცხლი მეგრელები


08:50, 08.09.2010
პანიკა სვანეთში - მოსახლეობას ეშინია, რომ მიწებს წაართმევენ
უკვე დახარჯულია მილიონობით დოლარი მესტიაში სათხილამურო ტრასების მოსაწყობად, მაშინ, როცა ის ტერიტორიები, სადაც ტრასები ეწყობა, ადგილობრივების თქმით, მათი ისტორიული საკუთრებაა


19:19, 07.09.2010
„არაბი ფაშა“, ანუ წესები ისევ ძველია...
„დისბალანსის შექმნა, სხვადასხვა “პოსტ-მოდერნისტული” შეთქმულებების ტექნოლოგიების გამოყენებით, რომლებიც ჩვენ გამოვცადეთ სერბეთსა და საქართველოში, ნიშნავს ამერიკული იმპერიული თვითდაჯერებულობისა და ბრმა სისულელის აქტის გახორციელებას“

[15:49 07.09]
პიარი ქართულად

[13:28 06.09]
სააკაშვილი ქურდული სამყაროს გარკვეულ ნაწილს მფარველობს?

[11:55 05.09]
ქართული ინტერნეტფორუმების მიმოხილვა - აურზაური მიშლენდში

ეკონომიკა

11:15, 08.09.2010
ქართულ ზონებს უცხოელებთან ერთად ადგილობრივებიც ერიდებიან
ბიზნესმენთა ასოციაციაში ირწმუნებიან, რომ ქართული კომპანიები ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში შესვლით დაინტერესებული არიან, თუმცა ინდუსტრიული ზონა მიმზიდველი, ძირითადად, ექსპორტზე მომუშავე კომპანიებისთვისაა, რადგან შეღავათები მხოლოდ ექსპორტიორებზე ვრცელდება


10:11, 08.09.2010
“ფიჭური” დაძაბულობა პიკს აღწევს
მარეგულირებელი კომისია ამ ეტაპზე საცალო ტარიფის კვლევას ახდენს, კომპანიები ვალდებულნი არიან სატარიფო გათვლები 10 სექტემბრამდე წარუდგინონ კომისიას, ამის შემდეგ კი მარეგულირებელი გადაწყვეტს, გახდება თუ არა საცალო ტარიფზე ზედა ზღვარის დაწესება

[12:55 07.09] - მთავრობას ინფლაციის შესაჩერებელი მუხრუჭი გაუცვდა

[12:30 07.09] - მიმკვადარებული „ნაბუქო“ ბანკებმა გამოაცოცხლეს

[05:53 06.09] - სამუშაო ადგილები არც ჩვენთან და არც მსოფლიოში

სპორტი

11:13, 08.09.2010
ლივერპულის ისტორიის ქრონოლოგია
როგორც “ევერტონის”, ისე “ლივერპულის” დაბადება “წმ. დომინგოს” ეკლესიის საპატიო პალატისა და ჯონ ჰოულდინგის – ქალაქ ლივერპულის მერის ძალისხმევის შედეგად მოხდა. სწორედ ამ უკანასკნელმა დაატოვებინა “ენფილდი” “ევერტონს” და მანვე დააარსა “საფეხბურთო კლუბი ლივერპული”


05:47, 06.09.2010
რუსმა გულშემატკივრებმა ანდორელი ფერმერის მოსავალი გაანადგურეს
ანდორელი ფერმერი ამბობს, რომ მას ხილი არ ენანება, მაგრამ ვერ გაუგია ასე საგულდაგულოდ რატომ გაჯეგეს დაუპატიჟებელმა სტუმრებმა კარტოფილის ნარგავები და საიდან და რატომ მოზიდეს ამ რაოდენობის ნაგავი

[14:28 01.09] - უეფამ ვუვუზელები აკრძალა

[12:01 30.08] - საქართველო ქვეჯგუფში მეორეა

[12:19 26.08] - სვენ–იორან ერიქსონს უკრაინის ფეხბურთელთა ნაკრების მწვრთნელობა სურს

ხელოვნება

10:07, 09.09.2010
მსმენელებმა ყველაზე “მანათობელი” სიმღერები გამოავლინეს
ჯგუფ Queen–ის კომპოზიცია "Bohemian Rhapsody" დასახელებულია საუკეთსოდ იმ სიმღერებს შორის, რომელთა მოსმენის დროსაც მსმენელებს სანთებელების ანთების სურვილი იპყრობთ, ანუ, როდესაც თან უსმენ და თან ანთებულ სანთებელას რიტმულად იქნევ.

[11:41 08.09] - ჯონ ლენონის მკვლელს ვადამდელ გათავისუფლებაზე მეექვსედ უთხრეს უარი

[05:04 06.09] - მადონა თავის ფილმში თავის ცამეტი წლის გოგონას გადაიღებს

[14:05 01.09] - გროზნოს რუსული კინოფესტივალი – „არც ქვემეხები სდუმან და არ მუზები“

Copyright © Presa.ge, 2010, Tbilisi, Georgia
info@presa.ge · Information Technologies
რეკლამის განთავსება