|
[presa.ge] გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩინეთის ავტობაზრისთვის Hyundai Elantra-ს Langdeng დაერქმევა. თუმცა ეს ცვლილება ტექნიკური მაჩვენებლების ცვლილებასთან შედარებით ყურადღების ღირსიც კი არ არის.
Hyundai Langdeng ორი სახის ძრავს მიიღებს. 1,6-ლიტრიანი აგრეგატის სიმძლავრე 125 ცხენის ძალა, 1,8-ლიტრიანისა კი 144 ცხენის ძალა იქნება. ორივე ძრავი შეძლებს ექვსაფეხურიან გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობას. ჩინეთის ავტობაზარზე აღნიშნული მოდელი უახლოეს მომავალში გამოჩნდება. მისი ღირებულება კი ჯერჯერობით უცნობია.
|
|