რეკლამა Presa.ge-ზე,
სპეციალური ფასები: 599 877 900
4-5 წლის შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლი სა­ა­ხალ­წ­ლო ზე­იმ­ზე
ვინ არის ნა­თელ­მ­ხილ­ვე­ლი,­რო­მელ­საც ზუ­რაბ ჟვა­ნი­ამ მად­ლო­ბის ნიშ­ნად ბი­ნა აუშე­ნა
შე­გიძ­ლი­ათ გა­ოც­დეთ, ან­რი ჯო­ხა­ძემ მე­გო­ბა­რი ქა­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბას პირ­ვე­ლად გა­აც­ნო
19 დე­კემ­ბ­რის ას­ტ­რო­ლო­გი­უ­რი პროგ­ნო­ზი
ყველა სიახლე
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234
ამინდი
სელმა ლაგერლოფი - პირველი ნობელიანტი ქალი

15:21 16.03.2011
[გიორგი მახობეშვილი]

მსოფლიოს ლიტერატურის ისტორიაში, ქალთა შორის პირველად ნობელის პრემიის ლაურიატი გახდა სელმა ლაგერლოფი. მან ნობელის პრემია მიიღო 1909 წელს.

სელმა ოტილიანა ლუისა ლაგერლოფი დაიბადა 1858 წლის 20 ნოემბერს, შვედეთში, პროვინცია ვერმლანდში, მამის მამულში, მორბაკაში. მამა გადამდგარი სამხედრო იყო, დედა პედაგოგი. შემდგომში უკვე საქვეყნოდ ცნობილმა მწერალმა, მორბაკას ულამაზეს ბუნებას და თავის ბავშვობას  უძღვნა წიგნები: “მორბაკა”, “ბავშვის მემუარები”, “დღიური”.

სამი წლისა იყო მომავალი მწერალი, როცა სერიოზულად დაავადდა და სიარულს ვერ ახერხებდა. მისი მეგობრები გახდნენ ბებია და დეიდა, რომლებიც დიდ დროს ატარებდნენ პატარა სელმას ლოგინთან და უამობობდნენ ზღაპრებს, სხვადასხვა ხალხურ გადმოცემებს.

1867 წელს, სელმა სტოკჰოლმში გადაიყვანეს სამკურნალოდ. სპეციალურ კლინიკაში მოახერხეს და სელმა სასწაულებრივად გამოაჯანმრთელეს. ამ დროიდან გაუჩნდა წერის სურვილი. სელმა ლაგერლოფის ოჯახი გაღარიბდა.

1881 წელს, ახალგაზრდა სელმა ლაგერლოფი, მამის ნებართვის გარეშე მოეწყო სტოკჰოლმის ლიცეუმში, 1882 წელს პედაგოგიურ სემინარიაში. 1884 წელს გოგონათა მასწავლებლად დაიწყო მუშაობა შვედეთის სამხრეთში, ლანდსკრუნში. მალე მამა გარდაეცვალა, მორბაკას მამული კი გაუყიდეს ვალების გასასტუმრებლად.

1891 წელს, გამოვიდა მისი პირველი წიგნი "საგა იოსტა ბერლინგზე". ნაწარმოები ნეო-რომანტიზმის სულისკვეთებითაა გაჟღენთილი. მასში ბლომადაა ფოლკლორული, ზღაპრული სიუჟეტები, რომანტიკული ეპოსი, რომელიც შერწყმულია მწერლის დროინდელ თანამედროვეობასთან.
წიგნში გადმოცემულია იდეა, რომ ადამიანი, რაც მეტად თავშვებულად იქცევა, მით მეტ უბედურებას გრძნობს. 

სელმა ლაგერლოფი ამ ნაწარმოების თავებს ჯერ გაზეთში აქვეყნებდა, მერე კი კრიტიკოსების რეკომენდაციით ცალკე წიგნად გამოსცა. ნაწარმოებმა დიდი პოპულარობა მოუტანა მწერალ ქალს. შემდეგ გამოქვეყნდა მისი ნოველების ორი კრებული: "უხილავი ჯაჭვები" (1894 წელს) და "დედოფლების კუნგაჰელაში" (1899 წელს) და სხვა. მისი ამ პერიოდის ნაწარმოებები ასევე ზღაპრულ სიუჟეტებზეა აგებული, სადაც მიუხედავად ბოროტების მძლავრობისა, სიკეთე იმარჯვებს, ვინაიდან ღმერთი მფარველობს კეთილ საქმეებს. ეს განსაკუთრებით ჩანს მისი ნოველების კრებულში “ლეგენდები ქრისტეზე”, რომელიც 1904 წელს გამოვიდა. კრებულში შესულია ნოველები: “წმინდა ღამე”, “კეისრის ხილვა”, “ბრძენთა ჭა”, “ბეთლემელი ყრმა”, “გაქცევა ეგვიპტეში”, “ნაზარეთში”, “ტაძარში”, “წმინდა ვერონიკას თავსაფარი”, “გულწითელა”, “მაცხოვარი და წმინდა პეტრე”, “სანთელი უფლის სამარიდან” (უნდა აღინიშნოს, რომ მისი ნაწარმოებები ძალინ კარგადაა ნათარგმნი ქართულ ენაზე).

1901-1902 წლებში სელმა ლაგერლოფმა დაწერა რომანი “იერუსალიმი”, რომელშიც პალესტინაში ემიგრირებული შვედი ქრისტიანების შესახებაა მოთხრობილი, რომლებიც მეორედ მოსვლას ელოდებიან.

Kრიტიკოსები, სელმა ლაგერლოფის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწარმოებად მიიჩნევენ “ნილს ჰოლგერსონის არაჩვეულებრივ მოგზაურობას შვედეთში”, რომელიც ასევე ზღაპრულ სიუჟეტზეა აგებული. წიგნი თავიდან სახელმძღვანელოდ ჰქონდა ჩაფიქრებული ავტორს, სადაც საინტერესოდ და ბავშვებისათვის გასაგებ ენაზე მოთხრობილი იქნებოდა შვედეთის ისტორიის, გეოგრაფიის და ტრადიციების შესახებ. ასევე, რა თქმა უნდა ლეგენდები.

ეს ნაწარმოები ალბათ ყველას ახსოვს. პატარა ბიჭუნა, ნილს ჰოლგერსონი, რომელიც  მეგობარი ბატის, მარტინის ზურგზე შემომჯდარი მოგზაურობს.

წიგნის დედააზრი ასეთია - ბოროტი ბიჭუნა, ნილს ჰოლგერსონი, რომელიც  ჯუჯა ჯადოქარის მიერაა მოჯადოებული, თანდათან ხდება კეთილი... ნილსის მოგზაურობა არ არის უბრალოდ მოგზაურობა, ეს მისთვის აღზრდაა, სადაც ბიჭუნა შეიყვარებს ადამიანებს, ჩაწვდება ობლების ტკივილს, ღარიბი ადამიანების ცხოვრების სიმწარეს. სხვათა შორის, შვედეთში ნილს ჰოლგერსონის პრემიაც არსებობს, რომლითაც დაჯილდოებული იყო, ასევე ცნობილი მწერალი ქალი, ასტრიდ ლინგრენი.

წიგნმა დიდი წარმატება მოუტანა ავტორს მთელი ევროპის მასშტაბით. ითარგმნა მრავალ ენაზე. 1907 წელს ლაგერლოფი აირჩიეს საპატიო დოქტორად. 1914 წელს კი გახდა შვედეთის აკადემიის წევრი. 1909 წელს სელმა ლაგერლოფი ლიტერატურაში ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის დააჯილდოვეს ნობელის სახელობის პრემიით ლიტერატურის დარგში.

ნობელის პრემიის საშუალებით, მწერალმა გამოისყიდა თავისი მშობლიური მამული მორბაკუ, სადაც საცხოვრებლად გადავიდა და სიცოცხლის ბოლომდე დარჩა. იქვე დაწერა არა ერთი ნოველა, ზღაპარი და რომანი, მათ შორის “პორტუგალიის კეისარი”, “ანა სვერდი” და სხვა.

1930-იან წლებში, ნაცისტური გერმანიის იდეოლოგები მას “ნორდიულ პოეტს ქალს” უწოდებდნენ, თუმცა მერე მისდამი დამოკიდებულება მკვეთრად შეიცვალეს, ვინაიდან ის გერმანიიდან ემიგრაციაში ეხმარებოდა გერმანელ ინტილიგენტებს, რომლებიც აკრიტიკებდნენ ნაცისტურ რეჟიმს. სსრკ-ს მიერ ფინეთზე განხორციელებული აგრესიის დროს დიდმა მწერალმა ქალმა ფინეთის ეროვნული ფონდისათვის გაიღო ნობელის სახელობის ოქროს მედალი, თუმცა ის უკან დაუბრუნეს.

ნობელის პრემიის ლაურეატი მწერალი ქალი სელმა ლაგერლოფი გარდაიცვალა თავის მშობლიურ მამულში, 81 წლისა. მისი პორტრეტი გამოსახეს შვედურ ოც კრონიან ბანკნოტზე. 

სელმა ლაგერლოფის ნაწარმოებების მიხედვით არა ერთი ფილმი თუ ანიმაციური ფილმია გადაღებული. მისმა ნაწარმოებებმა შთააგონა დიდი ქართველი რეჟისორი რეზო ჩხეიძე და გადაიღო ფილმი, “მაცხოვრის საფლავზე ანთებული სანთელი”, რომელიც წელს გამოვა კინო-ეკრანებზე.

ბეჭდვა  
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



ტოპ ათეული
1. მკვლელობა ვარკეთილში - მოკლულია 19 წლის ახალგაზრდა
2. კითხვა, რომელმაც პუტინი ჩაჭრა - უკრაინელი ჟურნალისტი დღის გმირად იქცა
3. გავისუფთავოთ ნაწლავები ტოქსინებისგან
4. „ეს არის სისულელე“ - რატომ ჩაცხრილეს 24 წლის ნიკა ნატროშვილი? (დეტალები)
5. ვანო მერაბიშვილის სახლი გაძარცვეს
6. ამ ადამიანმა სახლი ბოთლებისგან ააშენა, ნახეთ რა საოცრება გამოვიდა
7. ქალისა და მამაკაცის შეთავსების ჰოროსკოპი, ასტროლოგიური ნიშნებისათვის
8. წულუკიანის მოადგილე ტაბატაძე 12 კილო ჰეროინის მოპარვის საქმეში ფიგურირებს?
9. მან კოკა–კოლა ქილა შუაზე გაჭრა. რამდენიმე წუთის შემდეგ საოცარი რამ ააწყო! ვერ დაიჯერებთ!
10. სოფო ფარცხალაძე: "ხალხი ფიქრობს, დათო საგანელიძის ცოლი მატერიალური კეთილდღეობის გამო გავხდი"
ბლოგები
წე­რი­ლი ჭორ­ვი­ლი­დან: იცი შენ, გლა­ხა რჩე­ვას არ მოგ­ცემ მე, შე­ნი კარ­გი­და­კე­თი­ლი მინ­და...
რეკლამა საიტზე
ტელ.: (+995 32) 2-000-247, 595 58-18-18
599 877-901, 599 877-908
 
2014-11-17
visitor 40 561
visit 51 697
page 81 366
2014-11-18
  6 321
  6 769
  10 011
Array ( [0] => Array ( [0] => 697 [1] => swf [2] => 1 [3] => http://www.crystalbet.com/Pages/AdsRedirect.aspx?banner=8681c3a4-cc48-4c5f-bfc9-883dbb58b66c [4] => 2015-04-04 [5] => 0 [6] => 30 [7] => {"startSecs":15,"Duration":30,"advWidth":1000,"advHeight":150} ) )