რეკლამა Presa.ge-ზე,
სპეციალური ფასები: 599 877 900
"თა­ვი­სუ­ფა­ლი ზო­ნის­"ო­ფის­თან და­პი­რის­პი­რე­ბის დროს კო­ბა ხა­ბა­ზიც და­შავ­და
1 ოქ­ტომ­ბ­რის ას­ტ­რო­ლო­გი­უ­რი პროგ­ნო­ზი
სწრა­ფი ონ­ლა­ინ სეს­ხე­ბის კომ­პა­ნია "ქრე­დი­უმ ჯორ­ჯი­ა"-მ ერ­თ­გუ­ლი მომ­ხ­მა­რებ­ლე­ბის­თ­ვის წა­მა­ხა­ლი­სე­ბე­ლი აქ­ცი­ა-­გა­თა­მა­შე­ბა მო­აწ­ყო
საყ­დ­რი­სის სა­ბა­დოს შე­ჩე­რე­ბის გა­მო ქვე­ყა­ნას სა­ექ­ს­პორ­ტო შე­მო­სავ­ლე­ბი აკ­ლ­დე­ბა
ყველა სიახლე
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
ამინდი
გრიგოლ ორბელიანის სადღეგრძელო

12:04 02.04.2011
[გიორგი მახობეშვილი]

1883 წლის 21 მარტს (ახალი სტილით 2 აპრილს) გარდაიცვალა ცნობილი ქართველი პოეტი გრიგოლ ორბელიანი.

გრიგოლ ორბელიანი იყო ორბელ ბარათაშვილის შთამომავალი. გრიგოლის წინაპარი ყაფლან ორბელიშვილი. მამას დიმიტრი (ზურაბი) ერქვა. გრიგოლ ორბელიანის დედა, ხორეშანი ერეკლეს II-ის ასულის, ელენეს ქალიშვილი იყო. მომავალი პოეტი დაიბადა 1804 წლის 2 ოქტომბერს (ახალი სტილით 14 ოქტომბერი).

 

პატარა გრიგოლს წერა-კითხვა ასწავლა ცნობილმა მწიგნობარმა, ანჩისხატის დეკანოზმა, დიმიტრი ალექსი-მესხიშვილმა. შემდეგ გრიგოლი მშობლებმა შეიყვანეს რუსული მმართველობის მიერ დაარსებულ კეთილშობილთა სასწავლებელში. სასწავლებლის დამთავრებამდე, მომავალი პოეტი და სამხედრო, გადავიდა ახლად გახსნილ საარტილერიო სკოლაში. 1816 წელს შევიდა იუნკრად 21-ე საარტილერიო ბრიგადაში, სადაც მან 1820 წლამდე დაჰყო.

 

1822 წლიდან მონაწილეობდა ჭარელი ლეკების წინააღმდეგ ბრძოლაში. 1826-1829 წლებში იბრძოდა სპარსეთისა და თურქეთის წინააღმდეგ. თავი გამოიჩინა გენერალ სტრეკალოვის მიერ ზაქათალის აღებისას.

 

1831 წელს გაემგზავრა ნოვგოროდში სამხედრო დავალებით. 1833 წელს გრიგოლ ორბელიანი დააპატიმრეს 1832 წლის შეთქმულებაში მონაწილეობის ბრალდებით.  სამი თვის პატიმრობის შემდეგ იგი, როგორც მეშვიდე კატეგორიის „მცირე“ დამნაშავე, „კავკასიის ხაზზე“ მოქმედ ჯარში იქნა გაგზავნილი. 1833 წლის ბოლოს პოეტი გადაიყვანეს ნევის საზღვაო პოლკში, ჯერ რიგაში, მერე ვილნოში (ვილნიუსი). 1837 წელს სამშობლოში დაბრუნდა გადასახლებიდან. შემდეგ წელს შტაბს-კაპიტნის ჩინით, კვლავ ჩაირიცხა საქართველოს გრენადერთა პოლკში, ერთ-ერთი ბატალიონის უფროსად.

 

დაპატიმრებამ შეცვალა მისი დამოკიდებულება მოვლენებისადმი, ის ფრთხილი და ვითარებას შეგუებული, რეალისტი ოფიცერი გახდა. თუმცა მისი შემოქმედება მთლიანად რომანტიკულია.

 

ქართული რომანტიზმის ერთ-ერთი საფუძველი ეროვნულ ტრაგედიაში უნდა ვეძებოთ. მაშინ რომანტიზმი გავრცელებული იყო ევროპაში და საქართველოშიც მოიკიდა ფეხი. აქ კი ნაყოფიერი ნიადაგი დახვდა, ერის უბედურების გამო დაღვრილი სისხლითა და ცრემლებით გაჟღენთილი. გარდა ამისა, ქართული ბუნება რომანტიკულია თავისთავად. ქართველი სამხედროებისათვის ეს ორმაგად გამძაფრებული იყო, ისინი ხომ თავის სახელმწიფოს არ ემსახურებოდნენ. ყოველივე ამას არ შეეძლო მათ ხასიათზე არ ემოქმედა. თუმცა, თავს იმართლებდნენ რომ ქართულ საქმეს აკეთებდნენ, როცა საქართველოს ძველ მარბევართ უსწორდებოდნენ. ალბათ როგორი ჟინით და გაცეცხლებით იბრძოდა, საქართველოს დაუძინებელი მტრების წინააღმდეგ... იმიტომაც, მისი სიმამაცე ყველას ხიბლავდა.

 

"ჰე, მამულო სასურველო, ვინ გახსენოს, რომ მის გული

არ ათრთოლდეს სიხარულის აღტაცებითა აღვსილი?

ვინ გიხილოს დროსა საშიშს, არ დასთხიოს თვისი სისხლი,

არა დაკლას თავი თვისი, შენ დიდებად, ვითა მსხვერპლი!"

 

გრიგოლ ორბელიანი 1842 წელს შამილისაგან იცავდა ავარიას. სამხედრო და ორგანიზაციულმა ნიჭის გამო მალე დააწინაურეს. 1843 წელს დანიშნეს ავარიის მმართველად. არა ერთი ძალიან წარმატებული ოპერაცია განახორციელა და არა ერთი სტრატეგიული პუნქტი აიღო. ბრძოლებში გამოჩენილი სიმამაცისა და დამსახურებების გამო მრავალი ორდენით იყო დაჯილდოებული.

 

1858 წელს გადმოიყვანეს თბილისში კავკასიის მთავარმართებელ ბარიატინსკისთან. დაინიშნა მთავარმართებლის საბჭოს თავმჯდომარედ. 1860-1862 წლებში მთავარმართებლის მოვალეობას ასრულებდა. 1864 წელს მონაწილეობდა გლეხების გათავისუფლების კომიტეტში. იმ დროს რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე II-მ ყმობიდან გაათავისუფლა რუსეთის იმპერიის გლეხები, თუმცა მიწის გარეშე.

 

1866 წელს თავი დაანება სამხედრო სამსახურს. ამის შემდეგ პოეტი აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს საზოგადოებრივ და კულტურულ ცხოვრებაში (ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, პოლიტექნიკური სკოლის დაარსება, "ვეფხისტყაოსნის" ტექსტის დამდგენი კომისია და სხვა).

 

მისი პოეზიის საფუძველი პატრიოტიზმი და რომანტიკული ბუნებაა, რომელიც მის გულში სულდგმულობდა, მიუხედავად იმისა, რომ უხეში რუსული, გენერლის მუნდირი ეცვა. ქართველი რომანტიკოსების ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი დიად წარსულში და ბუნებაში, კეთილშობილ ხასიათში ხედავდა თავისი პოეტური სულის სიმშვიდისა და სიხარულის ადგილს. მიუხედავად იმისა, რომ მისი პოეზია ხშირად უიმედობას გამოხატავს, წარსულის დედება მაინც მომავლისაკენ გატყორცნილი იმედია.

ბეჭდვა  
კომენტარები:
2011-04-02 12:33:47
და სადღეგრძელო რა შუაშია ამ ძალიან მწირ ვითომ ბიოგრაფიაშI?

კოტე2011-04-02 15:22:01
გრიგოლ ორბელიანი საქარტველოს მტრების მტერი იყო. ბაგრატიონებს რომ ევარგათ, ის სხვა ამპლუაში იქნებოდა

ქართველი2011-04-02 15:25:49
ძალიან საწყალი თაობა იყო, დაიბადნენ რუსების ხელში. უნდოდათ ბრძოლა მაგრამ მოღალატეებმა გაყიდეს შეთქმულება. გამოსავალი არ ჩანდა, ამიტომ ჯავრი იყარეს ლეკებზე, თურქებზე და სპარსელებზე. არც გაემტყუნებათ.... რომ არა ლეკები, სპარსელებს კიდევ გაუძლებდით. ლეკების ქურდული შემოპარვა ანადგურებდა ქვეყანას. . . .

ფუსტი2011-04-02 16:28:49
რამდენი გრიგოლ ორბელიანი გვყავს დღესაც და ვერ ვამჩნევთ,რამდენი ტყვილად დამშვრალი თაობა,რადგინდა მახვილი რომელიც სხვა ერისთვის იხარჯება,თავის დროზე დავკარგეთ კავკასიის ერთობის იდეა და კავკასიას ვერ უშველეთ ისე გამუსლიმდა, მერე კი ურჯულოები ვეძახეთ და ქურდბაცაცად გადავაქციეთ,მერე უცხოტომელი მოვიყვანეთ მოსარჩლედ და მისი ყმად ვიქეცით,ამ უცხოტომელებმა კი დაგვყვეს და იბატონეს ჩვენზე,ეხლაც ყველაფერი მეორდება,სადღეგრძელოებს და რომანტიზმს შევალიეთ ცხოვრება უცხოელთა ჩინმენდლებს და ტაშის კვრას და დღესაც,იმას ვუკმევთ ჩვენში ვინც დენაციონალიზაციის გზებს გვთავაზობს,რათქმაუნდა დენაცოინალიზაციის მდგომარეობა იოლია აღარც ტვირთი აღარც მოვალეობა აღარც მისია მხოლოდ საკუთარი კუჭისთვის ზრუნვა,არც ტერიტორიებისთვის ზრუნვა რადგან იგი მაინც მსოფლიოს ნაწილია და რა გვენაღვლება და თუ ვიზრუნებთ თურმე ისიც იმიტომ რომ რომ მსოფლიომ დაგვნიშნოს ჩვენი ქვეყნის მართველებად და დაგვინიშნოს ჯამაგირი,აი ასეთი საწყალობლები ვართ,დასამოყვრებელს ვებრძვით და ვიმტერებთ, სამტროს კი ვიმეგობრებთ ჩვენი გაძლიერება კი არვის არ სურს თვით ჩვენ თანამამულელებსაც

პორშე2011-04-03 00:28:08
ფუსტი!მართალი ბრძანდებით!მაშინდელი თაობა გრიგოლ ორბელიანიდან მოყოლებული დიდი
დინიტრი ყიფიანამდე!ასეთი თაობა რომ გვყავდეს დღეს!ჩვენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფდა!
ვაგლახ!დღევანდელ დღეს რამდენი ვაი მოღალატეებით არის სავსე საწყალ საქართველოშიი?!!!

ვერ ვგეტყვი2012-10-24 19:21:43
ესაა სადღეგრძელო????

გ ი გ ა2012-10-24 19:23:00
ეს სადღეგრძეოა თუუუუ?????

პატრიოტი2013-01-28 20:11:22
ვაი, საქარტველოვ!!! არ მეგულება დგევანდელ დგეს ჩვენი წინაპრების მსგავსი მამულიშვილები!

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



ტოპ ათეული
1. ბიძინა ივანიშვილის ცოლი, საკუთარ დას არ ელაპარაკება
2. არ მიირთვათ ეს! აკრძალული პროდუქტების სია
3. მეუღლეთა ურთიერთშეთავსება ასაკის მიხედვით (მიხეილ ცაგარელის რჩევები)
4. რატომ გააგდო ივანიშვილმა ბასა ფოცხიშვილი?
5. რა მოხდა აშშ–ში, მიხეილ სააკაშვილის ემიგრანტებთან შეხვედრისას?
6. რუსეთის მილიარდელთა ასეულში ოთხი ქართველია
7. ლეპტოპებზე გამწარებული ხალხი "კარფურში" (ვიდეო)
8. დილა და საუზმე - რისი ჭამა შეიძლება/არ შეიძლება დილაობით
9. ტურისტებმა კანიბალიზმი აღიარეს
10. ქალი, რომელმაც შვილის გადასარჩენად ოთხივე კიდურზე უარი თქვა
ბლოგები
ცუ­ნა­მი, იაპო­ნე­ლე­ბი, ქარ­თ­ვე­ლე­ბი და სო­ლი­და­რო­ბა
რეკლამა საიტზე
ტელ.: (+995 32) 2-000-247, 595 58-18-18
599 877-901, 599 877-908
 
2014-09-30
visitor 48 553
visit 69 677
page 118 406
2014-10-01
  6 745
  7 402
  12 242