როდესაც კონცერნმა Proton გაავრცელა ინფორმაცია ავტოკომპანია Lotus–ის გაყიდვასთან დაკავშირებით, ცნობილი გახდა, რომ სუპერქარ Esprit–ის წარმოება ეჭვქვეშ დადგებოდა.
რამდენიმე დღის წინ, კომპანიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ახალ მოდელებზე დაწყყებული სამუშაოები გარკვეული ხნით შეწყდება. აღნიშნული უმოქმედობის ხანა, დაახლოებით სამ თვეს გასტანს.
იმისათვის, რომ ამ სამ თვეში დაფიქსირებული ზარალის დროთა განმავლობაში ანაზღაურება მოხდეს, ავტომწარმოებელი ახალ მოდელებზე საშუალო ღირებულებას გაზრდის.