კომპანია Ford-მა ერთხელ მსგავსი პროექტი უკვე შექმნა და როგორც ჩანს, კვლავ აპირებს იმავეს გამეორებას. მესამე და მეოთხე თაობის Mustang-ები აეწყო ისეთ პლატფორმაზე, რომელიც მეტად იშვიათი სანახავია.
მეხუთე თაობის Mustang კი დაუბრუნდა ჩვეულ ფორმას და სამოციანი წლების ვიზუალური მონაცემები მიიღო. ამჯერად კი ამერიკული ავტომწარმოებელი ახალი თაობის სამი მოდელის შექმნას გეგმავს.
კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ისინი ქმნიან მეექვსე თაობის მოდელებს, სულ სამ ეგზემპლარად და შედეგი სახეზე 2014 წელს იქნება. ჩვეული რეტრო-სტილი კი ჩანაცვლებული იქნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ვიზუალური მონაცემებით. ასეთი მახასიათებელი კი მოდელს უნიკალურ ავტომობილად აქცევს. დაწვრილებითი ინფორმაცია უახლოეს მომავალში იქნება ცნობილი.