უნიქარდმა ახალი პროდუქტი შექმნა, რომელიც ყოველკვირეულ ექსკლუზიურ შეთავაზებებს გულისხმობს. აღნიშნული პროდუქტის სახელი უნიმანია გახლავთ.
უნიმანიას შეთავაზების შეძენისას მომხმარებლებს საშუალება ექნებათ სავაჭრო ცენტრებსა და მომსახურების ობიექტებში, კონკრეტულ პროდუქტებზე ან მომსახურეობებზე დიდი ფასდაკლებებით ისარგებლონ, ასევე მიიღებენ საუკეთესო შეთავაზებებს უნიქარდის კატალოგის ნივთებზე და მომსახურეობებზე. უნიმანიისგან ექსკლუზიური შეთავაზებები ყოველკვირეულად განახლებადია. აღსანიშნავია, რომ ექსკლუზიური შეთავაზებები ძალიან დაბალი ქულებიდან, მხოლოდ 5 ქულიდან დაიწყება.
„კიდევ ერთი სიახლე, უნიტურები გახლავთ, რომeლიც საგზურების ექსკლუზიურ პაკეტებს გულისხმობს. ეს არის სრული პაკეტი, რომლი მოიცავს სასტუმროს, სამჯერად კვებას და რაც მთავარია ავიაბილეთს. ეს შეთავაზებებიც საკმაოდ დაბალი ქულებიდან იწყება. უნიტურები მომხმარებლებს შიდა ტურებსაც სთავაზობს: ყვარლის ტბა, თელავი, სიღნაღი და ქუთაისი. “ - აღნიშნავს უნიქარდის დირექტორი, ბესო აბულაძე.
„ამ ორი წლის განმავლობაში მილიონზე მეტი საჩუქარი გავეცით და გადავწყვიტეთ მემილიონე საჩუქრის მფლობელი უნიტურით დაგვეჯილდოვებინა. მემილიონე საჩუქარი ჯეოსელის სასაუბრო დრო აღმოჩნდა და ამ საჩუქრის მფლობელი, ქალბატონი ნინო ლაზარია უნიტურით ეგვიპტეში დაჯილდოვდა“, - განაცხადა უნიქარდის პიარ-მენეჯერმა, ანა კოშაძემ.
აღსანიშნავია, რომ უნიქარდი მემილიონე ბარათის მფლობელსაც უმზადებს სიურპრიზს. მემილიონე ბარათის გაცემას კომპანია ივლისში ვარაუდობს.