Time–ის
მიმოხილველი, მაკლ შუმანი, ყურადღებას ამახვილებს რუსეთის ეკონომიკის თავისუბურებებზე,
რომელიც განპირობებულია ნედლეულის ექსპორტზე დამოკიდებულებით.
ნავთობზე ფასების დაწევა
თითქმის ყველასათვის კარგი ინფორმაციაა. „თუმცა, პუტინი მათ რიცხვს არ
განეკუთვნება. ეკონომიკა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის მიერაა აწყობილი, მუშაობს
არა მხოლოდ უბრალოდ ნავთობზე, არამედ ძალზე ძვირადღირებულ ნავთობზე. ამიტომაც
ნავთობზე ფასების დაცემა რუსეთისთვის ახალი პრობლემების მომასწავებელია, როგორც
ეკონომიკური მაჩვენებლის სიმყარის მაჩვენებლით, ასევე თავადც პუტინის სიმყარის
მოსაზრებითაც“, – ნათქვამია სტატიაში.
„რუსეთი შენიღბულ ნავთობის
ქვეყანაზე უფრო მეტია, – აგრძელებს ავტორი. – დაახლოებით ათი წლის წინ რუსეთის ექსპორტის
ნახევარზე ოდნავ ნაკლებს სწორედ ნავთობი და გაზი შეადგენდნენ. ბოლო წლებში მათი
წილი ორი მესამედით გაიზარდა. მთავარი კი ისაა, რომ ფედერალური ბიუჯეტის
შემოსავლის ნახევარზე მეტს სწორედ ნავთობიდან შემოსული თანხა შეადგენს“.
კვლევითი ფირმა Capital Economics–ის მონაცემებით, 2008 წელს უდეფიციტო
ბიუჯეტისათვის საჭირო იყო ერთ ბარელი ნავთობი 55 დოლარად გაეყიდათ მაშინ, როცა
დღეს ამ ეს ციფრი უკვე 120 დოლარს შეადგენს.
„ნავთობი აპოხიერებს
რუსეთის ეკონომიკას, რაც მთავრობას ხელგაშლილობის საშუალებას აძლევს მოხმარების
სფეროში. 2012 წლის პირველ კვარტალში ბიუჯეტის ხარჯვითმა ნაწილმა წლიური სასაქონლო
შემოსავლის 23,6 %–ს მიაღწია მაშინ, როცა ეს მაჩვენებელი ოთხი წლის წინ 15,2%–ს
შეადგენდა.
შესაბამისად, პუტინმა დღეს
ხელფასებზე აღებული ვალდებულება რომ შეასრულოს, აუცილებელია ნავთობი კიდევ უფრო
მაღალ ფასებში გაყიდოს, ვიდრე რამდენიმე წლის წინ. გამომდინარე იქიდან, რომ
მოსახლეობა ისედაც უკმაყოფილოა მისით, პუტინს უბრალოდ არ შეუძლია ეკონომიკის გამო
მას კიდევ უფრო სერიოზული დარტყმა მიადგეს, ან ის საშუალება დაკარგოს, რითაც მთავრობა
გარკვეულწილად ჯერ კიდევ პოპულარულობას ინსარჩუნებს“.
მიუხედავად იმისა, რომ
პუტინს მარაგში გააჩნია კრიზისული ფონდი,
რომელშიც საუკეთესო წლებში შავი დღისთვის
ნავთობდოლარები ჩაედინებოდა, „მას უკვე ის არსებული მოქნილობა არ
გააჩნია“.ამ ხაფანგიდან ერთადერთი გამოსავალია რუსეთის ნავთობზე დამოკიდებულების
შემცირება. ამისათვის კი მას უზარმაზარი
კერძო ინვესტიციები დასჭირდება, რაც საინვესტიციო კლიმასტის გაუმჯობესების გარეშე
არ მოხდება.