|
17:22 21.06.2012
commersant.ge
ახლო მომავალში ქართულ ბაზარზე ახალი კომპიუტერული მოწყობილობა MacBook Pro გამოჩნდება.
ამის შესახებ კომპანია iPhone + ის მენეჯერმა ალექსანდრე რევაზიშვილმა commersant.ge–ს განუცხადა.
აღნიშნული პროდუქტის გამოსვლის შესახებ ბოლო დღეებში მსოფლიო მედია აქტიურად წერს. კომპანია Apple–ის ინფორმაციით, განახლებული MacBook Pro 8 გ.ბაიტი ოპერატიული მეხსიერებითა და გრაფიკული პროცესორით NVIDIA GeFore GT 650 M–თაა აღჭურვილი, რომელსაც USB 3 –ის პორტების მხარდაჭერა აქვს.
ამასთან, 500–გ.ბაიტიანი 13, 3–დიუმიანი MacBook Pro–ს ფასი 1199 დოლარს შეადგენს, ხოლო 750 გ.ბაიტის მოცულობის 2199 დოლარი ღირს.
რევაზიშვილის განცხადებით, მომხმარებელს MacBook Pro–ს უახლოეს ორ კვირაში შესთავაზებენ, თუმცა რა ფასად იქნება ის წარმოდგენილი ქართულ ბაზარზე, ჯერჯერობით უცნობია.
MacBook Pro ამერიკაში 11 ივნისს გამოჩნდა, იმავე ღამეს, მის შესაძენად მაღაზიებთან რიგები დადგა.
|