სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადება 06.09.2012 საქართველოში არსებულ ღვინის მწარმოებელ კერძო კომპანიებსა და უცხო ქვეყნის მასერტიფიცირებელ ორგანოებს შორის ურთიერთობა არის მხოლოდ ამ ორი კონკრეტული სუბიექტის თანამშრომლობის საგანი. სახელმწიფო არანაირი ფორმით არ ერევა აღნიშნულ პროცესში და აცხადებს, რომ ნებისმიერი უცხო ქვეყნის მასერტიფიცირებელი ორგანოს წარმომადგენელს, ნებისმიერ დროს შეუძლია ჩამოვიდეს საქართველოში, ადგილზე გაეცნოს ქართული ღვინის მწარმოებელი კერძო კომპანიების საქმიანობას, დაესწროს ღვინის წარმოების პროცესს და შემდგომ, არსებულიდან გამომდინარე მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება.
ანაკლიაში სასტუმროში ,,Palm Beach” საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი გაიმართა 03.09.2012 სოფლის მეურნეობის სამინისტროსა ორგანიზებით 2 სექტემბერს ანაკლიაში სასტუმრო ,,Palm Beach”-ში საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი. ლატვიის, ლიტვის, პოლონეთის, თურქეთის, აზერბაიჯანის და სომხეთის დელეგაციებს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა გოროზიამ უმასპინძლა. ფორუმის მონაწილეებს საქართველოში ლატვიის ელჩი ელიტა გაველეც მიესალმა.
ვუქომაგოთ საქართველოს კალათბურთის ნაკრებს ლუდ „ქარვასთან“ ერთად 01.09.2012 2 სექტემბერს კალათბურთის მოყვარულებს საშუალება ექნებათ ერთობლივად უგულშემატკვირონ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრებისა და რუმინეთის ეროვნული ნაკრების დაპირისპირებას კაფე „დისქავერში“, „Scarlet Sails” სა და რესტორანში „ მესტუმრე“ (ძველი „მალიბუ“).
კომპანია „ნატახტარი“ ლუდი „კაიზერს“ ოფიციალურად წარადგენს 01.09.2012 ორშაბათს, 3 სექტემბერს, 11.00 საათზე კომპანია „ნატახტარის“ ქარხანაში (მის: დაბა ნატახტარი) ახალი ლიცენზირებული გერმანული ბრენდის ლუდი „კაიზერის“ ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართება. გერმანულ ალაოზე დამზადებულ და გერმანული ტექნოლოგიით წარმოებულ ლუდს მოწვეულ ჟურნალისტებსა და სტუმრებს კომპანია „ნატახტარის“ მარკეტინგის დირექტორი თორნიკე ნიკოლაიშვილი წარუდგენს. პრეზენტაციას ასევე დაესწრება კაიზერის მმართველი და ლაუსების საგვარეულოს წარმომადგენელი ჟოზეფ ლაუსი.
კახეთში რთველის საორგანიზაციო შტაბი ამოქმედდა 29.08.2012 კახეთში რთველის საორგანიზაციო შტაბი ამოქმედდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან თანამშრომლობით, კოორდინაციას გაუწევენ ყურძნის დაკრეფის და მოსავლის დაბინავება-რეალიზაციის საკითხებს.
მოგზაურობა ნეპალში 29.08.2012 ზაფხული იწურება, მაგრამ აღმოსავლეთის ქვეყნებში მოგზაურობის სეზონი სწორედ ეხლა იღებს სტარტს. ისეთ ქვეყნებში კი როგორიცაა ნეპალი, ინდოეთი, საუდის არაბეთი, შრილ-ლანკა, სამოგზაურო სეზონისთვის ყველაზე საუკეთესო პერიოდი შემოდგომიდან იწყება.
flydubai უკვე მობილურით 24.07.2012 flydubai-ს საერთაშორისო მიმართულებებითა და შეღავათიანი ტარიფებით სარგებლობა უკვე ნებისმიერი მობილურითაა შესაძლებელი
რუსული "კომერსანტი": "ბორჯომისგან" განსხვავებით, ქართულ ღვინოს რუსეთში არავინ ელოდება 16.07.2012 6 წლის წინ, ქართული ღვინისა და მინერალური წყლებისთვის ბაზრის დახურვისას, რუსეთში იმედი ჰქონდათ, რომ საქართველოს ეკონომიკის მთავარ დარგებს დარტყმას მიაყენებდნენ. თუმცა სრულიად საპირისპირო რამ მოხდა: ემბარგომ ამ დარგებს მძლავრი სტიმული მისცა გასაღების ახალი მიმართულებების ძებნისთვის და შედეგად ისინი სერიოზულად გააძლიერა. ამის შესახებ რუსული გამოცემა „კომერსანტი“ წერს.