მთავარი | სიახლეები | ბიზნეს პრესა (BP.GE) | English | არჩევნები | პოლიტიკა | საზოგადოება | გმირები | კრიმინალი | დიასპორა | მედიცინა | სამხედრო | სპორტი | ხელოვნება | ლიტერატურა | ყვითელი | | ავტომარიაჟი | ბლოგები | ვიდეო | აფიშა | განრიგი | გურმანი | ვაკანსია 

გო­გო­ნე­ბის წინ­და­ცე­თა - ტრა­გე­დი­ა, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ომ დღემ­დე ვერ სძლი­ა...
ღა­რი­ბაშ­ვი­ლი სი­მამ­რის და­ნა­შა­უ­ლებს სხვა პი­რებს აბ­რა­ლებს
რო­გორ მი­ი­სა­კუთ­რა ივა­ნიშ­ვილ­მა „პრე­ზი­დენ­ტის და­ჩა“?
პრო­კუ­რა­ტუ­რას­ტან პატ­რუ­ლია მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი­-აქ­ცი­ე­ბის სე­რია გრძელ­დე­ბა
ყველა სიახლე
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
ამინდი
  თბილისი12°-22°
  ქუთაისი15°-27°
  ბათუმი14°-23°
საზარელი სპეცოპერაცია: ჩრდილოეთ კავკასიაში, მებრძოლების ცოლებს ხოცავენ

"შავი ქვრივები"
17:53 27.07.2012
[ნინო ხუნდაძე]

მახაჩკალაში უკვე ქალებს ხოცავენ. რუსეთის ანტიტერორისტულმა კომიტეტმა სპეცოპერაცია ჩაატარა, რომლის მიზანიც, ოფიციალური ინფორმაციის თანახმად,  მებრძოლთა ცოლების აყვანა იყო, თუმცა, საბოლოო ჯამში, შტურმის შედეგად ქალები ამოხოცეს.

რუსეთის „ფსბ“-სა და ადგილობრივი შსს-ს თანამშრომლებმა, სახლს, სადაც ქვრივები ეგულებოდათ, ალყა შემოარტყეს. სპეცოპერაცია ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო, რომლის თანახმადაც სახლში იმყოფებოდნენ უკანონო შეიარაღებული ფორმირებების წევრები, მათ შორის ქალები, რომლებსაც თვითმკვლელ-ტერორისტებად ამზადებდნენ.

სამართალდამცველთა მოთხოვნას - გამოსულიყვნენ სახლიდან და ჩაბარებოდნენ, არც ქალები და არც მამაკაცები არ დაემორჩილნენ და როგორც რუსული პრესა წერს, ცეცხლი გახსნეს. იმავდროულად გაირკვა, რომ სახლში ბავშვებიც იყვნენ.
ძალოვნები თავის „უკომპრომისობას“ იმით ხსნიდნენ, რომ სახლში, სუსტი სქესის, მაგრამ „საშიში დამნაშავეები“ იყვნენ გამაგრებულები.

მაგალითად, ასახელებდნენ საზოგადოებრივი მოძრაობა „დაღესტნელი დედების“ აქტივისტს, დინარა ბუტდაევას, რომელიც „ფსბ“-ს ცნობით ცნობილი ტერორისტისა და ბანდის „ჯამაათ შარიათის“ ლიდერის რასულ მაკაშარიპოვის ქვრივია. თავად მაკაშარიპოვი 2005 წელს გაანადგურეს. დინარა ბუდტაევას ძმაც მახაჩკალელი მებრძოლების ლიდერი აღმოჩნდა, რომელიც 2008 წლის სპეცოპერაციისას მოკლეს.

ბლოკირებულ სახლში დინარას გარდა კიდევ ერთი ქალი ზაგრა კაზინაგონედოვაც იმყოფებოდა, რომლის ქმარიც 2009 წელს ორ თანამებრძოლთან ერთად მანქანაში აფეთქდა, რადგან მოქმედებაში მოვიდა ბომბი, რომელიც მათ გადაჰქონდათ.

ეს ყოველივე რუსეთის „ფსბ“-ს ვერსიებია. უფლებადამცველები და თავად დაღუპულთა ახლობლები კი ამბობენ, რომ რასულ მაკაშარიპოვიცა და ზაგრას მეუღლეც ძალოვნების განუკითხაობის მსხვერპლნი გახდნენ და ისე დახოცეს, რომ მათი „დანაშაულების“ შესახებ არც გამოძიება ჩაუტარებიათ და არც სასამართლო.

„ფსბ“-ში, სადაც დარწმუნებულები იყვნენ, რომ ალყაში მოქცეული ქალები თავის ქმრებზე არანაკლებად საშიშები იყვნენ, ამტკიცებენ იმასაც, რომ დინარა და ზაგრა თანამოაზრეების მოძიებასა და ქალების „დავერბოვკებაში“ მონაწილეობდნენ, რათა შემდეგ, მათგან თვითმკვლელი-ტერორისტები გაეწრთვნათ.

„შავი ქვრივების“ მიმართ ჩატარებული სპეცოპერაცია არაფრით იყო გამორჩეული. რუსმა და დაღესტნელმა ძალოვნებმა ტრადიუციული სქემით იმოქმედეს: ალყა, შტურმი და გვამები...

ზაგრა კაზიმაგომედოვასთან და დინარა ბუტდაევასთან ერთად კი სპეცრაზმმა მოკლა სახლის პატრონი ქალიც - საიდატ იუსუპოვა. ლიკვიდირებულია კიდევ ორი მამაკაცი, რომელთა ვინაობაც ჯერ დადგენილი არ არის.

ესეც ჩრდილოკავკასიაში ჩატარებული შტურმების ტრადიციაა: ძალოვნები ჯერ აცხადებენ, რომ სპეცოპერაციას საშიში დამნაშავების წინააღმდეგ ატარებენ, დახოცილთა ვინაობას კი შემდეგ არკვევენ.

ბეჭდვა  
კომენტარები:
5552012-07-30 10:54:37
ქართველებს უარეს გვიზამენ, როგორც ერს, ნელნელა ამოგხოცავენ. უტვინო "ქართული ოცნება" და მისი მომხრეები, საქართველოს რუსეთისკენ ექაჩებიან. თვითონ ლიდერები კი ყველანი საზღვარგარეთ ცხოვრობენ ან ემზადებიან საცხოვრებლად,ოღონდ; რუსეთში არა. თვითონ გამდიდრდებიან ქართველი ხალხის ხარჯზე და მერე ჰერი ჰერი; ზოგი საფრანგეთში, ზოგი ამერიკაში და ზოგიერთები მათთვის სასურველ ქვეყნებში, ვიმეორებ ოღონდ რუსეთში არა, არავის უნდა კრიმინალურ ქვეყანაში ცხოვრება.

მე2012-08-01 05:02:16
ღრუსეთი-ბოროტების იმპერია!!! რამდენად სულელი უნდა იყოს ადამიანი,რომ რუსეთთან კეთილმეზობლოგის ილუზია გქონდეს...

კატრინკატია2012-10-01 09:57:49
ესეტი მოგცევა უნდა ოცნების კალებს ზუსტად,არ გაიხარებტ ოცნებისტებო

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



ტოპ ათეული
1. რუსთავში, რამდენიმე საათის წინ, შვილმა მშობლები დახოცა
2. სკანდალური ფოტო-მასალა ახალაიას სასამართლოზე
3. საქართველოს ყველა რეგიონში მასობრივი საპროტესტო აქციები იწყება
4. გაუხმაურებელი სკანდალი და საკადრო წმენდა შსს-ში - ვინ შეცვლის ღარიბაშვილს?
5. „ტაბურეტკიანი მამაოს“ აღსარება
6. „ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე უარს ამბობს“
7. მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესის დაწყებამდე ინციდენტი მოხდა (ვიდეო)
8. ნაციონალური მოძრაობა საგანგებო რეჟიმზე გადადის: აქცია და სპეც-განცხადება
9. პოლიციამ გურჯაანელთა მიტინგი ძალის გამოყენებით დაშალა
10. პოლიციის გენერალი ვანო მერაბიშვილის შესახებ...
ბლოგები
ლა­ზა­რეს შა­ბა­თი - ქე­ბაჲ და დი­დე­ბაჲ ქარ­თუ­ლი­სა ენი­საჲ
რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901, 599 877-908
555 728-962