რეკლამა Presa.ge-ზე,
სპეციალური ფასები: 599 877 900

მთავარი | სიახლეები | ბიზნეს პრესა (BP.GE) | English | არჩევნები | პოლიტიკა | საზოგადოება | გმირები | კრიმინალი | დიასპორა | მედიცინა | სამხედრო | სპორტი | ხელოვნება | ლიტერატურა | ყვითელი | | ავტომარიაჟი | ბლოგები | ვიდეო | აფიშა | განრიგი | გურმანი | ვაკანსია 

ქრის­ტე აღ­ს­დ­გა ! გი­ლო­ცავთ აღ­დ­გო­მის ბრწყინ­ვა­ლე დღე­სას­წა­ულს
და­ვით ნარ­მა­ნია აფ­ხა­ზე­თი­დან დევ­ნი­ლებს შეხ­ვ­და
თბი­ლის­ში სა­საფ­ლა­ო­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით უფა­სო ტრან­ს­პორ­ტი და­ი­ნიშ­ნე­ბა
და­ვით ნარ­მა­ნია ხან­დაზ­მულ­თა პან­სი­ო­ნატს ეწ­ვია და იქ არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებს გა­ეც­ნო
ყველა სიახლე
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234
ამინდი
  თბილისი15°-26°
  ქუთაისი14°-26°
  ბათუმი11°-19°
როგორ მოპარა ,,აჭარაბეთის’’ მომხმარებლებს ათასობით ლარი ჰაკერმა

13:18 27.09.2011
[სოფო ედიბერიძე]

საქართველოში ე.წ. ჰაკერები მომრავლდნენ. ბოლო პერიოდში ბანკები ხშირად აფრთხილებენ მომხმარებელს შეცვალონ ინტერნეტ გვერდისთვის დადებული პაროლები. ვინაიდან ინტერნეტ სივრციდან ფულის მოპარვა გახშირდა. თუმცა საქართველოში ასეთი დანაშაულები გაუხსნელი არ რჩება. თბილისის საქალაქო სასამართლომ, სწორედ ასეთი საქმის განხილვა დაასრულა, ოღონდ ამჯერად დამნაშავე ,,აჭარაბეთის’’ ონლაინ თამაშებით მოგებულ თანხებს იპარავდა.  

1983 წელს დაბადებულ ივანე ხუციანიძეს ბრალი ედებოდა მასში, რომ მან ჩაიდინა კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, მანვე ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

საქმის მასალების მიხედვით, ივანე ხუციანიძე დარეგისტრირებული იყო ინტერნეტ საიტ ,,აჭარაბეთი”-ის ონლაინ თამაშებზე. მან პერსონალური და სამსახურებრივი კომპიუტერის გამოყენებით, განიზრახა ამავე გვერდზე დარეგისტრირებულ სხვა მომხმარებელთა კომპიუტრულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, რის შემდეგაც ის მოახდენდა პაროლის ,,გატეხვას” და მათ პირად ანგარიშებზე არსებული ფულადი თანხების მართლსაწინააღმდეგო დაუფლებას.

განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ბრალდებულმა 2011 წლის მაისისა და ივნისის თვეში, სხადასხვა დროს, უკანონოდ შეაღწია აღნიშნული ვებ-გვერდის თერთმეტი მომხმარებლის პირად ვებ-გვერდზე, სადაც გვერდის მფლობელების პაროლის ,,გატეხვის” შემდეგ მათ ანგარიშზე არსებული თანხა, საკუთარ სახელფასო ანგარიშზე გადარიცხა. ხუციანიძე ფარულად, კომპიუტერულ სისტემეში, არაერთგზის, უნაბართვო შეღწევით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა 3 921 ლარს.

საქმის არსებითი განხილვისას Bივანე ხუციანიძემ ჩადენილი დანაშაული აღიარა, ასევე სრულად აანაზღაურა დაზარალებულთათვის მიყენებული მატერიალური ზიანი, გარდა აღიარებისა  წარდგენილი ბრალდება დადასტურებული იქნა სს საქმეში არსებულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით. აღნიშულის გათვალისწინებით ბრალდებულთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ  დაამტკიცა მხარეებს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება და ივანე ხუციანიძეს დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელთა მთლიანი შეკრების პრინციპის გამოყენებით, 4 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, საიდანაც მსჯავრდებული 1 წელს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 3 წელი ჩაეთვალა პირობითად 4  წლის გამოსაცდელი ვადით, ასევე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით.

ბეჭდვა  
კომენტარები:
2011-09-28 16:07:56
რახან გატეხა საიტი ესე იგი მაგრად ესმის ტექნიკა. ასე რომ მისი სხვაგან გამოყენება შეიძლება. ციხეში დაიღუპება , სჯობს მისი შესაძლებლობები გამოიყენო. და თავდაცვის სფეროში ამუშაო.

2011-09-28 19:06:33
ეგ კი არ არის მაგარი ჰაკერი, დაცვის სისტემა არის სუსტი. აბა სცადოს და რომელიმე მსხვილი კომპანიის საიტი გატეხოს

მე2011-09-30 00:28:05
ჰაკერი კი არა ბატია თავის ანგარიშზე რო ჩაირიცხა... ))))))

2011-10-02 01:01:17
სანამ ამერიკის პრეზიდენტი არ გამოვა და არ იტყვის, , მართლაც ასეაო , არაფერი არ მჯერავს,

2011-10-02 20:54:05
ვისაც ეს თანხები მოპარა ის ხალხია ცოდო ისე ამ ბოლოს თუ ვინმემ შეამჩნიეთ მიდიხარ ტოტალიზატორში
გინდა დადო ფსონი ერტ თამაშზე მაგალიტად 100 ლარი ბარსაზე, მანჩესტერზე ჩელსიზე... და გსურს სადგაც
მოიგო 20-5- ლარამდე მატ მეტი კუში არ აქვტ მიტუმეტეს თუ სახლში ტამაშობენ, მიხვალ სალაროსტან აწვდი 100 ლარს
მოლარე გოგონა გეუბნება იმაზე ნაკლებ კუშს რაც ცხრილში აქვს მაგ. ჩელსის მოგება ცხრილში აქვთ 1,55 სალაროში ამ დროს
1,4 გეუბნებიან თანაც მოლარე ვიღაცას ურეკავს და გეუბნება შემდეგ რომ ამ ტამაშზე ვერ მიიგებს ფსონს ვერც ამ დაბალ კუშზე
რომ შეეკამათები გამოგივარდება ვიგაცა და გეუბნება ჩემია ტოტალიზატორი და მინდა მივიღებ მინდა არაო.თუ არ იღებს ცხრილში
რატომააქვს ან გეუბნება კიდევ მიაბი რამე ერტი ან ორი თამაშიო ესეიგი ფული მაჩუქეო ამას იძახის რადგან როცა 2 ტამაში
წერია ბილეტში 1 ვარიანტია მოტამაშის 8 ტოტალიზატორის 3 ტამაშის შემტხვევაში 1 მოტამაშის 26 ტოტალიზატორის
აბ დაწერე ეს ტამაში 1 ლარიან ბილეტშიო ესეიგი 20-50 ტეტრი მოვიგო ტუ ბევრს გადავაბავ უკვე ჭაგებული ვარ
ამ მამაცხონებულებს თუ წაგების ეშინიათ რაგას ხსნიან ტოტალიზატორს სხვა ბიზნესიტ დაკავდნონ. მაგრამ აქ მუკტაზე უბდატ ხალხის ყვლეფა
ისე ასეტ ტოტალიზატორებს რომლებიც ფსონებს არ იგებენ ზოგი 50 ლარსაც კი და ტუ მიიგო კუშს ანახევრებს ლიცენზიები უნდა ჩამოარტვა
თუ ასეტი დარცმუნებულები არიან რომ ეს კონკრეტული ტამაში ასე დამტავრდება რაგატ უნდატ ტოტალიზატორი ტვიტონ იტამაშონ
ლიცენზიები უნდა ჩამოარტვან ასეტებს და საერტოდაც ტუ დახურავენ ძალიანაც კარგი იკნება.. აგერ ბატუმში ქალაქიდანაც გააძევა იკაურმა მტავრობამ და ზალიანაც კარგი

2011-10-02 21:08:21
აგერ დგეს ტვენტეს 1,12 კუში გატყდა ბევრ ტოტალიზატორში ამ ტამაშზე არ მიიგებდნეე 100 ლარს
დასახურია ასეთი ტოტალიზატორები იკნებ ვისაც ეს ავალია რამე მექანიზმი აამუშაოს და აკონტროლოს შევიდნონ და სასინჯატ
დაუდონ შემდეგ ტურში ბარსაზე 100-და მეტი ნურას უკაცრავად არ მიიგებენ ხოდა რომ არ მიიგებენ ფსონს მათი ლიცენზიაც უნდა
ჩამოერტვას და დაჯარიმდნენ ხალხის ყვლეფისთვის . პირდაპირ ვერ გეუბნებიან ტორემ რაც მეტი 1-ლარიანი
ბილეტი შედიტ ის უხარიატ და რაც მეტი ტამაში ცერია შიგნით. გააუკმეტ ბატონებო ასეტები თუცხრილში აქვთ 1,55 მაშინ
ბილეტშიც 1,55 უნდა დამიბეჭდონ გეუბნებიან ახალი შეცვლილიაო მაშინ კეტილი ინებონ და ყველა ცვლილება დროზე გამოაკრან
და ეს გამოცვლილი კოეფიციენტი იყოს სტენდზეც და ხალხი ნუ შეყავთ შეცდომაში და ნუ ატყუებენ ეს აფერისტობას გავს. დაბალს ვერ გამოაკრავენ
რადგა აგარავინ შევა იქ და წავლენ სადაც მეტია კოეფიციენტი ასე იტყუებენ ხალხს. რამენაირად უნდა გაკონტროლდნენ ასეტები
ან საერტოდ დაიხურონ... არ დაბეჭდავს იმ კოეფიციენტზე რას ცხრილშია და დააჯარიმეთ ისე რომ მეორედ ასე ხალხის მოტყუება ვეგარ გაბედონ გაბედავს და გააუქმეთ

ლაშა2011-10-23 22:24:17
არ მევასება ეგეტი ხალხი

2011-10-23 23:28:18
ცუდი შემნახველი ქურდზე უარესია,რა უნდა აჭარაბეთის ანგარიშზე ფულს?მოგებული მანდ არავინაა,ხალხს ძარცვავენ,ხოდა ამანაც გადძარცა რა

მობი2011-10-23 23:34:13
მევასება ჰაკერები:))

გიორგი2011-10-27 03:59:22
მე სექტემბერში გამიტეხეს აჭარაბეთი (160 ლარი მომიხსნეს და აქაუნთზე პაროლი შემიცვალეს), გამოძიებისთვის პოლიციას მივმართე, საქმე ისევ გახსნილია, გუშინ ევროპაბეთი გამიტეხეს (140 ლარი მომიხსნეს), ისევ პოლიციაშია საქმე, რეაქცია არანაირი. ერთი იპის გაგება ამ პოლიციისთვის რაღა გახდა ვერ გავიგე

ფასკუნჯი2012-01-04 16:44:08
ძაან მარტივად ტყდებოდა გაზაფხულზე აჭარა მეც გამითეხავს მარა 5000 ლარის გამო ტვალეტს არ გავხეხავდი პრინციპის ამბავი იყო და გავტეხე დამიჭირეთ თU გინდათ მარა ეგ ჩვენი ბრალი არაა 12-13 წლის ბავშვები ვიცი ვინც მაგ აქაუნთებს ტეხავდა და გაქონდათ კიდევაც ისე გაქონდათ რო ვერც ვერსდროს დაუმტკიცს ვერავინ თU არ აგიარებენ და ეს სტატია ვიგაც ჩობანზეა დაწეილი თავის ანგარიშზე რო ირიცხავდა რა ეგონა ალბათ თუ 3000 ატ უნდა მოხეულიყო ? :D ადჯარა დგეს ძალიან დაცულია და ვეგარავინ გატეხავს მარა არი კიდე სუსტი წერტილები ბევრი ქართული ინტერნეტ სივრცეში :)

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



ტოპ ათეული
1. წონაში დაკლება კოსმიური სისწრაფით - მინუს 20 კგ თვეში
2. ყველაზე დიდი პენისის მქონე მამაკაცი მსოფლიოში (+ფოტო)
3. ერთკვირიანი დიეტა ენდოკრინოლოგის რჩევით
4. ტესტი: რას ხედავთ სურათზე?
5. უნიკალური გამაჯანსაღებელი რეცეპტი – დაბლა სწევს შაქარს, წმენდს ნაწლავებს, აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას...
6. ნატომ რუსეთის საპასუხო ღონისძიებათა პაკეტი მიიღო: ხმელეთზე, ჰაერსა და ზღვაზე
7. "ცუდი ამბავია, ხალხო, წაიკითხეთ"...
8. ანჩო დოლიძემ "ფეისბუქზე" სკანდალური სტატუსი გამოაქვეყნა
9. როგორი რძლები არიან ზოდიაქოს ნიშნის ქალები? - cacao.ge
10. აზერბაიჯანში საქართველოს მოქალაქეები - ძმები როსიაშვილები მოკლეს
ბლოგები
რო­გორ აღ­მოგ­ვა­ჩი­ნა ევ­რო­პამ (ნა­წი­ლი მერ­ვე – დას­კ­ვ­ნა, “ნა­პი­რე­ბი”)
რეკლამა საიტზე
ტელ.: (+995 32) 2-000-247, 595 58-18-18
599 877-901, 599 877-908
 
2014-04-19
visitor 28 875
visit 36 037
page 59 933
2014-04-20
  256
  257
  357