მთავარი | სიახლეები | ბიზნეს პრესა (BP.GE) | English | არჩევნები | პოლიტიკა | საზოგადოება | გმირები | კრიმინალი | დიასპორა | მედიცინა | სამხედრო | სპორტი | ხელოვნება | ლიტერატურა | ყვითელი | | ავტომარიაჟი | ბლოგები | ვიდეო | აფიშა | განრიგი | გურმანი | ვაკანსია 

ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვი­ლი ე.წ. მატ­რო­სო­ვის ცი­ხე­ში გა­და­იყ­ვა­ნეს
„ა­დან­და­ლი დან­და­ლი (გეი პე­დო­ფი­ლი­ა)­“­-­პო­პუ­ლა­რუ­ლი ვი­დეო YOUTUBE-ზე
ვის ინ­ტე­რე­სებ­შია უკ­რა­ი­ნუ­ლი სცე­ნა­რი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში?
თა­კო სა­ლა­ყაია ამა­ღამ თბი­ლის­ში ბრუნ­დე­ბა
ყველა სიახლე
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
ამინდი
  თბილისი15°-28°
  ქუთაისი20°-33°
  ბათუმი21°-28°
მრგვალ ბაღთან მომხდარი ქუჩური გარჩევის სასამართლო დასასრული

13:59 12.10.2011
[სოფო ედიბერიძე]

თბილისის სააპელაციო სასამართლოში ბექა ნიგურიანის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. გახსოვთ ალბათ, თბილისის ცენტრში, მრგვალ ბაღთან მომხდარი ქუჩური გარჩევა. მაშინ დაახლოებით 15 ახალგაზრდას შორის მომხდარი შელაპარაკება 18 წლის ბექა სუხიაშვილის დაჭრით დასრულდა. იგი გულმკერდის არეში უმძიმესი დაზიანებებით,  სასაწრაფო დახმარების ავტომაქანით, მეცხრე საავადმყოფოში გადაიყვანეს. სუხიაშვილს დანით ფილტვი და აორტა ჰქონდა დაზიანებული, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა მოახერხეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი ისე დასრულდა, რომ ბექა ნიგურიანი მიმალვაში იმყოფებოდა. მისი დაკავების შემდეგ პროცესმა სააპელაციო სასამართლოში გადაინაცვლა. საქმის განხილვა გუშინ გაიმართა. ეს ის შემთხვევაა, როდესაც დაზარალებულიც და ბრალდებულიც საპროცესო შეთანხმების მომხრეა. დაზარალებულის ადვოკატმა, ნინო ტაბატაძემ, ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ დაზარალებული საპროცესო შეთანხმების მომხრეა და ბრალდებულის მხარე, ამასთან დაკავშირებით, პროკურატურასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. პროცესზე ადვოკატთან ერთად, მხოლოდ ბექა სუხიშვილის დედა გამოცხადა. ის ამბობს, რომ მისი შვილი ნიგურიანს არ იცნობდა, ინციდენტი მათ შორის შელაპარაკებას მოჰყვა. რადგან მისი შვილი ცოცხალი გადარჩა, ბრალდებულის საპროცესო შეთანხმებას არც ის ეწინააღმდეგება. რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო ჯერ–ჯერობით უცნობია. ბექა ნიგურიანის დანაშაული სსკ–ის 19, 108–ე მუხლით, 239–ე მუხლის მე–2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, მე–3 ნაწილითა და 238–ე მუხლის პირველი ნაწილითაა დაკვალიფიცირებული. შემდგომი პროცესი, რომელზეც სასამართლო სავარაუდოდ გადაწყვეტილებას გამოიტანს, 18 ოქტომბერს გაიმართება.

ბეჭდვა  
კომენტარები:
ეგზეკუტორი2011-10-18 09:30:14
რა დაუჯდათ?

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



ტოპ ათეული
1. საქართველოს ყველა რეგიონში მასობრივი საპროტესტო აქციები იწყება
2. „ტაბურეტკიანი მამაოს“ აღსარება
3. ნაციონალური მოძრაობა საგანგებო რეჟიმზე გადადის: აქცია და სპეც-განცხადება
4. პოლიციამ გურჯაანელთა მიტინგი ძალის გამოყენებით დაშალა
5. მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესის დაწყებამდე ინციდენტი მოხდა (ვიდეო)
6. ვანო მერაბიშვილი დააკავეს
7. პოლიციის გენერალი ვანო მერაბიშვილის შესახებ...
8. "პოლიცია გვიშველე" - რა ხდებოდა 17 მაისს ყვითელ ავტობუსში (ვიდეო)
9. ჟურნალისტი პოლიციას: რატომ არ მოქმედებთ? პასუხი: ბრძანება არ გვაქვს
10. ივანიშვილის ხელისუფლებამ დაღესტნელი მოჯაჰედი რუსეთს მიჰყიდა?
ბლოგები
ლი­ბე­რა­ლე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში
რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901, 599 877-908
555 728-962