რეკლამა Presa.ge-ზე,
სპეციალური ფასები: 599 877 900
23 ოქ­ტომ­ბ­რის ას­ტ­რო­ლო­გი­უ­რი პროგ­ნო­ზი
“ნაღ­მი”-ს მთა­ვა­რი რო­ლის შემ­ს­რუ­ლე­ბე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დაც­ვას­თან ერ­თად.
აშშ სა­ელ­ჩო თბი­ლის­ში და სა­ქარ­თ­ვე­ლოს ბან­კი ფულ­ბ­რა­ი­ტის სა­მა­გის­ტ­რო პროგ­რა­მის თა­ნა­და­ფი­ნან­სე­ბის შე­სა­ხებ აც­ხა­დე­ბენ
აშშ სა­ელ­ჩო თბი­ლის­ში და სა­ქარ­თ­ვე­ლოს ბან­კი ფულ­ბ­რა­ი­ტის სა­მა­გის­ტ­რო პროგ­რა­მის თა­ნა­და­ფი­ნან­სე­ბის შე­სა­ხებ აც­ხა­დე­ბენ
ყველა სიახლე
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
ამინდი
ნინო კოტრიკაძე – გერმანიაში ცნობილი ქართველი პიანისტი, რომელსაც თბილისი სათანადოდ არ იცნობს

22:33 23.02.2012
[ნინო კოჭლამაზაშვილი]

„პრესა.ჯი“-ს სტუმარია გერმანიაში მოღვაწე 25 წლის ქართველი პიანისტი, რომელსაც ევროპაში კარგად იცნობენ, სამშობლოში კი, სამწუხაროდ, მასზე ბევრს არაფერი სმენია... გადავწყვიტეთ ჩვენი მკითხველისათვის გაგვეცნო საზღვარგარეთ მოღვაწე და წარმატებული ქართველი მუსიკოსი ნინო კოტრიკაძე:

– რას გვეტყვით თქვენი, როგორც პიანისტის პირველი ნაბიჯების შესახებ?

– 6 წლის ასაკიდან, თბილისის ე.წ. „ნიჭიერთა ათწლედში“ ვიღებდი გაკვეთილებს ლალი რჩეულიშვილთან. ცოტა მოგვიანებით, დაახლოებით 9–10 წლიდან, პარალელურად, მისი მეუღლისგან, პროფესორ რევაზ თავაძისგან, რომელიც დღეს კონსერვატორიაში მართლაც ერთ–ერთი გამორჩეული ფიგურაა. ათწლედის დამთავრების შემდეგ, კონსერვატორიაში ვსწავლობდი მის კლასში.

– ფორტეპიანოზე დაკვრის სწავლის სურვილი თავად გქონდა? უმეტესწილად, მშობლებს იძულებით შეჰყავთ ხოლმე ბავშვები სამუსიკო სკოლებში...

– სურვილი, რა თქმა უნდა იყო. როგორც მახსოვს, ყოველთვის სიამოვნებით ვმეცადინეობდი, არავინ მაძალებდა, არც მახსოვს როგორ დავიწყე. დედა მუსიკოსია, ბებიაც. მახსოვს, ძალიან პატარა ვიყავი და სმენით ვუკრავდი ნაცნობ მელოდიებს. შემდეგ, ცოტა მოგვიანებით, მახსოვს დედამ პირველად დამიკრა ბეთხოვენის პათეტიკური სონატის პირველი ნაწილი. იმდენად რთული მომეჩვენა და ამავდროულად იმდენად ლამაზი, გული დამწყდა მაშინ, რადგან არ შემეძლო მისი შესრულება. შემდეგ დაიწყო და დაიწყო. ყოველი კონცერტი მახსოვს, პატარა დღესასწაულივით იყო ჩემთვის. ბავშვებს უხაროდათ დაბადების დღეები, ახალი წელი, მე ასეთი სიხარულით მიხაროდა კონცერტები, განსაკუთრებით ორკესტრთან ერთად.

– ანუ ესაა შენი ჰობიც და პროფესიაც, სხვა რა გიტაცებდა?

– ჰობი და პროფესია რამ გაყო? მუსიკა იყო და არის ის, რაც ყოველთვის ყველაზე დიდ სიამოვნებას და სიხარულს მანიჭებდა.

– ბავშვობაში მტკიცედ გქონდა გადაწყვეტილი პიანისტობა? ხომ არ გინდოდა მაგალითად ექიმობა ან რაიმე სხვა?

– არა ექიმობა არ მინდოდა არც სხვა რამ... მახსოვს სკოლაში 8–9 წლის ვიყავი მასწავლებელი ყველას ეკითხებოდა, რა უნდოდათ გამოსულიყვნენ. ეგ მომენტი გამახსენდა ახლა. ყველა დგებოდა და ამბობდა ექიმი, მასწავლებელი, იურისტი, ეკონომისტი, ბანკის მმართველი, პრეზიდენტი. მე მახსოვს მაშინ ვერაფერი ვერ ვთქვი, იმიტომ რომ არასდროს არაფერი მქონია გადაწყვეტილი, უბრალოდ ვიცოდი, რომ მინდოდა დამეკრა, თან სულ.

– გერმანიაში როგორ აღმოჩნდი?

– კონსერვატორიის ბოლო წელს ორი მოწვევა მივიღე: ერთი კანადიდან, მონრეალის McGill–ის უნივერსიტეტის პროფესორ რიჩარდ რეიმონდისგან, რომელიც კანადაში ერთერთ წარმატებულ პიანისტად ითვლება; და მეორე გერმანიიდან, ბატონი რეზო კიკნაძის რეკომენდაციით, პროფესორ კორნად ელსერისგან, რომელიც ბუზონის კონკურსის გამარჯვებულია და მარტა არგერიხის დუო პარტნიორი იყო წლების განმავლობაში.

მოხდა ისე, რომ მივიღე გერმანიის DAAD სტიპენდია, რაც იმას ნიშნავდა, რომ ორი წლის განმავლობაში აქ, გერმანიაში ყველანაირი ფინანსური პრობლემების გარეშე შემეძლო წამოსვლა. 2008 წლის ზაფხული იყო. 2008–დან 2010 წლამდე ვიყავი კონრად ელსტერთან Musikhochschule Lübeck-ში, (2010–ში ჰამბურგის Hochschule–ში). 2010–ის ოქტომბრიდან დღემდე ევგენი კოროლიოვთან Hochschule für Musik und Theater-ში ჰამბურგში. ჯერ არ დამიმთავრებია სწავლა.

– სწავლას როდის ამთავრებ და რა გეგმები გაქვს მერე?

– სწავლა, აქ ჩემს შემთხვევაში, ძალიან პირობითია, ანუ არაა აუცილებელი ყოველდღე Hochschule–ში ყოფნა და ა.შ. სწავლის პარალელურად მაქვს კონცერტები, მასტერკლასები, კონკურსები, ფესტივალები. მაგალითად, წინა წელს მქონდა კონცერტები არა მარტო გერმანიაში, არამედ რუმინეთში, უნგრეთში, ბუდაპეშტში, კოპენჰაგენში და ოქტომბერში იტალიაში.

2010 წელს ვიყავი ერთადერთი ქართველი, რომელიც მიიწვიეს დედოფალ ელისაბედის კონკურსზე, ბრიუსელში, ეს არის მსოფლიოში თუ არა, ევროპაში ყველაზე პრესტიჟული კონკურსი, სამწუხაროდ ავადმყოფობის გამო ვერ გავემგზავრე... გასულ წელს  Steinways&Son's-ის საერთაშორისო კონკურსზე გავიმარჯვე, პირველი პრემიით. მაქვს ყოველდღიური ურთიერთობა ისეთ მუსიკოსებთან, როგორებიც არიან Engeniy Korolevi, Anna Vinnitskaya, Lilia Zilbersteini, Elisabeth Leonskaja, რომელთანაც ერთად გასულ წელს ვიყავი Mallorca–ზე შოპენის ფესტივალზე.

ლიზა ლეონსკაია, ევროპაში მოღვაწე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პიანისტია, რომელიც თბილისში დაიბადა და ძალიან უყვარს საქართველო. მისი პრემია მივიღე 15 წლის ასაკში, ჯერ კიდევ თბილისში და ეს ადამიანი დღემდე ძალიან მეხმარება, უამრავ რამეს მიკეთებს მუსიკაში. მასთან ერთად ვიყავი როგორც გითხარით, mallorca–ზე და ახლაც უნდა ვნახო ბრემენში, კვირას აქვს კონცერტი და ჩავდივარ. მას თბილისშიცა და ევროპაშიც ძალიან კარგად იცნობენ.

– გერმანიაში მარტო ხარ, თუ ოჯახის წევრებთან ერთად?

– აქ მარტო ვარ, თუმცა მარტო არ ვარ. უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი, რომ აქ მუსიკასთან ერთად ვარ.

– საქართველოში ახლობლებთან ჩამოდიხარ, თუ კონცერტები გაქვს ხოლმე?

– პარალელურად კონცერტებიც მაქვს ხოლმე. ორი წლის წინ გოეთეს ინსტიტუტში დავუკარი. შემოდგომაზე ძალიან მინდა ჩემი პირველი დისკის პრეზენტაცია მოეწყოს, რომელიც აგვისტოში ჩავწერე და ნოემბერში გამოვიდა. ეს CD გერმანულ–ავსტრიული პროექტია, 8 პიესისაგან შემდგარი საფორტეპიანო ციკლი, რომელიც ეძღვნება ავსტრია–უნგრეთის იმპერატორ სისის.

ეს დისკი მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ მასში არის Ferenz Liszt–ის ფართო საზოგადოებისთვის უცნობი Berceuse და ვინაიდან წინა წელი მთლიანად Liszt–ის წლად იყო მიჩნეული, ამ ჩანაწერმა ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია. 17 აპრილს ჰამბურგში Mendelsohnsaal–ში მოეწყობა პირველი პრეზენტაცია. კიდევ ერთი ასეთი კონცერტი დაგეგმილია ვენაში ამ წლის სექტემბერში. ამ პროექტის ორგანიზატორია Michael Budde, რომელიც სრულიად შემთხვევით, ჩემი ერთერთი კონცერტის მერე გავიცანი, კულისებში მოვიდა, თავისი ტელეფონი დამიტოვა და დისკის ჩაწერა შემომთავაზა.

– საქართველოში ჩამოსვლას არ აპირებ?

– საქართველოში ჩამოსვლას რაც შეეხება, ჩამოვდივარ სამწუხაროდ არც თუ ისე ხშირად, დროის არქონის გამო. თუმცა, ახლა მარტის ბოლოს ვაპირებ 10 დღით.

– ჩამოსვლაში კარიერის აქ გაგრძელება ვიგულისხმე...

– თუ საბოლოოდ ჩამოსვლას გულისხმობთ, ჯერჯერობით აქ იმდენი რამეა დაგეგმილი, თბილისიდან ამ ყველაფრის გაკეთება ძალიან რთული იქნება. ამიტომ ჩემი მომდევნო რამოდენიმე წელი, ალბათ ისევ გერმანიასთან იქნება დაკავშირებული.

– საქართველოდან არ ყოფილა შემოთავაზება აქ რომ დარჩე?

– ძალიან რთული კითხვაა. საქართველოში ჯერ კიდევ არაა საკონცერტო, კლასიკურ მუსიკას ვგულისხმობ, ცხოვრება, სამწუხაროდ ისეთი აქტიური, როგორც აქ. ვიცი რომ უამრავი რამ კეთდება, რაც ძალიან მახარებს და დარწმუნებული ვარ რამდენიმე წელიწადში ძალიან თვალშისაცემი იქნება ცვლილებები პოზიტიური კუთხით.

აქ მარტო ჰამბურგში ყოველდღე უამრავი კონცერტი იმართება, თითოეულ დარბაზს აქვს წინასწარ გაწერილი გრაფიკი, პროგრამა, ასევე შემსრულებლებსა და აგენტებს. მე ოქტომბრის ბოლომდე შემიძლია გითხრათ სად, როდის და რას ვუკრავ.

– უცხო ადამიანებს, კულტურას, ტრადიციებს როგორ შეეგუე?

– არასდროს მქონია განცდა რომ ე.წ. „უცხოეთში“ ვიმყოფები. ბავშვობიდან მოყოლებული არასდროს მქონია პრობლემა უცხო ადამიანებთან ურთიერთობის, პირიქით, ეს საინტერესოა. ზოგჯერ არის მომენტები, როდესაც ერთდროულად რამდენიმე კულტურისა და ქვეყნის წარმომადგენლებთან მიწევს ურთიერთობა. საბედნიეროდ, ენის ბარიერი ამ შემთხვევაში გადალახულია, განსაკუთრებით, როდესაც საუბარი მუსიკას ეხება.

არასდროს ვყოფილვარ ნოსტალგიური, საქართველო ჩემთვის ბავშვობასთან ასოცირდება, ჩემი ბავშვობის თბილისიდან თითქმის არაფერია შემორჩენილი (რაც ბუნებრივია ძალიან მახარებს და დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია). თბილისში რომ ჩამოვდივარ, რაღაც ადგილებს ვეღარც კი ვცნობ, იმდენად შეიცვალა მთლიანობაში ქალაქი.  მაგრამ, აქ იმდენი რამ ხდება, რომ  სენტიმენტებისათვის დრო არც მრჩება.

 ვიდეო

ბეჭდვა  
კომენტარები:
2012-02-23 23:26:58
ნინოო გამარჯობა როგორ ხარ? სალამს გითვლი ლუბეკიდან. გამიხარდა ასეთი წარმატებული რომ გახდი.

2012-02-24 02:08:42
გმერტმა ხელი მოგიმარტოს ცჰემი გოგო, გმერტმა ჯანმრტელობა, ბედნიერი ცხოვრება და ულევი წარმატებები მოგცეს სჰვილო, ჯვარი გწერია, გფარავდეს უფალი

ელენე ლოლ2012-02-24 04:06:12
ვის იცნობს და ვის ცნობს თბილისი..ვაფშე...

ემიგრანტი2012-02-24 04:58:06
ელენე ლოლ რა ჩააქსოვე ან ვის წაკბინე "ვაფშე"? მიულოცე წარმატებები უნიჭიერეს ქართველ გოგონას და მორჩი "ვაფშე".......იაზვა...."ვაფშე".

გეო2012-02-24 08:31:23
წარმატებები ნამდვილად უნდა ვუსურვოთ მომავალშიც, რა თქმა უნდა! ...მაგრამ გულსატკენია, როცა სამშობლო შეცვლილი თუ შეუცვლელი ქუჩები ჰგონიათ. იმდენი არ ვართ, რომ კოსმოპოლიტიზმი ვერაფერს გვიშავებდეს.

2012-02-24 11:16:55
არა, ექიმობა არმინდოდა, არც სხვა რამ...(ჩართული წინადადება მძიმით გამოიყოფა).

ზვიადი2012-02-24 23:20:20
ამისთანა უნიჭობა გაგონილა? ვინაა ეს ნინო კოჭლამაზაშვილი - პატრონი არ ყავს? წადი, ჭირიმე და ხაჭაპურები აცხვე სახლში,ჟურნალისტიკა რა შენი საქმეა - გაგებაში არ ხარ არც წერის,ანუ გრამატიკის და მითუმეტეს - ინტერვიუს არქიტექტონიკის... მეგონა, მართლაც ნიჭიერი ქართველი გოგოს შესახებ რამეს გავიგებდი და გულდაგულ ჩავუჯექი ამ ნაცოდვილარს,მაგრამ აქედან თუ ვინმე რაიმე აზრს გამოიტანს, აფერუმ მის ვაჟკაცობას!.. ან ამ საიტს არ ყავს რედაქტორი, რომ გაუსწოროს ნაწერი,ან ვინმე კეთილისმსურველი არ გამოუჩნდა ფსევდოჟურნალისტს, რომ უთხრას - შვილო,ეგება სხვა რამ საქმისთვის მოგეკიდა ხელი, ბევრად არგებდი საკუთარ თავსაც და ოჯახსაცო?.. უნიჭობამ და უტიფრობამ წალეკა საქართველო და ,სამწუხაროდ, როგორც ვხედავ, კარგა ხანს ვერ განვთავისუფლდებით ამ სენისგან...

მოქალაქე222012-02-26 13:36:07
ზვიად მებაღეს რას კითხულობ შენ ხილი იგემე

ზღარბი2012-02-26 21:11:01
გაუმარჯოს ყველა ქართველ ხელოვანს, რომელიც ჩვენს კულტურას უცხოეთში გაიტანს და ასახელებს! ჟურნალიტს კი მორიდებით შევახსენებ, რომ "ბეთხოვენი" ბეთჰოვენია და "ავსტრიის იმპერატორი სისი" ქალი გახლდათ და იმპერატორი ვერაფრით ვერ იქნებოდა. დაწვრილმანებაში არ ჩამომართვათ, მხოლოდ მომავალში გაითვალისწინეთ. ამ ნიჭირ გოგონას კი წარმატებები!!!

ირაკლი2012-03-09 11:46:32
16 მარტს 18 საათზე გიწვევთ ირაკლი ქოიავას პრეს-კო ნფერენციაზე.იგი ისაუბრებს თავის პროექტზე ''ჩემი გრძნობები'',რომელიც განხორციელდა კავკასიის ფარგლებში (თბილისი - ერევანი - ბაქო - თბილისი) ირაკლი ქოიავა არის ეთნო ჯაზის მუსიკოსი,ფოპოზიტორი,დრამერი და პერკუსიონისტი.იგი დაიბადა 1979 წ.27 თებერვალს ქ.თბილისში.მუსიკისადმი ინტერესი ბავშვობაშივე გამოიჩინა. 2002 წ.დაიწყო პერკუსიულ ინსტრუმენტებზე დაკვრა.ირაკლი ქოიავა მონაწილეობდა მრავალ კონცერტსადა ფესტივალში ლიტვაში,ლატვიაში,უკრაინაში,სასომხეთში,აზერბაიჯანში ,საქართველოში კავკასიური სახლი მის: ქ.თბილისი,გალაკტიონის ქ. 20.

link building2014-07-18 22:34:03
TKupCQ Very good post. Keep writing.

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



ტოპ ათეული
1. გამაოგნებელი სანახაობა, რომელიც გრენლანდიაში გადაიღეს (ვიდეო)
2. გაერო: ებოლა კონტროლს აღარ ექვემდებარება - ვირუსით კვირაში 10 000 ადამიანის სიკვდილს პროგნოზირებენ
3. ნაყენი, რომელიც მთელი ზამთრის მანძილზე უნდა მიიღოთ სურდოს თავიდან ასაცილებლად
4. ”პატრული პატრული!... სვანი ვარ დედას მოგი...ავ” - ჩხუბი ვარკეთილში (ვიდეო)
5. უმშვენიერესი გოგონას მიერ შესრულებული სიმღერა, რომელიც მალე ჰიტი გახდება
6. როგორ დავიკლოთ კვირაში 3 კგ დიეტის გარეშე
7. უნიკალური რეცეპტი - გათავისუფლდით სახსრების ტკივილისგან
8. 5 ყველაზე ძვირადღირებული სახლი მსოფლიოში - სად ცხოვრებენ მილიარდერები
9. 5 წუთი და მელოტი აღარ ხართ (ვიდეო)
10. სიკვდილი, სახელად ებოლა - ემუქრება თუ არა საფრთხე საქართველოს?
ბლოგები
კა­ტე­ხიზ­მო: „მრგვა­ლი მა­გი­და – თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო“ - პარ­ტი­ა?
რეკლამა საიტზე
ტელ.: (+995 32) 2-000-247, 595 58-18-18
599 877-901, 599 877-908
 
2014-10-22
visitor 36 010
visit 46 683
page 78 187
2014-10-23
  4 211
  4 501
  7 316