აღმოჩნდა, რომ ნატალია ვოდიანოვა Stuart Weitzman–ის მიმდინარე წლის გაზაფხული–ზაფხულის კოლექციის სარეკლამო კამპანიის სახე გახდა. ფოტოგადაღების ავტორი მარიო ტესტინო გახლდთ.
მოდელი შეუდარებელ ტანისამოსში იყო გამოწყობილი, ხოლო რაც შეეხება ფეხსაცმელს, მათ წარმოსაჩენად, ვოდიანოვა თითქმის სრულიად შიშველი პოზირებდა. რა თქმა უნდა, სწორედ ამის საფუძველზე და ფოტოგრაფის პროფესიონალიზმის მეშვეობით, სარეკლამო კამპანია შეუდარებელი გამოვიდა.
აღნიშნული კოლექციის რეკლამირებისთვის კი, ბრენდი 3,5 მილიონი ამერიკული დოლარის დახარჯვას გეგმავს.