რეკლამა Presa.ge-ზე: 599 877 901
სპეციალური ფასები: 599 877 908
სარეკლამო ადგილი - 24
468 x 100
სარეკლამო ადგილი - 82
252 x 100
სარეკლამო ადგილი - 88
200 x 240
ამ გო­გო­ნამ სა­მო­დე­ლო ინ­დუს­ტ­რი­ა­ში გა­დატ­რი­ა­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა და მსოფ­ლიო აალა­პა­რა­კა
რა არის ნა­ყე­ნი ქავ­თა­სი?, რო­მელ­საც რე­კო­მენ­და­ცი­ას თა­ვად მა­ღა­ლი იერარ­ქი­ის მქო­ნე სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი უწე­ვენ...
რა არის ნა­ყე­ნი ქავ­თა­სი, რო­მე­ლიც მა­მა აკა­კი მე­ლი­ქი­ძემ აკურ­თ­ხა და რე­კო­მენ­და­ცი­ას თა­ვად სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი უწე­ვენ...
ნა­ხეთ­,­რო­გორ კეთ­დე­ბა ყვე­ლა­ზე მო­დუ­რი ფრჩხი­ლის ლა­ქი და თქვენც სცა­დეთ - “Nail Art“
ყველა სიახლე
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234
ამინდი
  თბილისი18°-29°
  ქუთაისი20°-34°
  ბათუმი23°-27°
როგორი კაბები იქნება მოდაში მიმდინარე სეზონზე?

14:42 05.03.2012
[ანანო კვაჭანტირაძე]

მიმდინარე სეზონზე განსაკუთრებული აქტუალობით სარგებლობს კაბები, რომელთა მორგებაც არა მარტო წვეულებებზე, არამედ ყოველდღიურადაც არის შესაძლებელი. აქტუალურია თავისუფალი სტილის კაბები. ამასთანავე, კარგი იქნება, თუ კაბაზე უკლავებო მოსაცმელს მოირგებთ. არანაკლებ აქტუალურია კაბები, რომლებიც ხაზს ქალის წელს უსვამენ და კვეთენ მას. თუ კაბა ამის საშუალებას არ იძლევა, მაშინ შეგიძლიათ სხვადასხვა ქამრები და სარტყელები მოირგოთ. მიმდინარე სეზონზე დიზაინერებმა აღმოსავლური ელემენტები და ქსოვილები გამოიყენეს. აქედან გამომდინარე, ასეთი სტილის კაბები საშუალებას იძლევა ერთდროულად გამოიყურებოდეთ სექსუალურადაც და შთამაგონებლადაც. განსაკუთრებით აქტიური ცხოვრების მქონე ქალბატონებს კი დიზაინერები ტრაპეციის ფორმის მქონე კაბებს სთავაზობენ.

ნაქსოვი კაბები...

2012 წლის სეზონზე განსაკუთრებით აქტუალური ნაქსოვი კაბები, მაღალი ყელითა და გეომეტრიული ფორმებით არის. ისინი შეუდარებლად ერწყმის მაღალქუსლიან ფეხსაცმელს. პოპულარული ფერებია ნარინჯისფერი, ცისფერი, ყავისფერი თეთრი და შავი. ნაქსოვი კაბა შეიძლება იყოს არა მხოლოდ კომფორტული და მოსახერხებელი, არამედ ელეგანტური და საკმაოდ სექსუალურიც კი. ცივ დღეებშიც არ ღირს ქალბატონმა უარი თქვას ტანისამოსზე, რომლებიც ხაზს უსვამს მისი ფიგურის დადებით მონაცემებს. ნაქსოვი სრულიად სადა კაბა, მაღალი ყელით შესაძლოა გავამრავალფეროვნოთ ტყავის ქამრებითა და სარტყელებით.

მაქმანებიანი კაბები...

2012 წელს განსაკუთრებით პოპულარული მაქმანებიანი კაბებია. ეს ტანისამოსი უნიკალურად უსვამს ხაზს ქალურობასა და სექსუალურობას. ასეთი კაბებისთვის ერთი ტონალობის ფერებია შერჩეული. არ შეიძლება ამ სტილის ტანისამოსი აჭრელებული იყოს და სხვადასხვა ტექსტურის ქსოვილი გამოიყენებოდეს მათ შესაქმნელად. ორნამენტებიანი კაბების მორგება უკვე მოასწრეს კეტი ჰოლსმა, ლია მიშელმა და ემი როსუმ. განსაკუთრებით ელეგანტური სტილის შესაქმნელად ქალმა არჩევანი შავ კაბაზე უნდა შეაჩეროს, რომლის სიგრძე მუხლს ზემოთ მისწვდება.

მხიარული დეტალები...

სხვადასხვა ფერისა და ფორმის მხიარული დეტალები 2012 წლის მოდური ტენდენციების განუყოფელი ნაწილია. ამ დეტალებს შესაძლოა ნებისმიერი ფორმა ჰქონდეთ. დიზაინერები საზოგადოებას მოსახერხებელ, თავისუფალ კაბებს სთავაზობენ, ეგრეთწოდებული „ღამურის ფრთების“ ფორმის მკლავებით. ამ შემთხვევაში კარგი იქნება, თუ კაბას სრულიად უბრალო ვიზუალი ექნება და ამის საფუძველზე გარშემომყოფების ყურადღებას სწორედ მკლავები მიიქცევენ. ამასთანავე, აქტუალურია ჩვეულებრივი, სწორი, გრძელი კაბა ჰორიზონტალური სხვადასხვა ფერის ზოლებით. თუმცა, ამ კაბის მორგებისას ქალბატონმა სკუთარი სხეულის ფორმა უნდა გაითვალისწინოს.

ქალაქისთვის და ოფისისთვის...

იმ ქალბატონებისთვის, რომლებიც ცდილობენ ნებისმიერ დროსა და სიტუაციაში შეუდარებლად გამოიყურებოდნენ, უნიკალურია ბეწვის ელემენტების მქონე ლურჯი კაბა. მოკლე მკლავები, გამოყვანილი წელი და დახურული ყელი, კაბას ელეგანტურს, მიმზიდველს და საქმიანს ხდის. ეს კაბა დაბალქუსლიან ფეხსაცმელს იდეალურად ეხამება. ასევე უხდება მოკლე ვარცხნილობებს. ეს კაბა ერთნაირად შეგიძლიათ მოირგოთ, როგორც სამსახურში წასვლის წინ, ასევე დღის ბოლოს ნებისმიერი სახის წვეულებაზე დასასწრებად.

აზიური სტილი...

აქტუალურია ასიმეტრია და გეომეტრია. ზემოთ აღწერილი კაბები მეტად იდუმალ და ელეგანტურ იერს მატებენ ქალბატონებს. მიუხედავად ამისა, მიმდინარე სეზონზე აზიური სტილი დიდი პოპულარობით სარგებლობს. დიზაინერები აღნიშნავენ, რომ ასეთ ტანისამოსში იკვეთება როგორც უმაღლესი მოდის სტანდარტები, ასევე სიმკაცრეც, ტრადიციულობაც, იდუმალებაც და სექსუალურობაც. ესეთი ელეგანტური ვიზუალი კი ნებისმიერი ქალბატონისთვის მისასალმებელი და სასურველია.

ბეჭდვა  
კომენტარები:
ჯონკა2012-03-05 17:51:53
როგორი და ისეთი,როგორსაც D&G შექმნის რა თქმა უნდა <3 <3 <3 აი მაგალითად ის ცისფერი ბოლოში როა აი ეგეთები იქნება მოდაში

თამთა2012-03-06 01:57:25
ასიმეტრია გეომეტრია....

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



სარეკლამო ადგილი - 85
200 x 240
გამოკითხვა
უნდა გადადგეს თუ არა, მთავრობა?
  
ტოპ ათეული
1. "ნახეთ, როგორი ბავშვი მომიკლეს" - ინტერვიუ გარდაცვლილის მამასთან
2. რა წამოსცდა "ქრონიკის" წამყვანს პირდაპირ ეთერში (ვიდეო)
3. ლევან ხურცია და მარიამ კუბლაშვილი დაქორწინდნენ – ექსკლუზიური ინტერვიუ წყვილთან
4. ია ფარულავა დუმილს არღვევს – სკანდალური განცხადება
5. "ეს ჩათლაშკა ახლა სად გდია ნეტა"
6. გინდათ ბედნიერი შვილი გყავდეთ? - დაარქვით მას ბედნიერი სახელი!
7. "ივანიშვილის სახლის წინ ურეკში, სანაპიროზე რა ხდება? "
8. როგორ მივიღოთ უფასო ინტერნეტი ვაიფაის გამაძლიერებელით
9. "sos sos sos!!! გ ა ა ვ რ ც ე ლ ე თ !"
10. ბერუჩაშვილის მოხსნის რეალური მიზეზი - რისთვის სჭირდება ოლიგარქს კვირიკაშვილი?
ბლოგები
ცუ­ნა­მი, იაპო­ნე­ლე­ბი, ქარ­თ­ვე­ლე­ბი და სო­ლი­და­რო­ბა
სარეკლამო ადგილი - 83
252 x 60
რეკლამა საიტზე
ტელ.: (+995 32) 2-000-247
599 877-901, 599 877-908
 
2014-11-17
visitor 40 561
visit 51 697
page 81 366
2014-11-18
  6 321
  6 769
  10 011