რეკლამა Presa.ge-ზე,
სპეციალური ფასები: 599 877 900
ნუ­კა კვა­ლი­აშ­ვი­ლის ახა­ლი იმი­ჯი-­მ­წ­ვა­ნედ შე­ღე­ბი­ლი თმა
მა­იკ­რო­სოფ­ტ­მა მომ­ხ­მა­რებ­ლებს WINDOWS 10-ი წა­რუდ­გი­ნა
რო­გორ უვ­ლის თი­კა ალა­ვი­ძე-­ფა­ჩუ­ლია მის უნაკ­ლო სხე­ულს -ვი­დეო "ინ­ს­ტაგ­რა­მი­დან "
წყალ­ტუ­ბო­ში პრო­მე­თეს მღვი­მე დატ­ბო­რი­ლი­ა!
ყველა სიახლე
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
ამინდი
ნამცხვარი „პრანჭია"

09:16 26.04.2012
[presa.ge]

მასალა:

ცომი:

პურის ფქვილი 500გრ.

კარაქი 250გრ.

შაქარი 300გრ.

კვერცხი 3ც.

გამაფხვიერებელი 2 ჩ/კ.

რძე 250გრ.

თხილი (გატარებული) 100გრ.

გასაფორმებლად:

მარწყვის ჯემი 300გრ.

ნიგოზი (გატარებული) 200გრ.

თეთრი შოკოლადი 200–250გრ.

მთლიანი თხილი (რამდენი ნაჭერი ნამცხვარიც გამოვა).

მომზადება:

დარბილებული კარაქი ავთქვიფოთ შაქართან ერთად, დავამატოთ კვერცხი, კვლავ ავთქვიფოთ, შემდეგ დავამატოთ ფქვილი, გამაფხვიერებელი, რძე, გატარებული თხილი და კარგად ავურიოთ.  მომზადებული მასა მოვათავსოთ პერგამენტდაფარებულ გამოსაცხობ ფორმაზე, კოვზით კარაგად მოვუსწოროთ ზედაპირი და გამოვაცხოთ 180* ტემპერატურაზე გაცხელებულ აირღუმელში 30–35 წუთის განმავლობაში. გამოცხობის შემდეგ გავაცივოთ და დავჭრათ სასურველი ფორმის ნაჭრებად. თითოეული ნაჭერი ორივე მხარეს ამოვავლოთ მურაბაში (მურაბა წინასწარ გავაცხელოთ), შემდეგ გატარებულ ნიგოზში, ზედაპირზე მოვასხათ გამდნარი შოკოლადი (შოკოლადი გავადნოთ წყლის აბაზანაზე) და გავაფორმოთ თხილით.

ბეჭდვა  
კომენტარები:
2012-04-26 10:42:26
თუ რაიმე გინდათ დილეტანტს ასწავლოთ, გასაგებად დაწერეთ. სოდის და ძმარის გარეშე რომ არ ივარგებს მაგ შენი პრანჭია , მე უშენოდაც ვიცი და ვინც არ იცის, გული გაუტყდება გაფუჭების შენთხვევაში.

მარგალიტა2012-04-26 11:03:47
გამაფხვიერებელი სოდის და ძმრის მაგიერია

მაკრინე2012-04-26 15:01:28
რა არის გამაფხვიერებელი? ანუ თუ ეს არ გვაქვს,შეიძლება სოდა-ძმრით შევცვალოთ?

მაროოოოოოო2012-04-29 22:28:59
მინდააააააააააააააა

უცნობი2012-05-03 04:19:15
ხოო,ეგ გამაპხვიერებელი ვერც მე მივხვდი რას გულისხმობს და ბოლოს მურაბა რომ წერია ალბატ ჯემი იგულისხმა
?

ცისნამი2012-06-19 10:20:28
რატომ ეჩხუბებით მუდმივად ჟურნალისტებს არ მესმის, თუ არ ხართ კმაყოფილი ნუ წაიკითხავთ და ნურც გამოიყენებთ მათ რჩევებს, ელემენტარულია. მინდა ვთქვა, რომ რეცეპტი მართლაც ცოტა გაურკვეველია, ანუ "გამაფხვიერებელი" მართლაც არ ვიცი რა არის, და არსებობსდ თუ არა ბუნებაში, ალბათ გადმოთარგმნილია ინგლისურიდან და იქ "ბეიკინგ პაუდერს" ანუ საცხობ ფხვნილს ეძახიან. ამიტომაც, ეჭვი მაქვს რომ ეს ჩვეულებრივი სოდა/ძმრით შეგიძლიათ შეცვალოთ, რადგანაც ჩვენთან ასეთი "გამაფხვიერებელი" არც იყიდება, რამდენადაც მე ვიცი, მაგრამ არც საჭირო არ არის, 250 გრ. კარაქს თუ გამოიყენებ ცომში და მაწონს არ დაუმატებ, ცხადია ცომი ფხვიერი იქნება ისედაც და არანაირი გამაფხვიერებლები არ უნდა დასჭირდეს. წარმატებებს გისურვებთ დამწყებ კულინარებს და ჟურნალისტებს.

სოფია2012-06-20 13:43:54
მეც ეგ მაინტერესებს თუა შესაძლებელი გამაფხვიერებელი რაიმეთი შეიცვალოს?

2012-06-20 19:46:47
სჰეცდომააააააააააააააააააა

იზა2012-06-29 23:02:07
გამაფხვიერებელი სოდის მაგივრად იხმარება და უფრო კარგიც არის ახლა ყველა მარკეტში იყიდება

ირინკა2012-07-18 00:06:22
იყიდება გამაფხვიერებელი ხალხო, მაქსიმუმ 40 თეთრი ღირს, ასე რომ... მოიკითხეთ ქალაქის მარაზიებში

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



ტოპ ათეული
1. ბიძინა ივანიშვილის ცოლი, საკუთარ დას არ ელაპარაკება
2. არ მიირთვათ ეს! აკრძალული პროდუქტების სია
3. მეუღლეთა ურთიერთშეთავსება ასაკის მიხედვით (მიხეილ ცაგარელის რჩევები)
4. რატომ გააგდო ივანიშვილმა ბასა ფოცხიშვილი?
5. რა მოხდა აშშ–ში, მიხეილ სააკაშვილის ემიგრანტებთან შეხვედრისას?
6. დილა და საუზმე - რისი ჭამა შეიძლება/არ შეიძლება დილაობით
7. რუსეთის მილიარდელთა ასეულში ოთხი ქართველია
8. ტურისტებმა კანიბალიზმი აღიარეს
9. ლეპტოპებზე გამწარებული ხალხი "კარფურში" (ვიდეო)
10. ქალი, რომელმაც შვილის გადასარჩენად ოთხივე კიდურზე უარი თქვა
ბლოგები
ცუ­ნა­მი, იაპო­ნე­ლე­ბი, ქარ­თ­ვე­ლე­ბი და სო­ლი­და­რო­ბა
რეკლამა საიტზე
ტელ.: (+995 32) 2-000-247, 595 58-18-18
599 877-901, 599 877-908
 
2014-09-30
visitor 48 553
visit 69 677
page 118 406
2014-10-01
  23 218
  28 428
  47 713