• თბილისი
  • 35°C
  • 27 ივლისი, 2017
article

ასფურცელა ქადა

მასალა ცომისათვის:
კარაქი - 100 გრამი
პურის ფქვილი - 1,5 ჩაის ჭიქა
წყალი - 0,5 ჩაის ჭიქა
ქადის გულისათვის:
კარაქი - 100 გრამი
შაქრის ფხვნილი - 1 ჩაის ჭიქა
პურის ფქვილი - 3 სუფრის კოვზი

წყლითა და პურის ფქვილით მოვზილოთ ცომი, მერე კარგად გავაბრტყელოთ, წავუსვათ ზედ კარგად აზელილი კარაქი, დავკეცოთ ოთხად და მოვათავსოთ მაცივარში 10-15 წუთი. შემდეგ ისევ გავაბრტყელოთ, დავკეცოთ ოთხად და ისევ შევდგათ მაცივარში 10-15 წუთით. ბოლოს გავჭრათ 2-3 ნაწილად, კარგად გავაბრტყელოთ, დავყაროთ ქადის გული, დავახვიოთ, მივცეთ მილისმაგვარი ფორმა, შემდეგ მოვახვიოთ მრგვალად, დავალაგოთ ფქვილმოყრილ თუნუქის ფურცელზე და შევდგათ ღუმელში გამოსაცხობად.

ქადის გულის მომზადება: გაცრილი პურის ფქვილი ტაფაზე დავყაროთ, მოვშუშოთ, მივუმატოთ კარაქი ან ერბო და კიდევ ვშუშოთ, ბოლოს ავურიოთ შიგ შაქრის ფხვნილი.