რეკლამა Presa.ge-ზე,
სპეციალური ფასები: 599 877 900
ERTAD.GE სვა­ნუ­რი ტრა­დი­ცი­ე­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად
თა­ვი­სუ­ფალ­მა და აგ­რა­რულ­მა უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­მა თი­ბი­სი ბან­კი სა­უ­კე­თე­სო დამ­საქ­მებ­ლად და­ა­სა­ხე­ლეს
,,ა­სე­თი თე­მე­ბით სპე­კუ­ლი­რე­ბა არის უზ­ნეო საქ­მე"
რა შე­ნიშ­ვ­ნა აქვს პრე­მი­ერს თა­ვის გუნ­დ­თან
ყველა სიახლე
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
2324252627281
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345
ამინდი
მუხრან მაჭავარიანის „საბა“

15:07 26.01.2012
[გია მამალაძე]

1725 წლის 26 იანვარს (ახალი სტილით 6 თებერვალს), მოსკოვში, დიპლომატიური მისიის შესრულებისას გარდაიცვალა დიდი ქართველი მამულიშვილი, სულხან-საბა ორბელიანი.

შეიძლება ეს თარიღი 6 თებერვალს უნდა აღგვენიშნა, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, 6 თებერვალსაც აღვნიშნოთ, განა ესეც საკმარისი იქნება დიდი მამულიშვილის დასაფასებლად?

დიდ ქართველ მწერალს, პოლიტიკურ მოღვაწეს, მეცნიერს, დიპლომატს სულხან-საბა ორბელიანს მშობლიურ მიწაში დაკრძალვა არ ეღირსა. ქართველებმა ვიცოდით, რომ მისი საფლავი იყო ვსესვიატსკოეში (Всехсвятское ანუ Всесвятское), მოსკოვში. ვსეხსვიატსკოეს ტაძრის სასაფლაო არა ერთზის განადგურებულა და საფლავის ქვები არა ერთხელ გადაუტანიათ სხვადასხვა ადგილას, ბევრი კი დაიმტვრა (თუ დაამტვრიეს), ჯერ კიდევ XIX საუკუნეში.

რამდენიმე ხნის წინ გავიგეთ, რომ ვსესვიატსკოეში კიდევ მოხდა ვანდალიზმი და განსასვენებლები კიდევ ხელყვეს. შეიძლება ვეღარავინ მიაგნოს ჩვენი დიდი მამულიშვილის ნეშტს.

სულხან-საბა ორბელიანი დიპლომატიურ დავალებას ასრულებდა, ვახტანგ VI-ის დავალებით გაემგზავრა ევროპაში პოლიტიკური დახმარების მისაღებად. ეახლა საფრანგეთის მეფე ლუდოვიკო XIV-ს და რომის პაპს კლიმენტი XI-ს, მისი დიპლომატიური მისია მარცხით დამთავრდა.

თანამედროვე ეპოქაში, ელჩობა და დიპლომატობა პრესტიჟული და საპატიო თანამდებობაა, რომელიც კარგად ცხოვრების საშუალებასაც აძლევს ადამიანს. სულხან-საბა ორბელიანის ელჩობა კი, იმ არეულ და ველურ პერიოდში, უაღრესად რთული საქმე გახლდათ.

ჩვენმა დიდმა მწერალმა უამრავი განსაცდელი გამოიარა. უკვე ასაკიანს, უამრავი გაჭირვების, ძალმომრეობის, ძარცვისა და შეურაცხყოფის გადატანა მოუწია სანამ დაბრუნდებოდა სამშობლოში, თანაც გზაში გაცივდა... სამშობლოშიც ბევრი პრობლემა შეექმნა.

დადიოდა ევროპაში მოხუცი, დაღლილი, მაგრამ სამშობლოსათვის დაუღალავი ორბელიანი, ასაკიანი, მაგრამ საქართველოსათვის ჯიუტად მუხლმაგარი მამულიშვილი, დაავადებული, მაგრამ მშობელი ხალხისათვის თავდადებული შვილი... დადიოდა და ქრისტიანული ქვეყნის გადარჩენას სთხოვდა გაზულუქებულ ხელმწიფეებს. ხავს ეჭიდებოდა საქართველო, ხავს ეჭიდებოდა მეფე, ხავს ეჭიდებოდა ორბელიანი...

გავიდა დრო, იქნებ ახლაც, საქართველოს გაჭირვების ჯამს, ადამიანებს ეხმიანება და ყველას ეუბნება - „დაეხმარეთ საქართველოს“... იქნებ 2008 წლის აგვისტოში ფრანგი სარკოზის საქციელზე გავლენა იქონია მისმა ლოცვამ, იქნებ თან ახლდა საქართველოში გამომგზავრებულ საფრანგეთის ახალ „ხელმწიფეს“. იქნებ, იმავე 2008 წლის აგვისტოში რომ განაცხადა რომის პაპმა: „იმედია, ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო გადარჩებაო“, სულხან-საბას აჩრდილი დასტრიალებდა თავს, ან მისი (სხვებთან ერთად) შრომის ნაყოფიც იყო ეს...

თუ ადრე ვერ გაუგეს ჩვენს წინაპრებს, ამით მათი საქმე არ დამთავრებულა, მათს ღვაწლს უკვალოდ არ გაუვლია, სამყაროში არაფერი იკარგება, შრომას, თავდადებას ნაყოფი მოჰყვება...

იმედია, მუხრან მაჭავარიანი მართალია და  „მუხა კვლავაც შეიმოსება“. იმედია, გაიგებს დასავლეთი საქართველოს მნიშვნელობას ჯეროვნად.

რაც მთავარია, ჩვენ უნდა დავეხმაროთ საქართველოს - ქართველები! ახლა მაინც ნუ გავყიდით პატარებს უცხოეთში, ახლა მაინც ნუ გავყიდით სამშობლოს ინტერესებს!

მუხრან მაჭავარიანის ლექსი კარგად გამოხატავს იმ განწყობას, რასაც, ალბათ, გამიცდიდა ორბელიანი ევროპაში მოგზაურობისას...

საბა

ორბელიანი
ლუდოვიკო მეთოთხმეტესთან
ალოდინეს და…
მეთხუთმეტე კაცად შევიდა…

ცამეტი ლუდოვიკო
კედლიდან იყურება;
ციცას ეფერება
ლუი მეთოთხმეტე;
ხალხს ხმა დაუკარგა
მეფის სიყრუემა,
მეფეს ხალხზე უფრო
კატა ეცოდება.

ხელმწიფემ
საბას ნაუბარი
მოისმინა რა,
– ოჰ…
ოჰ…
ოჰ…
ოჰო!… –
თქვა და
თითქოს კიდეც ინანა.

მაგრამ ამითი
არაფერი
გამოვიდა რა
(საბას ხმა
როდი წააგავდა
კნავილს კატისას);
რაც შეიტანა,
ისევე ის გამოიტანა
იმ სახელგანთქმულ ვერსალიდან
ელჩმან ქართლისამ.

– წვიმა არ არი!
საბას კაბა
დაუსველა რამ?!
– თოვლი არ არი!
საბას თავი
გაუთეთრა რამ?!
– ყინვა არ არი!
სულხან-საბას
აკანკალებს რა?!

– რამ დაასველა?!
რამ დათეთრა?!
რა აკანკალებს?!
საქართველოა
მისთვის წვიმაც,
თოვლიც და ყინვაც!..

…მზე ეთხოვება
ალბათ ახლა
ტურფა ტანძიას…
ეს სიცხადეა,
სულხან-საბავ,
თუ ფანტაზია?!
დედის ცრემლები
ყაყაჩოს და ბალახებს აწვიმს,
ალვის ჩეროში
სტირის დედა
შვილს მოტაცებულს,
სტამბოლში
შვილი დედას სტირის, -
ჰყიდიან ყმაწვილს
(სჭვრეტენ ჯვარის წინ
წმიდა ნინოს –
მუხლზე დაცემულს).

– რამდენს აფასებ მაგ პატარას? –
ჰკითხა სპარსულად
საბამ სპარსელს და
მოუთმენლად ელოდა პასუხს.
– უი, ქართველი მეგონა და
სპარსი ყოფილა, -
წარმოსთქვა ბალღმა,
ყური მოჰკრა რა საბას სპარსულს.

– არა, პატარავ,
ქართველი ვარ,
ქართველი,
გესმის?
– უი, დედასთან წამიყვანე,
წამიყვან, ძია?.. –
საბას ცრემლები მოეძალა,
ატირდა კაცი, -
თავის ბალღობა გაახსენდა,
თავის ტანძია.

ვით ეს ყმაწვილი –
საქართველოც
ასე მცირეა,
საქართველოსაც,
ვით ამ ყმაწვილს,
ასე ჰყიდიან;

საფრანგეთს ვთხოვოთ:
გვიშველისო,
– სასაცილოა!
შენი ვხტანგი
ლუდოვიკოს
ფეხზე ჰკიდია.

ასე ფიქრობდა სულხან-საბა
ხელჯოხიანი;
მხარდამხარ საბას
ის პაწია ბიჭი მოსდევდა…
– მოგწყინდა განა უნაყოფოდ,
ელჩო, ყიალი?!
– გულს ნუ გაიტეხ!
– მუხა კვლავაც შეიმოსება!

ბეჭდვა  
კომენტარები:
2012-01-26 15:17:06
ძალიან კარგი ლექსია და დროული... ვისაც ესმის

მანანა ორბელიანი2012-01-26 16:23:29
უღრმესი მადლობა ბატონ გია მამალაძეს ამ შესანიშნავი და დროული სტატიისათვის. მე დარწმუნებული ვარ, რომ საბას ჩაკარგული საფლავს Всехсвятском (в Москве) მივაგნებ. მინდა გითხრათ, რომ ტაძარი სარესტავრაციოდაა დახურული. რუსული მხარის ცნობებით საფლავის ქვები აღებული იქნა 1982 წელს "სამხედრო მაღალჩინოსნების" თხოვნით, ვინაიდან მათი ბინების სარკმელი სასაფლაოს გადასცქეროდა ..მოსკოვში, Всехсвятской შეყვანილია ისტორიულ მემკვიდრეობის ნუსხაში, გამოიყო დაცვაც და იქ ერთი ფურცელიც კი არ გადაადგილდება. თვითონ რუსული მხარეც დაცინვით მოიხსენიებს "სამხედრო მაღალჩინოსნების" თხოვნას და მის დაკმაყოფილებას.ვიქნები უფრო გახსნილი და ვიტყვი ხმამაღლა, რომ საბა ორბელიანმა არა მარტო იღვაწა საქართველოსათვის იგი ეწამა მისთვის. იქნებ დადგა დრო ამაზე იფიქროს ერმაც და ბერმაც.
26.01.12 წელი
ქ. თბილისი.
მანანა ორბელიანი.

2012-01-26 20:56:47
დიდი მადლობა პრსა.გე-ს ასეთი პატრიოტული თემებისათვის, მართლა კარგი ხალხი ხართ.... სულხან-საბა ორბელიანი დიდი მამულიშვილი იყო. დაუფასებელი, მისი საფლავი მისახედია...

გოჩა კელენჯერიძე2012-01-27 01:56:15
ღმერთი არსებობს! და ურთიერთსიყვარულს, ურთიერთშეხიდებას, ურთიერთშველას, ურთიერთგადარჩენას გვავალებს ქართველებს! და ჩვენი სიყრუისა და სიბრმავის, უგულობის, თავსმოხვეული დამღუპველი ურთიერთ შუღლის, დაუნდობლობის, ფლიდობის, ფარისევლობის, ცრუპენტელობის, მცონარობის საზღაურს ვიმკით, ვიღუპებით, გვანადგურებენ... ერთადერთი მიზეზი ჩვენივე გულებსა და საქმეში უნდა ვეძიოთ, ალბათ> გიყვაროდეთ ურთიერთა! თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში ღმერთი ისეთ განსაცდელს მოუვლენს ქართველებს, რომ სანთლით ეძებდნენ ერთმანეთს და ვერ პოულობდნენ! ოკუპანტური რეჟიმი უნდა დაემხოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ქართველი ერი აღარ იარსებებს!> გადმოგვძახის მეოცე საუკუნე, 21/ე საუკუნეში ყოფნა/არყოფნის ზღვარზე მდგომ საქართველოს!.. გაძლიერდით!

2012-02-02 19:14:25
ძალიან მომწონს ეს ლექსი ზეპირად ვიცი უკვე

ქეტინიკამაკაგელასოფოეკამაკა2013-01-09 16:44:13
ეს ყველამ უნდა იცოდეს რამხელა ჭირვარამს გამოვლილმა ხალხმა მოგვიყვანა აქამდე

2013-02-04 16:21:11
ვაააააააააააააააააააააააააააააააააააააააა მაგარიააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა

აწესადწ2014-03-03 20:05:37
გოჩა კელენჯერიძე 2012-01-27 01:56:15
ღმერთი არსებობს! და ურთიერთსიყვარულს, ურთიერთშეხიდებას, ურთიერთშველას, ურთიერთგადარჩენას გვავალებს ქართველებს! და ჩვენი სიყრუისა და სიბრმავის, უგულობის, თავსმოხვეული დამღუპველი ურთიერთ შუღლის, დაუნდობლობის, ფლიდობის, ფარისევლობის, ცრუპენტელობის, მცონარობის საზღაურს ვიმკით, ვიღუპებით, გვანადგურებენ... ერთადერთი მიზეზი ჩვენივე გულებსა და საქმეში უნდა ვეძიოთ, ალბათ> გიყვაროდეთ ურთიერთა! თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში ღმერთი ისეთ განსაცდელს მოუვლენს ქართველებს, რომ სანთლით ეძებდნენ ერთმანეთს და ვერ პოულობდნენ! ოკუპანტური რეჟიმი უნდა დაემხოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ქართველი ერი აღარ იარსებებს!> გადმოგვძახის მეოცე საუკუნე, 21/ე საუკუნეში ყოფნა/არყოფნის ზღვარზე მდგომ საქართველოს!.. გაძლიერდით!

კარგი ნატქვამია

მაია2014-09-18 19:15:22
ცრემლების გარეშე არ შემიძლია ამ ლექსის წაკითხვა.

ნიკა გვარამია2015-03-22 16:04:59
ეს არის საოცრება ლექსი ჩემთვის და ალბათ სხვებისატვისაც

ულამაზესი2015-03-22 16:06:59
1725 წლის 26 იანვარს (ახალი სტილით 6 თებერვალს), მოსკოვში, დიპლომატიური მისიის შესრულებისას გარდაიცვალა დიდი ქართველი მამულიშვილი, სულხან-საბა ორბელიანი.

შეიძლება ეს თარიღი 6 თებერვალს უნდა აღგვენიშნა, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, 6 თებერვალსაც აღვნიშნოთ, განა ესეც საკმარისი იქნება დიდი მამულიშვილის დასაფასებლად?

დიდ ქართველ მწერალს, პოლიტიკურ მოღვაწეს, მეცნიერს, დიპლომატს სულხან-საბა ორბელიანს მშობლიურ მიწაში დაკრძალვა არ ეღირსა. ქართველებმა ვიცოდით, რომ მისი საფლავი იყო ვსესვიატსკოეში (Всехсвятское ანუ Всесвятское), მოსკოვში. ვსეხსვიატსკოეს ტაძრის სასაფლაო არა ერთზის განადგურებულა და საფლავის ქვები არა ერთხელ გადაუტანიათ სხვადასხვა ადგილას, ბევრი კი დაიმტვრა (თუ დაამტვრიეს), ჯერ კიდევ XIX საუკუნეში.

რამდენიმე ხნის წინ გავიგეთ, რომ ვსესვიატსკოეში კიდევ მოხდა ვანდალიზმი და განსასვენებლები კიდევ ხელყვეს. შეიძლება ვეღარავინ მიაგნოს ჩვენი დიდი მამულიშვილის ნეშტს.

სულხან-საბა ორბელიანი დიპლომატიურ დავალებას ასრულებდა, ვახტანგ VI-ის დავალებით გაემგზავრა ევროპაში პოლიტიკური დახმარების მისაღებად. ეახლა საფრანგეთის მეფე ლუდოვიკო XIV-ს და რომის პაპს კლიმენტი XI-ს, მისი დიპლომატიური მისია მარცხით დამთავრდა.

თანამედროვე ეპოქაში, ელჩობა და დიპლომატობა პრესტიჟული და საპატიო თანამდებობაა, რომელიც კარგად ცხოვრების საშუალებასაც აძლევს ადამიანს. სულხან-საბა ორბელიანის ელჩობა კი, იმ არეულ და ველურ პერიოდში, უაღრესად რთული საქმე გახლდათ.

ჩვენმა დიდმა მწერალმა უამრავი განსაცდელი გამოიარა. უკვე ასაკიანს, უამრავი გაჭირვების, ძალმომრეობის, ძარცვისა და შეურაცხყოფის გადატანა მოუწია სანამ დაბრუნდებოდა სამშობლოში, თანაც გზაში გაცივდა... სამშობლოშიც ბევრი პრობლემა შეექმნა.

დადიოდა ევროპაში მოხუცი, დაღლილი, მაგრამ სამშობლოსათვის დაუღალავი ორბელიანი, ასაკიანი, მაგრამ საქართველოსათვის ჯიუტად მუხლმაგარი მამულიშვილი, დაავადებული, მაგრამ მშობელი ხალხისათვის თავდადებული შვილი... დადიოდა და ქრისტიანული ქვეყნის გადარჩენას სთხოვდა გაზულუქებულ ხელმწიფეებს. ხავს ეჭიდებოდა საქართველო, ხავს ეჭიდებოდა მეფე, ხავს ეჭიდებოდა ორბელიანი...

გავიდა დრო, იქნებ ახლაც, საქართველოს გაჭირვების ჯამს

ქეტინიკამაკაგელასოფ2015-03-22 16:12:04
მადა ფააქქქქ ყოუ

ქეტინიკამაკაგელასოფ2015-03-22 16:13:01
ყლლ ვუი უცბად მდამეწერა ლოვეებო

ქეტინიკამაკაგელასოფ2015-03-22 16:13:34
მუტლ?ბო

ქეტინიკამაკაგელასოფ2015-03-22 16:14:45
სირ??????????

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



ტოპ ათეული
1. საკვერცხის კიბოს 9 შემაშფოთებელი სიმპტომი - ეს ყველა ქალმა უნდა იცოდეს
2. "ბავშვმა მითხრა, ზაზა ძიას შევყავარ და ამას მიკეთებსო“- 5 წლის გოგონაზე იძალადეს?
3. პირშუშხას სასწაულმოქმედი სიროფი – დაივიწყეთ ღიპი და გაიუმჯობესეთ ჯანმრთელობა
4. ხველების მოსარჩენი მიქსტურა - ბებიების რეცეპტი
5. ამულეტები რომელსაც ოჯახში წარმატება, ბარაქა და იღბალი მოაქვს
6. ციტრამონი და თავის ტკივილი
7. ნასას ცნობით, 27 მარტს დედამიწას დიდი ასტეროიდი დაეჯახება
8. როგორ შევარჩიოთ ტონალური კრემი
9. ვენეციური ნიღაბის მომზადების წესი - სახის კანი დაიჭიმება და ნაოჭები გაქრება
10. იახნი (აჭარული კერძი)
ბლოგები
ცუ­ნა­მი, იაპო­ნე­ლე­ბი, ქარ­თ­ვე­ლე­ბი და სო­ლი­და­რო­ბა
რეკლამა საიტზე
ტელ.: (+995 32) 2-000-247, 595 58-18-18
599 877-901, 599 877-908
 
2014-11-17
visitor 40 561
visit 51 697
page 81 366
2014-11-18
  6 321
  6 769
  10 011