რეკლამა Presa.ge-ზე,
სპეციალური ფასები: 599 877 900

მთავარი | სიახლეები | ბიზნეს პრესა (BP.GE) | English | არჩევნები | პოლიტიკა | საზოგადოება | გმირები | კრიმინალი | დიასპორა | მედიცინა | სამხედრო | სპორტი | ხელოვნება | ლიტერატურა | ყვითელი | | ავტომარიაჟი | ბლოგები | ვიდეო | აფიშა | განრიგი | გურმანი | ვაკანსია 

25 აპ­რი­ლის ას­ტ­რო­ლო­გი­უ­რი პროგ­ნო­ზი
ახა­ლაია იმ დროს და­ა­კა­ვეს­,­რო­დე­საც ოთარ ურუ­შა­ძის სა­ხე­ლით იტა­ლი­ა­ში გა­დას­ვ­ლას ცდი­ლობ­და
სექ­სი ქარ­თულ კი­ნო­ში - ,,ეს გა­და­ცე­მა სა­ლა­პა­რა­კო ნამ­დ­ვი­ლად გახ­დე­ბა”
და­ვით ნარ­მა­ნია ხი­ლი­ა­ნის ქუ­ჩის მო­სახ­ლე­ო­ბის პრობ­ლე­მებს გა­ეც­ნო
ყველა სიახლე
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234
ამინდი
  თბილისი8°-17°
  ქუთაისი15°-27°
  ბათუმი13°-23°
მირიან ბაგრატიონის (ბატონიშვილის) „მოვედით, მოყმენო“

13:56 15.09.2012
[გიორგი მახობეშვილი]

1834 წელის 15 სექტემბერს რუსეთში გარდაიცვალა მეფე ერეკლე II-ის ძე - მირიან ბატონიშვილი. დაკრძალულია პეტერბურგის ალექსანდრე ნეველის ლავრაში.

სიცოცხლის ბოლო წლები ავადმყოფობაში და ხელმოკლეობაში გაატარა, მიუხედავად იმისა, რომ ბატონიშვილი გახლდათ და რუსეთის იმპერიის გენერალ-ლეიტენანტი. „საპატიო“ გადასახლებაში იყო 1801 წელიდან.

მირიან ბატონიშვილი დაიბადა 1767 (ან 1766) წლის 19 აგვისტოს. სახელმწიფოებრივ საქმიანობაში ადრიდანვე ჩაერთო. 1783 წელს გარსევან ჭავჭავაძესთან და კათალიკოს ანტონ II-სთან ერთად ერეკლე II-მ რუსეთს მიავლინა, ტრაქტატის დადებასთან დაკავშირებით.

დარჩა რუსეთში, სადაც უბოძეს პოლკოვნიკობა და დაიწყო სამხედრო სამსახური. 1788 წლიდან ტფილისის მუშკეტერთა პოლკში იყო. 1790 წელს მიანიჭეს გენერალ-მაიორის წოდება და გადაიყვანეს ყაბარდოს მუშკეტერთა პოლკში. მონაწილეობდა თურქეთის წინააღმდეგ ომში.

1791-1796 წლებში პეტერბურგში იყო. 1797 წელს დედისგან, დარეჯან დედოფლისგან მიიღო წერილი, რომელიც ატყობინებდა მამის მძიმე ავადმყოფობას და ექიმის ჩამოყვანას სთხოვდა. მირიან ბატონიშვილმა ექიმი ჩამოიყვანა საქართველოში, მაგრამ მეფე ერეკლე II გარდაცვლილი დახვდა.

1801 წლის მარტამდე საქართველოში იმყოფებოდა. ცდილობდა გამეფებულიყო იულონ ბატონიშვილი. ამ დროს, მოგეხსენებათ მეფე გიორგი XII გარდაიცვალა, მისმა მემკვიდრემ დავით უფლისწულმა კი მეფედ კურთხევა, რუსების ნებართვის გარეშე, ვერ გაბედა.

მირიან ბატონიშვილი დამპყრობლებმა გაამგზავრეს რუსეთს. სიცოცხლის ბოლომდე იქ დარჩა. 1801 წელს მიანიჭეს გენერალ-ლეიტენანტის წოდება. 1807 წლამდე სამსახური არ ჰქონდა. შემდეგ მიიღო „დეისტვილნი ტაინი სოვეტნიკის“ და სენატორის წოდება და მუშაობდა სენატში. 1811 წელს გადავიდა მოსკოვის დეპარტამენტში. 1813 წელს ისევ პეტერბურგის სენატში დაბრუნდა. 1814 წელს ცოლად შეირთო მარიამ ხალკოვა, რომელიც ერთი წლის მერე გარდაიცვალა.

ეწეოდა ლიტერატურულ საქმიანობას. მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა დავით გურამიშვილთან, ბესიკთან. როგორც ცნობილია, დავით გურამიშვილის „დავითიანი“ სწორედ მირიან ბატონიშვილმა ჩამოიტანა საქართველოში.

წერდა, თარგმნიდა რუსულიდან ქართულად და პირიქით. ლექსები უძღვნა მამას - ერეკლე მეფეს, ბესიკს, ძმას - ანტონ მეორეს, ძმიშვილს, გიორგი XII ასულს - რიფსიმეს, იონა ხელაშვილს, ვარლამ მიტროპოლიტს და სხვა. შექმნა სახოტბო ნაწარმოები „სვეტიცხოვლის ქება“, „ფერისცვალების ქება“. წერდა სატრფიალო შინაარსის ლექსებსაც, „ქალო ნარგიზიანო“, „ტანო ტატანოს ხმაზედ“, „ოდეს გნახე“ და „ხელქმნილ ვარ“, რომლებსაც ბესიკის გავლენა ეტყობათ.

გავიხსენოთ მისი ლექსი „მოვედით, მოყმენო“.

მოვედით, მოყმენო

მოვედით, მოყმენო, შეკრბით ჯომარდნო,
მწუხარეს მომხედეთ, შემიწყალენით,
მოყვარეთა მწენო, მტერთ გულის დარდნო,
მისმინეთ ნაღველნი, მით მიბრალენით.

მოვშორდი მშობელთა და ნათესავთა,
სწორთა, მეგობარტა, მოყმეთა, თავთა,
მით საწუთრმან მიმცა ნაღველთა შავთა,
ამ დარდით მიხსენით, დამავალენით.

ესოდენ ხანს ვეძიე, ვერ ვპოვე მშველი,
ამისთვის ნიადაგ თვალნი მაქვს სველი,
აწ შემოქმედისგან შეწევნას ველი,
თქვენ გნახო მშვიდობით, ქება გძღვნათ ენით.

აწ ყარიბი მარტო დავიარები,
სიყრმის მეგობრებთან ვერ ვეხარები,
ამისთვის ვარ ყოველთ შესაბრალები,
მაცოცხლეთ თქვენც, ან მო-ცა-მკალენით.

ესოდენ უცხოობით მწუხარ არს გული,
თქვენის სიშორითა იურვის სული,
მანი რაესთან სმით შეიწრებული,
სიკვდილს მივწურვილვარ ამ დარდის სენით.

ბეჭდვა  
კომენტარები:
christian louboutin miami2014-03-02 12:44:52
christian louboutin bianca black მირიან ბაგრატიონის (ბატონიშვილის) „მოვედით, მოყმენო“
christian louboutin miami http://dotnetcms.plazapm.com/images/christian-loub outin-sandals.asp

christian louboutin repair2014-03-02 18:18:19
red bottom heels discount მირიან ბაგრატიონის (ბატონიშვილის) „მოვედით, მოყმენო“
christian louboutin repair http://stat.frontimall.com/images/christian-loubou tin-pigalle-85.asp

hermes online2014-03-04 21:22:22
hermes reversible handbag მირიან ბაგრატიონის (ბატონიშვილის) „მოვედით, მოყმენო“
hermes online http://idrottsalliansen.nu/hermes-online-handbags- shopping-allows-you-the-convenience.html

hermes bags 2013 prices2014-03-04 23:04:33
hermes bags dallas uptown apartments მირიან ბაგრატიონის (ბატონიშვილის) „მოვედით, მოყმენო“
hermes bags 2013 prices http://mk.apk.dk/images/birkin-bag-hermes-bags-201 3-prices-apple-case-is-the.aspx

christian louboutin canada2014-03-06 12:55:12
christian louboutin boutiques america მირიან ბაგრატიონის (ბატონიშვილის) „მოვედით, მოყმენო“
christian louboutin canada http://ts4grentalndecor.com/Images/christian-loubo utin-used.html

hermes prices 20132014-03-09 18:26:52
hermes bags buy neem oil მირიან ბაგრატიონის (ბატონიშვილის) „მოვედით, მოყმენო“
hermes prices 2013 http://nasse.dk/hermes-prices-2013-hermes-frankrei ch-5422.asp

hermes kelly bracelet2014-03-10 08:23:35
buy orange hermes tray მირიან ბაგრატიონის (ბატონიშვილის) „მოვედით, მოყმენო“
hermes kelly bracelet http://klanweb.dk/images/how-to-buy-an-authentic-h ermes-kelly-bracelet-bag.aspx

hermes dortmund2014-03-13 05:09:10
hermes paketshop dortmund მირიან ბაგრატიონის (ბატონიშვილის) „მოვედით, მოყმენო“
hermes dortmund http://lyngvigvej.dk/images/hermes-picotin-hermes- dortmund-1060.aspx

buy hermes bag2014-03-15 02:41:47
hermes belt how much მირიან ბაგრატიონის (ბატონიშვილის) „მოვედით, მოყმენო“
buy hermes bag http://rst-flyveklub.dk/hermes-bag-price-2013-buy- hermes-bag-7753.asp

hermes birkin bag waiting list2014-03-17 06:23:48
hermes paket international english მირიან ბაგრატიონის (ბატონიშვილის) „მოვედით, მოყმენო“
hermes birkin bag waiting list http://mymdsmedia.com/hermes-birkin-outlet-le-mond e-est-vaste-scarf.asp

replica hermes bag2014-03-17 12:48:03
cheap terre d'hermes მირიან ბაგრატიონის (ბატონიშვილის) „მოვედით, მოყმენო“
replica hermes bag http://heavydutypump.com/replica-hermes-bag-hermes -berlin-2847.asp

buying diflucan online2014-04-22 01:35:05
Thanks for sharing, this is a fantastic blog post.Thanks Again. Cool.
<a href="http://pharmdiflucrx.webstarts.com/">buy diflucan online</a>
<a href="http://buycheapdoxycyclineonline.yolasite.c om/">doxyclicne</a>

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



ტოპ ათეული
1. 7 ფრაზა, რომლებიც თქვენს შვილს წარუმატებელს გახდის
2. ეკა სამხარაძე და ნოე სულაბერიძე დაშორდნენ - „იცოცხლე გვირილა, ჩემთვის უკვე სულერთია“...
3. სიმსივნის 5 შესაძლო ნიშანი, რომლებიც უნდა ვიცოდეთ
4. თერჯოლაში მომხდარი საზარელი მკვლელობის დეტალები, რატომ მოკლა შვილმა დედა?
5. როგორ მივიყვანოთ ქალი ორგაზმამდე ?
6. „შემოუშვი არ გამაბრაზო!“ - ინციდენტი სამებაში (ვიდეო)
7. რა მოხდა აშშ–ში, მიხეილ სააკაშვილის ემიგრანტებთან შეხვედრისას?
8. აღდგომის დღესასწაულზე საფლავზე გასვლის შესახებ
9. Dior–ის სახლის ქართველი მოდელი და პრინცი ხუანი - ახალი ქართული სამეფო ოჯახი (ვიდეო)
10. ქართველებს ევროპიდან მასობრივი დეპორტაცია ემუქრება
ბლოგები
"2012" - ის აურა და 2012 – ის მო­ლო­დი­ნი
რეკლამა საიტზე
ტელ.: (+995 32) 2-000-247, 595 58-18-18
599 877-901, 599 877-908
 
2014-04-24
visitor 36 868
visit 49 086
page 83 964
2014-04-25
  1 448
  1 450
  1 937