რეკლამა Presa.ge-ზე,
სპეციალური ფასები: 599 877 900
„ა­მოწ­ყ­და ჩვე­ნი მთავ­რო­ბა! ა-­მოწ­-­ყ­და­ა­ა!“ - სკან­და­ლი აფ­თი­აქ­ში და გამ­წა­რე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე
3 სექ­ტემ­ბ­რის ას­ტ­რო­ლო­გი­უ­რი პროგ­ნო­ზი
კით­ხ­ვა, რო­მე­ლიც უმ­რავ­ლე­სო­ბას აწუ­ხებს- გა­და­ე­ცე­მა თუ არა კი­ბო მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბით?
რო­გორ ამო­ვიც­ნოთ ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მა­წო­ნი
ყველა სიახლე
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345
ამინდი
  თბილისი21°-32°
  ქუთაისი21°-36°
  ბათუმი23°-31°
ვაი, რა კარგი საჩინო...

17:23 22.04.2011
[გია მამალაძე]

მსოფლიოს ხალხთა შემოქმედებაში უამრავი შედევრი შექმნილა მიძღვნილი ქრისტეს ვნებებისადმი, ქრისტეს ჯვარცმის, გარდამოხსნის, დაფლვის, მკვდრეთით აღდგომის, ამაღლების თემისადმი და არსისადმი. დიდი მხატვრები. მწერლები, პოეტები საუკუნეების მანძილზე უბრუნდებოდნენ და აღწერდნენ სცენებს გოლგოთის მისტერიისას. ძალიან ბევრი შემოქმედი შესანიშნავად გადმოსცემდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დედობრივ განცდებს, ქრისტეს ტკივილებს, ადამიანების უმადურობას, დაუნდობლობას, შეუგნებლობას, უგუნურობას და შედეგს ქრისტეს გოგლოთაზე წამებისა. საუკუნეების მანძილზე შეიქმნა არა ერთი ფრესკა, ტილო, ლექსი, ქანდაკება თუ სხვა ამ თემის შესახებ.

ჩვენს დროშიც არა ერთი ხელოვანი შეეჭიდა ქრისტეს გაწირვის, წამების თემას, ქრისტიანობის არსს. ასევე ღვთისმშობლის გულისტკივილს. რა საკვირველია, მართალაც ხელოვნების ძალიან დიდი საგანძური შეიქმნა ამ თემის გარშემო. ჩვენც, ქართველებმაც ბევრი შედევრი ვაჩუქეთ კაცობრიობას ქრისტიანული რელიგიის თემაზე შექმნილი ჰაგიოგრაფიით, ფრესკებით და სხვა. ჩვენი, ქართული შედევრები სამწუხაროდ ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ გამოვლენილი და შეფასებული. თუმცა, ეს დროის საკითხია. დადგება დრო და კაცობრიობა უფრო კარგად გაიგებს ჩვენი ერის ფასს ხელოვნებაში, ქრისტიანობის ისტორიაში თუ სხვა საკითხებში.

 

დღეს, დიდ ხუთშაბათს ჩვენი დიდი პოეტის დავით გურამიშვილის შემოქმედების ერთი პატარა ნაწილი გავიხსენოთ: "ტირილი ღვთისმშობლისა”, “მოთქმა ხმითა თავ-ბოლო ერთი” და "უკვდავების წყაროთ იგავთ ახსნა”. დავით გურამიშვილი თარგმნილია ბევრ ენაზე, მაგრამ, მისი შემოქმედება მაინც არ არის დაფასებული ჯეროვნად, საქართველოშიც კი. დიდი საქართველოს მერე, მთელი საუკუნეების მანძილზე პოლიტიკური და ეკონომიკური დაცემისა და სხვა ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების შედეგად, ქართულმა პოეზიამ დიდი შედევრები თითქმის ვერ მოგვცა და ხშირად რუსთველის მიმბაძველობით კმაყოფილდებოდა. დავით გურამიშვილი, ფაქტიურად, იყო პირველი, რომელმაც ახალი, პატარა ქართული რენესანსი დაიწყო ლიტერატურაში. მისი პოეზია უნაკლოა, ბრწყინვალეა, როგორც ფორმით, ისე შინაარსითა თუ სხვა კრიტერიუმებით.

 

დღეს გავისხენოთ დავით გურამიშვილის "ტირილი ღვთისმშობლისა”, “მოთქმა ხმითა თავ-ბოლო ერთი” და "უკვდავების წყაროთ იგავთ ახსნა”. როგორც პოეტურად, მძაფრად, ლამაზად, რეალისტურად და დრამატულად გადმოცემული ამბავი. ასევე თეოლოგიური ტექსტი, ქრისტიანული ლიტერატურის შედევრი. ისეთი ნიმუში პოეზიისა, რომელიც ძალიან მეტყველად გადმოგვცემს ღვთისმშობლის გლოვას, ამბავს ქრისტეს ჯვარცმისა. მისი მოკვლისა, გარდამოხსნისა და მკვდრეთით აღდგომისა და ქრისტიანობის სიბრძნეს.

 

ამასთან, დიდ ხუთშაბათს, ალბათ, უპრიანია კიდევ ერთხელ წავიკიითხოთ დავით გურამიშვილის ეს უნიკალური ქმნილებანი და კიდევ უფრო კარგად შევიგრძნოთ ჩვენი სარწმუნოება.

 

ვ. ტირილი ღვთისმშობლისა

 

მოდით, ყოველნო შვილმკვდარნო დედანო, შეიყარენით!

შემწყნარებელი აწ თქვენი მარიამ შეიწყალენით,

ისმინეთ მისი ტირილი, თქვენც ცრემლნი გარდმოყარენით,

სულს ეცით მისგან ნუგეში, გულს ჭირნი უკუყარენით.

 

ოდეს იხილა მშობელმან ძე თვისი, ღვთისა ცხებული,

ეკლის გვირგვინით მოსილი, შიშველი, გაკიცხებული,

ჯვარზედა ხელ-ფეხ მიკრული, გვერდსა ლახვარიც ხებული,

ათრთოლდა, ზარით დაეცა, გახდა ვით დამარცხებული.

 

მოედვა მწარედ სახმილი, შეიქნა დადაგულობით;

დაეწო გული და ღვიძლი, ნაწლევნი გათანგულობით.

თქვა: დამეკარგა საწუთრო ჭირნახულ დაკარგულობით,

დამიჭკნა გულის ყვავილი, გავხდი ვით გალი რგულობით.

 

იცემდა მკერდსა და გულსა, იტყებდა, ესრეთ ტიროდა:

ვით შტოზედ მორჩო ახალო, ფესვ-არსოანო ძირო და!

ვირემ შენს ჩრდილთა ქვეშ ვიჯექ, მე თავი არ მემწიროდა,

ახლაც გვედრივარ, უშენოდ არ შემქმნა, არ გამწირო და.

 

ვაიმე თვალთა ნათელო, სხიო მის მზეთა მზისაო!

სახით ვით ნორჩო, ნაყოფით ძირ-კეთილ, შრტოვ ვაზისაო.

გამარკვეველო, განმწმენდო, მნათობო ბნელის გზისაო,

შენ იყავ შემი გამღები სამოთხის კართ რაზისაო.

 

რა ესმა დედის ტირილი ძეს მიკრულს ჯვარსა ზედაო,

შეამუღაბნა მშობელი და მისკენ მოიხედაო.

გამოეძრახა, უბრძანა: ეჰა, ნუ მტირი დედაო!

მე წარვალ, შენ ჩემ სანაცვლოდ იონე გყვანდეს ძედაო.

 

და გაიგონა დედამა ხმა ტკბილი თავის ძისაო,

მოხსენდა მის ძის ხელთ-ჭერა, ძუძუთ წოება სძისაო,

მსხვერპლად ისაკის სანაცვლოდ მოვლენა ცით ვერძისაო,

მით მისმან კერძმან ლახვარმან ჭრა უფრო მიჰკერძისაო.

 

გამწოებული იტყოდა ღაწვთა სისხლითა მღებარე;

არ ვიყავ მამაკაცისა მხურვალებისა მხებარე;

ვით გულს უთესლოდ უცხო ხე ებას ნაყოფი მღებარე,

ეგრეთ შენ მე ბნელს, ნათელო, აწ ვით მიშრტები მთნებარე.

 

ძეო, შენს თავსა მნატრიდენ ყოველთა ძეთა დედები;

ბედნიერობას მიქებდენ, მოსწონდათ ჩემი ბედები.

აწ ჩემის ბრალით იწვიან დღეს შენი შემომხედები,

ხელ-ფეხთ დაგრჭმია ლურსმანი, ლახვრით დაგჭრია გვერდები!

 

ვაიმე, ლახვარ-სობილსა და გულსა დანა-ვლებულსა,

შენი წყლურების ცეცხლითა დაგულსა, დანავლებულსა,

შენს უკან წუთის სოფლითგან გულ-კვნესით ხან-წარებულსა!

ძეო, მეტკბობის სიკვდილი სიცოცხლე გამწარებულსა.

 

ძეო, შენს უწინ გენუკვი ჩემს სულის ამორთმევასა!

გემუდარები, ნუ მიზამ შენ მე ამაზედ თნევასა;

მომკალ, წინაწინ წავიდე, შენი ვახარო ევასა;

იესო მოვა, დაგიხსნის, მორჩები პირველს წყევასა!"

 

სოფელს უხარის, მიიღებს აწ განთავისუფლებასა;

ჩემნი იწვიან ნაწლევნი, ვხედავ შენს ჯვარზედ ვნებასა,

რომელსა ყოველთათვისა დაითმენ, იქ მათს ნებასა.

შენ, ძეო და ღმერთო ჩემო, უფალო, გძღვნი დიდებასა!

 

ჯვარით გარდმოხსნეს, წარგრაგნეს არმენაკითა წმინდითა;

დამარხეს, კარი საფლავთა დახურეს ქვითა დიდითა;

დაბეჭდეს, მხედართ უბრძანეს: საფლავს სამ დღემდის სცვიდითა.

მკვდარი არავინ მოგპაროსთ, მას დიდად გაუფრთხილდითა!

 

ზ. მოთქმა ხმითა თავ-ბოლო ერთი

 

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!

ბოროტისაგან კეთილი შურით ვერ განარჩიესო,

მაცხოვნებელი შენ მათი წამწყმენდლად მიგიჩნიესო,

დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

 

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!

ღვთის საიდუმლო გაგტეხეს, გულში ვერ დაგიტიესო,

ოცდაათ ვერცხლად გაგყიდეს, ისიც კი განაბნიესო,

დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

 

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!

შეგიპყრეს თვისი დამხსნელი, საბელი მოგახვიესო;

მაგრა შეგიკრეს ხელები, უფალსა არა გთნიესო,

დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

 

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!

ავაზაკზედა გაგცვალეს, ბარაბა მათ ირჩიესო;

ურიგო სიტყვა შეგკადრეს, გაგლანძღეს, გაგათრიესო,

დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

 

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!

ფრჩხილთა გიყარეს ლერწამი, ნუნები აგატკიესო,

ყვრიმალს გცეს თვალებ-აკრულსა. გკითხეს: ვინ გცემა, თქვი ესო?

დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

 

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!

ბრალი ვერ გპოვეს, დაგსაჯეს, პილატე მოგისიესო,

ბრალობის სისხლი თავზედა შვილითურთ გარდინთხიესო.

დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

 

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!

ხელ-დაბანილთა შოლტით გცეს, მსხვერპს სისხლი შეურიესო;

დაგადგეს ეკლის გვირგვინი, გოლგოთას მიგიწვიესო,

დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

 

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!

შესამოსელი გაგხადეს, ქლამინდი მოგახვიესო!

ჯვარზედ გაგაკრეს. ხელ-ფეხთა ლურსმანი გაგიწიესო,

დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

 

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!

წყალი ითხოე, მოგართვეს, ძმარში ნაღველი რიესო;

წმინდასა შენსა საღმრთოსა გვერდსა ლახვარი მიესო,

დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

 

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!

მოგკლეს უბრალო ბრალითა, ქვეყანა შეარყიესო;

მზე დანაბნელეს, მთვარეცა, ვარსკვლავნი დააფრქვიესო.

თავს კრეტსამბელი განაპეს, ბოლომდი შუა ხიესო.

 

ჯვარით გარდმოგხსნეს, წაგგრაგნეს, ტილოში წაგახვიესო:

დაგმარხეს, მკვდარსაც არ გენდვნენ, გარს მცველი შემოგხვიესო.

ჰქმენ სულგრძელება მათზედა და დასთმე შენ ჩვენთვი ესო!

დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

 

ჰქმენ სულგრძელება მათზედა და დასთმე შენ ჩვენთვი ესო!

დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

 

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!

არ ვიცი, რად ქნეს უგბილთა, ავი რა შეგამჩნიესო?

მკვდარს აღუდგენდი, კურნავდი კეთროვანს, წყალ-მანკიერსო;

ბრმას თვალთ უხელდი, ცისცისად არჩენდი ეშმაკიერსო.

 

უტყვს ენას ძღვნიდი, ყრუს – სმენას, საპყართა – სვლას შვენიერსო,

პურს მცირეს დიდად, წყალს ღვინოდ უქცევდი, - ჭამე, სვი ესო.

ამის მეტს არას ეტყოდი: ესევდით ღმერთს ზეციერსო!

მშვიდად ცხოვრებდით, ნუ უზამთ ერთმანეთს თქვენ უდიერსო!

 

განიკითხევდით გლახაკთა, ასმევ-აჭმევდით მშიერსო;

რასაც კეთილს იქმთ, ღმერთი თქვენ მოგაგებთ მის მაგიერსო!

ორსავ გზას წრფელს წინ უდებდი: ხორციელს და სულიერსო.

ამის სანუფქოდ შენ მათა სიკვდილსა შეგამთხვიესო!

ჰქმენ სულგრძელება მათზედა და დასთმე შენ ჩვენთვი ესო!

დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

ჰქმენ სულგრძელება მათზედა და დასთმე შენ ჩვენთვი ესო!

დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

 

თ. უკვდავების წყაროს იგავთ ახსნა

 

მან უცნაურმან საცნობლად თავისა ჩენა ინება;

ვით ვეშპის მუცლით იონას ხვდა მესამე დღეს ლხინება,

ეგრეთ იესოს ქრისტესა საფლავით წამოდგინება.

მისგან ცხოვრების წყარომა ჩვენთვის დაიწყო დინება.

 

ცხოვრების წყარომ დაშრიტა ჯოჯოხეთს ცეცხლის ალები.

ზედ მიესხურა, დამოსა ხორცითვე მკვდართა ძვალები;

ჩაუდგა სული უკვდავი, მისცა აღდგომის ძალები.

უშმაკთ დაულპო წერილი, ადამს გარდუწყდა ვალები.

 

ეს ის წყარო არს, ძოღანას რომ მოგითხარყე სუ რითა,

მოიღეთ წმინდა ჭურჭელნი, წაიღეთ, ვისაც გსურითა!

ვით საწამლავი გექმენებისთ ჭურჭლითა უწმინდურითა,

გაფთხილდით, ძმანო, არ მოკვდეთ მყრალ-ზნოანისა ჭურითა!

 

იესო ქრისტე ეჩვენა კართა ხშულთ მცნობთ მსხდომარესა,

გვერდ-ჭრილი, ხელ-ფეხ ნალურსმი იცნეს და განიხარესა.

მიბერა სული, ახარა მან მათსა საყნოსარესა,

კვლავ ქვეყნით ზეცად ამაღლდა, ჯდა მამის მარჯვნით მხარესა.

 

ქვეყნად ძე მოკლეს უგბილთა, არ მამა ზესკნეთოვანი!

იგიცა ისევ განახლდა, ვითარცა ორბი ფრთოვანი;

ძემ ხორცით მოკლა კაცება, ცხოველ ქმნა სული მღვთოვანი,

ადამს სამოთხით განძებულს მით მუნვე მოურთო ვანი.

 

მამას და ძესა და სულსა სიტყვით აქვს განყოფილება,

მაგრამ ერთ ღმერთად ითქმიან, ამას არ უნდა ცილება.

მამა უვნებლად მაღლა ჯდა, ქვე ძეს ხვდა მოცაკვდინება,

სულს რაღა შაეხებოდა, თვალთაგან არ იხილვება.

 

ერთი არს ღმერთი ყოველთა ქმნულთა, მის მიერ ქმნულისა.

ბრძენიც არა ჩანს აღმრაცხი მის სარიცხველთა ნულისა.

ვითარ შესწვდების გონება უცებით ქვე დანთქმულისა!

აქეთ და გაქექთ ნუღარას, გესმოდესთ ჩემის თქმულისა!

 

ვითა ტორუა ქვეყნითგან ცამდის შეიწყებს სტვენასა;

ვერ უწევს, ქვევე ბრუნდების, რომ ვეღარ შესძლეს ფრენასა,

ეგრეთვე კაცი რიტორი რაზომც ამჭივრებს ენასა,

დაშვრების, ვით ჰხამს, ვერ აქებს მას ერთსა ღმერთსა ზენასა.

 

ღმერთი არის თვით ხელმწიფე, თვით უფალი, თვით მჭირველი;

არავინ ყავს მოზიარე, აქვს მპყრობლობა უცილველი.

ღვთისგან ნივთობს, ყოვლი ნივთი, ხილული და უხილველი,

სუფევს ყოვლის სულისაგან ძვირ-უთქმელი, უკილველი.

 

მას აქებენ: ანგელოზნი, ცა, ქვეყანა, ბნელ, ნათელნი,

ზღვა, ხმელეთი, ხე, ბალახნი, მთა, ბორცვი, ტყე, მაღნარ, ველნი,

პირუტყვ-მხეცნი, მფრინველ, თევზნი, ვეშაპ, ყოვლნი ქვემძრომელნი,

ცეცხლი, ქარი, წყალი, მიწა, კაცი ცხოვლად პირ-მეტყველნი.

 

მზე და მთვარე, ვარსკვლავები, ღურუბელ-ნისლი, ცისსარტყელი,

ზამთარ, ზაფხულ, ყინვა, სიცხე, თოვლი, წვიმა მწყურნებთ მრწყველი,

ელვა-ქუხილ, მეხ ტატანი, ხორშაკ, სეტყვა ხილთ მბერტყელი, -

ყოველი სული აქებდით იტყვის წინასწარმეტყველი.

 

ღმერთმან ქვეყნად რაც მოჰფინა, ყველა ჩვენთვის განაჩინა;

თვალ-მარგალიტ, ოქრო, ვერცხლი, სპილენძი, თუ ქვა და რკინა;

ჭიაც ჩვენთვის ამუშაკა, ჭიჭნაური აპარკინა,

ჩვენცა გვმართებს ღმერთს დაუთმოთ, სწავლად გვემით რაც გვატკინა.

 

ვიდგეთ, ვიჯდეთ, ანუ ვიწვეთ, ხანსა ცუდად არ დავზმიდეთ;

ვსტიროდეთ, თუ ვიცინოდეთ; ვლექსობდეთ, თუ ანუ ვზმიდეთ,

ღმერთს ვაქებდეთ, ღმერთს ვამკობდეთ, ღმერთს დიდებას შევასხმიდეთ,

ღმერთს მივსცემდეთ მადლობასა, პურს ვშჭამდეთ, თუ წყალსა ვსმიდეთ!
ბეჭდვა  
კომენტარები:
ზურა2011-04-23 14:19:46
უძლიერესია

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



ტოპ ათეული
1. ადვოკატის თქმით, ამიტომ მოკლა გრძელიშვილმა დარჩია...
2. საზარელი მკვლელობა აშშ-ის ქალაქ სტემფორდში - ბრალდებული საქართველოს მოქალაქეა
3. დღის კითხვა - რა დაინახა ქმარმა თავისსავე გადაღებულ სურათზე ისეთი, რამაც ცოლის მოკვლისკენ უბიძგა?
4. მოკლული დაჩი დარჩიას ოჯახი განცხადების გაკეთებას აპირებს - მალავენ თუ არა, ვიდეო-კადრებს?
5. ტესტი ქალებისთვის- რას ხედავ ფოტოზე - ციყვებს, გოგონას თუ შიშველ მამაკაცს?
6. კალორიების გამანადგურებელი 4 პროდუქტი
7. ვინ არის ყველაზე მდიდარი ქართველი
8. "მოსინჯეთ ეს რეცეპტი და თქვენ ვერ იცნობთ თქვენ ხერხემალს!"
9. ქეთა თოფურია ქმართან ერთად ყაზბეგს ესტუმრა (ფოტოები)
10. დაბადების თარიღი კარიერულ წინსვლაზე მოქმედებს
ბლოგები
ცუ­ნა­მი, იაპო­ნე­ლე­ბი, ქარ­თ­ვე­ლე­ბი და სო­ლი­და­რო­ბა
რეკლამა საიტზე
ტელ.: (+995 32) 2-000-247, 595 58-18-18
599 877-901, 599 877-908
 
2014-09-02
visitor 54 452
visit 79 219
page 135 594
2014-09-03
  0
  0
  0