რეკლამა Presa.ge-ზე: 599 877 901
სპეციალური ფასები: 599 877 908
სარეკლამო ადგილი - 24
468 x 100
სარეკლამო ადგილი - 82
252 x 100
,,ა­და­მი­ან­ზე ლა­მა­ზად და უკე­თე­სად სიკ­ვ­დი­ლიც შე­უძ­ლი­ა"- ლა­ნა პა­პი­ძე
უც­ნა­უ­რად შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­ხელ­მ­წი­ფო ჰიმ­ნი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ახალ­გაზ­რ­დუ­ლი ფრთის ყრი­ლო­ბა­ზე
"უ­კულ­ტუ­რო­ბა და არა ადა­მი­ა­ნო­ბაა ის რა­საც თქვენ აკე­თებთ! "ქრის­ტი­ნე იმე­და­ძე სკან­და­ლურ გან­ც­ხა­დე­ბას ავ­რ­ცე­ლებს
თბი­ლი­სის აერო­პორ­ტ­ში ახა­ლი ტერ­მი­ნა­ლის მშე­ნებ­ლო­ბა და­იწ­ყო
ყველა სიახლე
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930123
ამინდი
  თბილისი17°-31°
  ქუთაისი24°-37°
  ბათუმი24°-32°
პიგმენტური ლაქები და ჭორფლები: უმტკივნეულო მოცილება

14:18 25.07.2011
[ანანო კვაჭანტირაძე]

რა თქმა უნდა, მზის სხივები ადამიანს დიდ სიამოვნებას გვრის, მაგრამ ულტრაიისეფერი სხივები კანზე ყოველთვის დადებითად არ მოქმედებს. მათი გავლენით, ჩნდება პიგმენტური ლაქები და ჭორფლები. ქალბატონებს კი ყოველივე ძალიან აწუხებთ და ინტერესდებიან მეთოდებით, რომლებითაც მათი მოცილებაა შესაძლებელი.  

მოდური ტენდენცია

რამდენიმე წელია, ჭორფლები მოდური ტენდენციის უმაღლეს საფეხურზე დგას. ეს კი ცნობილი ჰუგო ბოსის დამსახურებაა, რომელმაც სარეკლამო კამპანიაში იმ მოდელების გადაღება გადაწყვიტა, რომლებსაც სახეზე ჭორფლები ჰქონდათ. ცნობილ დიზაინერს ჭორფლებმა ხელი ნამდვილად არ შეუშალა. იგი დარწმუნებულია, რომ სწორედ გაბედულმა ნაბიჯმა განაპირობა იმ სუნამოს წარმატება, რომლისთვისაც ჭორფლიანი მოდელი გადაიღეს. აღსანიშნავია, რომ ხშირად, მოდელებს ხელოვნურადაც კი უკეთებენ ჭორფლებს. ასეთ გზებს კი, თავდაპირველად, ფრანგმა ვიზაჟისტებმა მიმართეს. მედიკოსები აღნიშნავენ, სახეზე ლაქები, კანის პიგმენტაციის დარღვევის გამო ჩნდება. ეს დეფექტი კი, გამოსწორებას საჭიროებს.

ჰორმონალური დარღვევა

პიგმენტური ლაქები, შესაძლოა, მაშინ გაჩნდეს, როცა ორგანიზმში ჰორმონალური დარღვევაა. ამის მიზეზი ორსულობა და კლიმაქსი შეიძლება იყოს. ასეთ პერიოდში, კანი განსაკუთრებით მგრძნობიარეა ულტრაიისფერი სხივებისადმი. ქალების უმრავლესობას, ორსულობის დროს, სახეზე მუქი, პიგმენტური ლაქები უჩნდებათ. აღსანიშნავია, რომ ამის გამო ნერვიულობა არ ღირს, რადგან ძირითად შემთხვევაში, მშობიარობის შემდეგ ლაქები ქრება.

კოსმეტიკური უსაფრთხოება

პიგმენტური ლაქებისა და ჭორფლების წვალება არ შეიძლება და მით უმეტეს ისეთი ნიღბების გაკეთება, რომელიც ამა თუ იმ მჟავას შეიცავს. სანაცვლოდ, ქალბატონი იღებს გაფუჭებულ სახის კანს. უკეთესია შედარებით ეფექტური  და საიმედო საშუალებების გამოყენება. დასაშვებია კვირაში რამდენიმეჯერ სახის კანის გათეთრება სპეციალური ნიღბების დახმარებით. მათი დატოვება სულ 20 წუთით არის დასაშვები, რეზულტატი კი, პირველივე პროცედურის შემდეგ იგრძნობა.

ფარული ეფექტი

შესაძლოა, ლაქებისა და ჭორფლის შენიღბვაც, მაგალითად, რუჯის საშუალებით. რაც უფრო მუქი იქნება კანი, მით უფრო ნაკლებად გამოჩნდება ლაქებიც. ზოგადად, ჭორფლები არ იმალება რუჯის შედეგად, პირიქით, ისინი უფრო წითლდება, მაგრამ სასოწარკვეთას აზრი არ აქვს, რადგან ამ შემთხვევაშიც არსებობს გამოსავალი. საჭიროა კანის მგრძნობელობის დონის დაწევა ულტრაიისფერი სხივების მიმართ. მაგალითად, რაც შეიძლება ბევრი ხილის, ბოსტნეულისა და ციტრუსის მიღება დაგეხმარებათ ამ პრობლემის მოგვარებაში. სწორედ ეს პროდუქტები უზრუნველყოფენ ბუნებრივ რუჯს და კანის დაწვას უშლიან ხელს.

პროფესიონალის ჩარევა

არსებობს კოსმეტოლოგიური მეთოდებიც, რომლებიც ადამიანს პიგმენტების მოცილებაში ეხმარება. პროფესიონალები ლაზერულ სხივებს იყენებენ და ასეთი მეთოდის საფუძველზე, ჭორფლები უფერულდება და დროდადრო საერთოდ ქრება. პროცედურების შემდეგ, მოსალოდნელია კანის სიწითლე მცირე ხნით, მაგრამ ესეც გამოსწორებადია. სასურველი შედეგის მიღწევამდე, რამდენიმე პროცედურის ჩატარებაა აუცილებელი.
ბეჭდვა  
კომენტარები:
arvici2011-07-25 23:28:18
ggggggggggggggggggggggmmmmmmmmmmmmmmmmmaaaaaaaaaaa aaaaakkkkkkkkkkkkkkhhhhhhhhhhhhhh

2012-06-18 12:35:26
ვა, რა მაგარი გასათვალისეინებელი რჩევებია.

კოსმეტო..გი2012-06-22 22:51:38
კოსმეტოლოგები ლაზერით არ ვიცი რას იღებენ,მაგრამ მაგას პილინგით ვიღებთ.კარგია დღისით დღისით მზისგან დამცავი კრემების წასმა

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



გამოკითხვა
როგორ აფასებთ ბიძინა ივანიშვილის წერილს საზოგადოებისადმი?
  
ტოპ ათეული
1. ლანა პაპიძე: "მესიზმრა, მაგდა გიჟივით თხრიდა ბავშვის საფლავს. მეშინია არ შევიშალო ჭკუიდან"
2. ლანა პაპიძე: "ჩემს დახეულ ჯინსებზე ჭორაობთ? თქვენ ხართ ბრბო, უწიგნური ხალხი"
3. ნაგიევის სენსაციური განცხადება 40 წელს გადაცილებულ ქალებზე
4. ლანა პაპიძე: "ჩვენ ძვირიან სათამაშოებს ვყიდულობდით თოკოსთვის... ლილის არაფერი უყიდია"
5. პოლიცია სასულიერო პირს ფიზიკურად გაუსწორდა - რა მოხდა ლანჩხუთში?
6. აკროშკა (ცივი სუპი)
7. ქართული სტერეოტიპები, რომლებსაც თავი ვერ დავაღწიეთ: „ქვეყანა, სადაც 35 წელს ზემოთ ქალზე ამბობენ, გასაღდაო…“
8. ლოცვა, რომელიც თქვენ და თქვენს შვილებს ავი თვალისგან დაცვაში დაგეხმარებათ
9. ეს ის ბონდარენკოა, რომელმაც.... - აი რას წერენ სტანისლავ ბონდარენკოზე
10. ,,ნიკორას" მატლიანი საფირმო სოსისი და შოკირებული მომხმარებელი
ბლოგები
წე­რი­ლი ჭორ­ვი­ლი­დან: იცი შენ, გლა­ხა რჩე­ვას არ მოგ­ცემ მე, შე­ნი კარ­გი­და­კე­თი­ლი მინ­და...
სარეკლამო ადგილი - 84
252 x 60
რეკლამა საიტზე
ტელ.: (+995 32) 2-000-247
599 877-901, 599 877-908