მთავარი | სიახლეები | ბიზნეს პრესა (BP.GE) | English | არჩევნები | პოლიტიკა | საზოგადოება | გმირები | კრიმინალი | დიასპორა | მედიცინა | სამხედრო | სპორტი | ხელოვნება | ლიტერატურა | ყვითელი | | ავტომარიაჟი | ბლოგები | ვიდეო | აფიშა | განრიგი | გურმანი | ვაკანსია 

გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი საქ­მის დე­ტა­ლე­ბი: შსს-ს მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი 24 წლის ახალ­გაზ­რ­დას ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­და?
ბა­ჩო ახა­ლა­ის ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უ­ა­რეს­და
5 წლის ბავ­შ­ვი 5000 ვოლ­ტის დარ­ტ­ყ­მას გა­და­ურ­ჩა
უკ­რა­ი­ნელ­მა ქალ­მა ლი­პო­საქ­ცია სა­კუ­თა­რი ხე­ლით გა­ი­კე­თა
ყველა სიახლე
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
ამინდი
  თბილისი18°-31°
  ქუთაისი18°-26°
  ბათუმი19°-23°
ჩეჩნები ისევ საომრად ემზადებიან

08:30 26.07.2012
[ფრიდონ დოჩია]

ჩეჩნეთში ახლა მართალია ოფიციალურად საომარი ქმედებები არ მიმდინარეობს. თუმცა ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩეჩნეთში ომი ნამდვილად დასრულებულია. ყველაზე საინტერესო მაინც ის არის, რომ ჩეჩნებს რუსები სამხედრო–სავალდებულო სამსახურშიც კი არ იწვევენ. უფრო სწორად არ იწვევდნენ აქამდე. არადა, ინტერნეტ–საიტ asfera.info–ს ცნობით, 20 წლის მანძილზე ჩეჩნეთში მიმდინარე წელს პირველად გამოცხადდა გაწვევა. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ მსურველი იმდენი აღმოჩნდა, რომ საჭირო გახდა ისეთი კონკურსის გამოცხადება, როგორიც არც ერთ პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებელს ჯერ არც კი დასიზმრებია – ერთ ადგილზე 100 კაცი. ცნობილია, რომ ახალწვეულები იმსახურებენ ჩეჩნეთში, იქაური შინაგანი ჯარების სპეციალიზებულ მოტორიზებულ ბატალიონში.

ნაწილის მეთაურის მოადგილის პოლიტიკურ მომზადებაში, სერგეი ჩერნოივანოვის განცხადებით, როდესაცწვევამდელს გაწვევაზე  უარს ეუბნებოდნენ, ის  ამის გამო ტიროდა, თურმე. „მე პირველად აქ დავინახე მამაკაცური ცრემლები, თქვენ არ დაიჯერებთ, როცა ის ტიროდა და ამბობდა: „წამიყვანეთ, მე მინდა ვიმსახურო“. თუმცა, სამწუხაროდ, რეალობა ასეთია, რომ არმიაში მსახურება შეუძლიათ მხოლოდ იმათ, ვისაც ამის საშუალებას ჯანმრთელობა აძლევს“, – ირწმუნება ჩერნოივანოვი.

საბოლოო ჯამში 46–ე ცალკეული ბრიგადის ახმად კადიროვის სახელობის პოლკში შეარჩიეს ყველაზე ჯანმრთელები და გამძლეები. ძირითადად ამ ახალგაზრდებმა ეს–ესაა, რაც სკოლა დაამთავრეს და საკუთარ მომავალს მხოლოდ სამხედრო საქმეში ხედავენ.

ჯერჯერობით, ყველა ახალწვეული კონტრაქტით მომსახურეთათვის განკუთვნილ საერთო საცხოვრებელში განათვსეს. თითოეულ ოთახში ხუთ საწოლზე მეტი არ არის. ოთახში არის ტელევიზორი და თითოეულ მათგანს ახალწვეულს საკუთარი კარდა აქვს. თავისუფალი დრო ძალზე ცოტა აქვთ, მაგრამ ცდილობენ ის მაქსიმალურად სასარგებლოდ გამოიყენონ. ამისათვის სამხედრო ნაწილში აქვთ მეჩეთიც და სპორტული დარბაზიც. ერთი სიტყვით, როგორც კურორტზე ისე ცხოვრობენ.

ჯერჯერობით, ყველას და მათ შორის ოფიციალურ პირებსაც კი ძალიან უკვირთ, რითია გამოწვეული ჩეჩნურ არმიაში გაწვევა, რაც მანამდე 20 წლის მანძილზე არავის გაუკეთებია.ექსპერტთა მოსაზრებით, ძნელი სავარაუდოა, რომ ეს ყველაფერი ისე უბრალოდ კეთებოდეს. საოცარია ისიც, რომ წვევამდელებს სხვა რეგიონებში გაგზავნას არ უპირებენ.

როგორც არ უნდა იყოს, ჩეჩნეთის მეთაურს, რამზან კადიროვს საწუწუნოდ საქმე ნამდვილად არა აქვს, როცა ამდენი ახალგაზრდა ჩეჩენი მზადაა საომრად. ასე რომ, გამორიცხული არ არის, თუ რამზან კადიროვს რამე არ მოეწონა, რუსი სამხედროების მიერ მომზადებული და კარგად შეიარაღებული ჩეჩენი მებრძოლებით კრემლს დაუპირისპირდეს. ყოველ შემთხვევაში, ექსპერტები მოვლენათა მსგავს განვითარებას სრულებითაც არ გამორიცხავენ და ვნახოთ.მსგავსი გამოცდილება ჩეჩნებს რომ აქვთ, არც ესაა ახალი ამბავი. თავის დროზე ხომ ჯოხარ დუდაევმა ჩეჩნეთში არსებული რუსული შეიარაღება ხომ დაიტოვა და ამ იარაღით რუსეთს ომი გამოუცხადა.
ბეჭდვა  
კომენტარები:
2012-07-26 08:43:23
კადიროვი მაგარი ბოღმაა. კრემლი მას უკვე ვერ აკონტროლებს

პანამა2012-07-26 14:50:46
მაგარი ბანძი ხალხია!!

2012-07-26 14:59:29
რუსებსაც და ჩენებსაც დაუწყვეტიათ ერთმანეთი მაგენი იყვნენ აფხაზეთში და ოსეთში რომ გვეომებოდნენ...

სე.კა.2012-07-27 10:02:45
ბანძი ხალხი ნამდვილად არ არის! ერთმანეთის გამტანი ხალხია! ჩვენთან ბევრი შეეშალათ და ეშლებათ გულსაცყვეტია! მაგრამ ღმერთი ყველაფერს ხედავს! საერთოდ აფახეთის ომის მერე რაც დაემართათ მგონი ყველამ კარგად იცით...

მ.მ2012-07-27 13:53:22
რატო გგონიათ, რომ ყველას თქვენთან ეშლებათ. ცალკეული ინდივიდების ქმედბები ნაციაში არ უნდა აურიოთ. მაგ ლოგიკით სტალინმა და ბერიამ რა დღეში ჩააგდო ჩეჩნები 1944 წლის 23 თებერვალს, მაშინ ასეული ათასობით ადამიანი დაიღუპა.

тт2012-07-28 12:55:25
ისე, სანამ რუსულიდან გადმოაკატავებენ ხოლმე, იქნება გაანალიზონ. ჩეჩნებმა აფხაზეთის ომში თანამემამულე მონაწილეები 100 000 იან სახალხო კრებაზე დაწყევლეს. ეს ცნობილი ფაქტია და ცუდია რომ არ იცით. რაც შეეხება, სამაჩაბლოში მათ შემოსვლას, იქ მყოფი ჩემი თანამშრომლის და ნაცნობი სამთო მსროლელის, გამოცდილი მეომრის სიტყვებით სასაყვედურო არაფერი ჩაუდენიათ. აქვე მინდა მოგახსენოთ, რომ სიტყვა - ტერორისტი აღარ უნდა იხმარებოდეს ჩეჩნების მიმართ. ადამიანებს, რომლებიც საკუთარი სამშობლოს განთავისუფლებისთვის იბრძვიან,სხვა ეპითეტებით მივმართავთ.

ჯანო2012-07-30 15:06:19
დაწყევლიტ ეშველებათ იმ ბიჭებს ვისაც თავები დააჭრეს?რაებს ბოდიალებთ!!ესენი უმადური და სასტიკი ერია,ქარტველთმოძულე.....

მამია2012-07-31 13:12:07
ჩრდილო კავკასიელების და მათ შორის ჩაჩნების უპირველესი უბედურება ის არის, რუსეთმა კიდევ ერთხელ მოახერხა მათი გათიშვა-,,დაყავი და იბატონეეს" პრინციპით!!! სანამ ჩრდილო კავკასიაში ფუნდამენტურად არ გაიაზრებენ, რომ პუტინის რუსეთი, ეს თანამედროვე მონსტრი, არის ყველა უბედურების თავი და თავი, მანამდე მათი (და არა მარტო მათი) საშველი არ იქნება!!!

მამია2012-07-31 13:26:41
პირადათ მე ღრმად ვარ დარწმუნებული იმაში, რომ რუსეთისთვის ყველაზე ცუდი დღეები ჯერ კიდევ წინ არის! მხედველობაში მაქვს იმ ხალხების გამოღვიძება, როგორებიც არიან მაგალითად თათრები, ბაშკირები და ა.შ. რაც უფრო სწრაფად მოხდება ეს, მით უფრო უკესი იქნება!!!

გურუ2012-08-08 08:23:23
ერის ცალკეულ ავაზაკებთან გათანაბრება, ყოვლად დაუშვებლად მიმაჩნია! ჩეჩნების გარდა, აფხაზეთის მხარეს, ბევრი რენეგატი გააფხაზებული ქართველიც იბრძოდა! ჩვენც არ ვართ მთლათ წმინდანები ჩეჩნების წინაშე, შამილის დატყვევებას ვგულისხმობ!ჩეჩნებმაც ბევრი შეცდომა დაუშვეს ჩვენს მიმართ, ერის მიმართ, რომელმაც ფაქტიურად გენოფონდი შეუნარჩუნა!რუსებს იმდენი მეომარი არ გაუნადგურებიათ, რამდენის მოხუცი ქალი და ბავშვი. მთლიანად აულებს ანადგურებდნენ! ამას თუ ჩეჩენი ხალხი დაივიწყებს, მაშინ კავკასიური იდენტობა დაუკარქავთ და ისაა! საქართველო ყველა კავკასიელთან გამონახავს საერთო ენას, ეს რუსებთან არის , რომ არც ომი იციან და არც მშვიდობა!არც მოხუცებს და ქალებს ცემენ პატივს და არც ბავშვები ეცოდებათ და ინდობენ! ოსების მიკვირს კიდე, ბესლანს რო ქვეყანა მოგიწყობს, იმის ყურმოჭრილი მონა როგორ უნდა იყო კიდევ? რუსებ პრობლემები აწი ეწყებათ! მთავარია ჩვენ გადაურჩეთ მაგათ ნანგრევებში მოხვედრას!:(

გივი2012-08-31 18:02:09
ბანძი ხალხი ნამდვილად არ არის, ჯიგარი და გამტანი ხალხია. მაგრამ ცოტა ზედმეტად ხისთავები. თუ არ უნდა ვერაფერს ვერ გააგებინებ. თან სულ რაღაცა პრეტენზიები აქვთ ქართველების მიმართ. რა ჯანდაბა უნდათ ვერ გაიგებ.

11112013-02-06 20:56:04
რა უნდათ და ქართველმა გენერლებმა გადაასახლეს ჩეჩნები ციმბირში

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



ტოპ ათეული
1. 4 ტყუილი სამეგრელოში აღმოჩენილ სამალავთან დაკავშირებით
2. ჩეხური დიეტა –კვირაში დაიკლებთ 5 კგ–ს
3. "რედისონთან" სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი
4. ხიდაშელი გიორგობიანის წინააღმდეგ
5. მერაბიშვილს ქონება დაუყადაღეს
6. მორიგი უზუსტობა შს კადრებზე: რატომ აცვია ჩუსტი, არ უკეთია ხელთათმანი, რატომ არ ჩანს კადრში „დასაჭერები“
7. როგორი კოცნა ახასიათებთ ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის მამაკაცებს
8. სექსუალური გოგონები სავარჯიშო დარბაზში (ფარული კამერა)
9. ნანუკა ჟორჟოლიანი ივანიშვილს მიმართავს
10. რა აღმოაჩინა შს-მ სამეგრელოში?
ბლოგები
დრო­ის მა­ხი­ნა (მოგ­ზა­უ­რო­ბა მო­მა­ვალ­ში)
რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901, 599 877-908
555 728-962