მთავარი | სიახლეები | ბიზნეს პრესა (BP.GE) | English | არჩევნები | პოლიტიკა | საზოგადოება | გმირები | კრიმინალი | დიასპორა | მედიცინა | სამხედრო | სპორტი | ხელოვნება | ლიტერატურა | ყვითელი | | ავტომარიაჟი | ბლოგები | ვიდეო | აფიშა | განრიგი | გურმანი | ვაკანსია 

ოთო ნომ­სა­ძის სუ­პერ შეს­რუ­ლე­ბა და საგ­ზუ­რი ფი­ნალ­ში
17_მა­ი­სის ინ­ცი­დენ­ტ­თან და­კავ­ში­რე­ბით 4 პი­რი და­ა­კა­ვეს
გა­დას­ცა თუ არა ივა­ნიშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ და­ღეს­ტ­ნე­ლი მო­ჯა­ჰე­დი რუ­სეთს?
რა­ტომ ჭი­ა­ნურ­დე­ბა 17 მა­ი­სის მოვ­ლე­ნე­ბის გა­მო­ძი­ე­ბა ?
ყველა სიახლე
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
ამინდი
  თბილისი10°-25°
  ქუთაისი14°-31°
  ბათუმი14°-23°
საქართველოზე რუსული სამხედრო კორიდორის გაჭრის გეგმა, წლების წინ დაიწერა

09:12 28.08.2012
[თეა ინასარიძე]

სირიაზე თავდასხმის შემთხვევაში რუსეთი სამხრეთ კავკასიაზე კონტროლის გასამყარებლად ემზადება – პუბლიკაციები ამ სათაურით რუსულ საინფორმაციო სივრცეში პირველად არ ვრცელდება.

ამჯერად რუსი ავტორი მიხეილ ალექსანდროვი რუსეთის გეგმებსა და ამ მიმართულებით უკვე არსებულ პროექტებზე დეტალურად წერს.

ის იხსენებს გასული წლის დეკემბერში რუსეთის გენერალ-მაიორის იური ნეტკაჩოვის განცხადებას, რომ ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ომის შემთხვევაში რუსეთი სომხეთის ბაზის მომარაგებისთვის გზას, ე.წ. სატრანსპორტო კორიდორს საქართველოზე გაჭრის.

ალექსანდროვი აღნიშნავს, რომ პირველად საქართველოზე გავლით ე.წ. სატრანსპორტო კორიდორის გაჭრაზე საუბარი იყო დსთ-ის ერთ-ერთ ანალიტიკურ მოხსენებაში, სათაურით `ისტორიის დასაწყისი ან ბოლო~, რომელიც 1997 წელს დსთ-ის ინსტიტუტის მიერ მომზადდა.

მოხსენებაში აღნიშნულია, რომ `საქართველოს მიერ ანტირუსული ხაზის გაგრძელების შემთხვევაში, საჭირო იქნება გაიჭრას კორიდორი, რომელიც რუსეთის სომხეთთან პირდაპირ კომუნიკაციას უზრუნველყოფს~.

ამ კორიდორის იდეა, რომელიც 15 წლის წინ გაჩნდა, მუდმივად მუსირებს რუსეთის სამხედრო წრეებში – ნათქვამია სტატიაში, რომლის ავტორიც აღნიშნავს, რომ `საქართველოს ხელისუფლება, როგორც ჩანს, აცნობიერებს ვითარების სერიოზულობას~, რადგან გრიგოლ ვაშაძემ, უკრაინაში ვიზიტისას, ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთი შესაძლებლობისთანავე ახალ აგრესიას განახორციელებს არა მარტო საქართველოს, არამედ ამიერკავკასიის სხვა რესპუბლიკების წინააღმდეგაც.

`ამ პოლიტიკის მიზეზი ისაა, რომ კრემლი ცდილობს აღადგინოს საბჭოთა კავშირი. ეს დეკლარირებული პოლიტიკური მიზანია, ამოცანა, რომელიც სხვადასხვა რუსული სამსახურების მიერაა დასახული. სამხედრო აგრესიის საბაბად კი შეიძლება იქცეს ნებისმიერი სამხედრო-პოლიტიკური გართულება რეგიონში – მთიანი ყარაბაღი, ირანი~ - ციტირებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ალექსანდროვი და შენიშნავს, რომ რუსეთის მიერ იმპერიის აღდგენის მცდელობაზე სამხედრო ექსპერტი პაველ ფელგენგაუერიც წერდა, რომელიც თვლის, რომ რუსეთს არ აქვს რეალური რესურსები სირიის დასახმარებლად, რადგანაც შორსაა მისგან. ამ პირობებში კი რუსეთს დასჭირდება პატარა გამარჯვების მომტანი ომი, რომ დაამციროს დასავლეთი და იმიჯის კომპენსაცია გაიკეთოს სირიაში წაგების გამო:

`როგორც ჩანს, ვიღაცას ჰგონია, რომ ერთი სწრაფი დარტყმით საქართველო შეიძლება გაიწმინდოს ამერიკული გავლენისგან და უარი თქვას ნატოს წევრობაზე. სომხეთი მჭიდროდ იქნება მიტმასნილი, აზერბაიჯანიც ვერსაც წავა. სამაგიეროდ, გაზისა და ნავთობის მილები, რომლებიც კასპიის აუზიდან მოდის, კონტროლს დაექმევემდებარება, ყარაბაღში კი რუსი სამშვიდობოები შევლენ. განმტკიცდება ახალი სტატუ-ქვო. პირადი ძალაუფლების რეჟიმი დამყარდება მოსკოვში, აშშ კი მოკავშირეებთან ერთად, დაე, დაკავდეს სირიითა და ირანით~ - წერს ფელგენგაუერი.

თუმცაღა, თბილისმა ამერიკელებთან ერთად რუსები შეიძლება ხაფანგში გააბან – წერს მიხეილ ალექსანდროვი და საქართველოს სამხედრო პოტენციალსა და აგვისტოს ომში რუსეთის შეცდომებს იხსენებს.

რაც შეეხება აშშ-ის ირანზე თავდასხმის შემთხვევას, ალექსანდროვის თქმით, აქ სხვა პოლიტიკა ამოქმედდება:

`ირანის დასავლეთის კონტროლქვეშ გადასვლის შემთხვევაში, ეს რუსეთისთვის სტრატეგიულ ნაციონალურ საფრთხეს შექმნის. ირანში გასაცვლელი არანაირი ტერიტორია  არ არსებობს. ეს დაფიქისირებულია კონკრეტულ დოკუმენტებში, რომლებიც მოსკოვსა და თეირანს შორისაა გაფორმებული~ - წერს ის და იხსენებს ირანთან 1921 წელს დადებულ ხელშეკრულებისას, რომელიც მისი თქმით დღემდე მოქმედებს და ფაქტობრივად, რუსეთის პროტექტორატს აღიარებს ირანზე, რადგან მასში ნათქვამია, რომ თუ მესამე ქვეყნების მიერ ირანზე სამხედრო თავდასხმის საფრთხე შეიქმნება ან იქნება მცდელობა მისი რუსეთისადმი მტრული სახელმწიფოს ბაზად ქცევისა; თუ ეს საფრთხეს შეუქმნის რუსეთის ფედერაციულ საბჭოთა რესპუბლიკის საზღვრებს, ირანის ხელისუფლებაკი ვერ შეძლებს თავად გამკლავებას, საბჭოთა ხელისუფლებას იქ თავისი ჯარების შეყვანა შეუძლია, რომ თავდაცვის მიზნით შესაბამისი სამხედრო ზომები მიიღოს.

ასე რომ, აშშ-ის ირანშზე თავდასხმის შემთხვევაში რუსეთს შეუძლია თავისი ჯარი შეუყვანოს ირანში ზუსტად ისე,  როგორც ეს 1941 წლის აგვისტოში გააკეთა – წერს ავტორი, საქართველოსა და აზერბაიჯანში კი რუსული ჯარების შეყვანას დიდი ომის წინ პრელუდიას უწოდებს.

ამის დასტურად კი იშველიებს რუსეთის გენშტაბის ხელმძღვანელის ნიკოლაი მაკაროვის განცხადებას გასული წლის ნოემბერში, როცა მან თქვა, რომ ლოკალური კონფლიქტები რუსეთის საზღვრებთან, შეიძლება, ფართომასშტანიან ომში გადაიზარდოს, მათ შორის, ბირთვული იარაღის გამოყენებით.

ალექსანდროვი ეჭვობს, რომ მაკაროვი სწორედ ზემოაღნიშნულ სცენარზე ლაპარაკობდა.

ბეჭდვა  
კომენტარები:
2012-08-28 09:41:06
არ გაatrakkkeeeeეს საქმე. დაანებეთ ამ რუსებს თავი და მიხედეთ თქვენ საქმეს . კიტრების კამანდა არ მოItttxxxnnnეს ტვინი

ბებერი2012-08-28 09:44:09
ამერიკა, ითვალისწინებს რა საქართველოზე რუსეთის მიერ შესაძლო ახალ აგრესიას, არ აპირებას დამასკოში პირდაპირი საომარი მოქმედებების დაწყებას. ეს მეორე მხრითაც მომგებიანია მისთვის რადგან რუსეთს კოლოსალური თანხები უჯდება დამასკოში გატარებული ყოველი დღე, როდესაც ამერიკა მიზერულ თანხებს ხარჯავს, ამბოხებულებისა და დანარჩენი არაბული ქვეყნების ხარჯზე(სამწუხაროთ რუსული სიჯიუტის გამო ბევრი ხალხი იხოცება).
რუსეთი ცდილობს პროვოკაციებით როგორმე ამერიკა თუ არა თურქეთი ჩაითრიოს ესკალაციაში და შექმნას მაინც ამ რეგიონში ომის ინსცენირება დამასკოსა და სხვა ნებისმიერი ქვეყანას შორის, ვინძლო გაეხსნას ხელ-ფეხი სამხრეთ კავკასიაში მისი ზრახვების განსახორციელებლათ. ითვალისინებს რა რუსეთი ამერიკის ასეთ სიფრთხილეს და ირიბულ ჩარევას დამასკოს შიდა საქმეებში, მას შემუშავებული აქვს სარეზერვო გეგმაც, საქართველოში შექმნას შიდა სამოქალაქო დაპირისპირება და გამშველებლის რანგში ანუ მანაც "ირიბულათ" ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში, რაც გამოიხატება ამ შემთხვევაში საქართველოს ანექსიაში.

2012-08-28 09:45:53
ბორიაც ერთ-ერთი მონაწილეა მაგ გეგმისა, ტყუილა არ ჩაუჯიბეს მას ფული ღრუსეთში.

ბებერი2012-08-28 09:58:00
ვიღაცა დამთხვეული ამ საიტებზე სიმართლეს ეძებდა, სიმართლე და რუსული მანევრები ეს არის, დამარჩენი დეტალებია. მიუხედავათ იმისა რომ ზოგიერთნი აცხადებენ ჩვენ საქართველოს არავინ გვეკითხებაო, მთავარი მაინც ამ სიმართლეში იქნება ქართველი ხალხის ნება ოქტომბერში, დიდი უმრავლესობით რა გზას აირჩევენ რუსულის თუ დანარჩენი მსოფლიოს ცივილიზაციის გზას.

2012-08-28 10:28:25
rusebis bolo koziria , birtvuli iaragi . sxva yvela gahrilia . eg aris dashinebis iaragi . qartuli erovnuli modzraoba svlas ar sheacherebs , nebismieri muqaris pirobebshi. wili nayaria archevani gaketebulia . saqartvelos dzlierebas gaumarjos ! ! !

Gocha - giorgi2012-08-28 10:37:36
Tvinze raime saxis manipulacia rom chaataro amistvis aucilebeli pirobaa gqondes tvini . usaxelos sapasuxod .

გეო2012-08-28 10:42:33
ბებერს:
პრობლემა და პარადოქსი ის არის, რომ ზოგიერთი "თბილის ქალაქის ინტელექტუალურად გაბანკროტებული შვილი" ვერაფერსაც ვერ აცნობიერებს. იმედია, მაინც ცოტა აეტორღიალება იმათ ჭკუა-გონებას. როგორც ჩანს, რეგიონებში უფრო მამაცი ქართველები ცხოვრობენ და აქედან გამომდინარე უფრო გონიერებიც! პ.ს.: ფაქტია, ცხოვრება უფრო კარგი მასწავლებელია, ვიდრე წიგნი:)

2012-08-28 11:15:44
იობანამ რო გამოკითხვა ჩაატარა იმის რეიტინგებს რატო არ აქვეყნებთ?
15%-საც რო ვერ მიაღწიეთ,იმ გამოკითხვითაც, მთელმა თბილისმა იცის უკვე, მაინც.
აქ ხო იცით არაფერი იმალება.

2012-08-28 11:23:37
ვაი თქვე უბედურებოოოო.....მიდით მიყევით იბანას კიდე....მონებოოოოო!!

2012-08-28 11:27:42
იობანას მოხეტიალე ცირკი შაპიტო გაწვრთნილი მაიმუნებით და პინგვინებით რაჭას ეწვია.....
კლოუნები ბიძინა და ბერა შეუდარებლები იყვნენ მანეჟზე, რა თქმა უნდა მეოცნებეების აზრით

სადაა კუ?2012-08-28 11:41:55
მე მეგონა რომ გრძელ-გრძელ კომენტარებს დამახვედრებდა :D

2012-08-28 11:44:45
იობანას მოხეტიალე ცირკი შაპიტო გაწვრთნილი მაიმუნებით და პინგვინებით რაჭას ეწვია.....
კლოუნები ბიძინა და ბერა შეუდარებლები იყვნენ მანეჟზე, რა თქმა უნდა მეოცნებეების აზრით

გუჯა2012-08-28 11:57:24
გეო თბილისელს გააჩნია და რეგიონელს. ცხოვრებას გააჩნია და წიგნს.

დათო ლაცუზბაია2012-08-28 12:16:37
1921 წელს ბრძანებთ. რუსეთს ხელშეკრულება აქვს 1920 წლის 7 მაისის. სისადავის დარღვევა განფენილია ქართველებში. თქვენი, ეს "ზემოთ" მხტომარეთა აზრი გასვათვალისწინებელია. შევხედავთ ხვალ.

@2012-08-28 12:24:47
რამდენი ლოთი რუსი თავის მოჩვენებებს დაწერს,გულს არ მიაკაროთ!
მაგრამ საშინელებაა როცა ქვეყანაში 35/40% ბიზინას უჭერს მხარს , საშიშია ამდენი მოღალატე პატარა Qვეყანაში.
თუ მოხდა პატარა არეულობა, რუსი ეცდება მათ სწრაფ შეიარაღებას და ეგენი არავის არ დაზოგავენ! არ დაინდობენ არავის.რატომ? იმიტომ რომ, მოღალატე ყველაფრის მკადრებელია.
ამიტომ უნდა იყოს ხელისუფლება მზად და უნდა ქონდეს გეგმა,როგორ აიცილოს ეს ცუდი ვარიანტი თავიდან!
ფრთხილად ქართველებო,მტერს არ ძინავს!

2012-08-28 12:32:41
რუსეთი ძალიან ბევრს იღებს თავის თავზე. რასაც უნდა ცნობს საბჭოეთის ხელშეკრულებებს და რაც არ უნდა არა. საბჭოთა კავშირი გარდაიცვალა სტალინის გარდაცვალებასთან ერთად და მისმა ვეშოლკაზე ჩამოკიდულმა კიტელმა მოიყვანა 90-წლამდე. რასაც ვერ ათვითცნობიერებდნენ დღევანდელ სიტუაციას რაც მაგათ ძირგამომპალ გემ ს ჩაძირავს.

2012-08-28 12:53:58
კარგად დაიმახსოვრეთ. ბიძინას მოსვლა იქნება საქართველოს თავისუფლების დაკარგვა.
მაგრამ რას იზავ, ნახევარი საქართველო ფულზე გაიყიდა. მკვეხარა და გამყიდველი ერი ხართ.

2012-08-28 13:09:40
2012-08-28 11:27:42
იობანას მოხეტიალე ცირკი შაპიტო გაწვრთნილი მაიმუნებით და პინგვინებით რაჭას ეწვია.....
კლოუნები ბიძინა და ბერა შეუდარებლები იყვნენ მანეჟზე, რა თქმა უნდა მეოცნებეების აზრით
სადაა კუ?

აფრიდონი2012-08-28 13:13:06
ფაქტია, რომ რუსების საქართველოში შემოჭრის შემთხვევაში დასავლეთი აღშფოთება-შეშფოთების იქეთ არ წავა, როგორც ეს 2008-ში იყო

აფრიდონი2012-08-28 13:15:28
გამომდინარე აქედან, ნებისმიერი მთავრობა, რომელიც საქართველოში იქნება, უნდა ეცადოს გადადგას ისეთი ნაბიჯი, რაც ქართული სახელმწიფოებრიობის ღირსების მაქსიმალურ შენარჩუნებას უზრუნველყოფს.

2012-08-28 13:17:25
აფრიდონ, რა შემოჭრა რის შემოჭრა, ნახევარი საქართველო ორჯონიკიძეებით არის სავსე, თვითონ წამოუძღვებიან.

2012-08-28 13:17:45
აფრიდონი

ახალი კაი ამბავი გავიგე ტვ -9-იდან, აქუვიზიიდან და მაესტროდან (ნაც არხები მალავენ თურმეამ ამბავს, ეგ დამპლები),
რო ბიძინას შეუძენია ტელევიზორის დისტანციური პულტის მსგავსი პულტი, სუფთა იაპონური ("მადე ინ ჯაპან")-უბრალო კი არა
პუტს ორი ღილაკი ქონია: "კაი ცხოვრება +(“Good Life+”)" და "სუპერცხოვრება(“Super Life”).
თავის ოჯახზე და მომხრეებზე გამოუცდია,თან მაგარი შედეგები მიუღია ძაან და ახლა საქართველოზე გამოიყენოს უნდა, მარა მიშა უშლის ხელსო, მართალია?

აფრიდონი2012-08-28 13:20:47
მაგათთან ომი თვითმკვლელობაა, ეს ჩვენ არ გვინდა. ჩვენ თვითონვე გავუკეთოთ კორიდორი გარკვეული საფასურის ხარჯზე, მაგათი ტვირთები ჩვენმა პოლიციამ გააცილოს, გზაში ფულს გადაიხდიან(ხაჭაპური ღვინო, რამე) ზაპოისგან წნევამ თუ აუწიათ, ეგერაა ჩვენი თანამედროვე სავადმყოფოები და იქაც ფულს დახარჯავენ. აომონ სასომხეთი და იყვნენ. თუ რამეა, სომეხ ლტოლვილებსაც მივიღებთ, კაროჩე თავიანი ხალხი გვინდა და მადლობა ღმერთს, მთავრობაშიც გვყავს და ოპოზიციაშიც

აფრიდონი2012-08-28 13:23:13
ამისწინა კომენტარი მე არ დამიწერია, ეგეთ სიტყვებს არც ვწერ და არც საუბარში არ ვხმარობ(დამპალი და ა.შ.)

2012-08-28 13:27:29
ყოჩაღ აფრიდონ!?

2012-08-28 13:38:47
აფრიდონი
თუ რამეა, სომეხ ლტოლვილებსაც მივიღებთ, კაროჩე თავიანი ხალხი გვინდა და მადლობა ღმერთს,

მიზანი ერთია დიადი ნათელი, ხო?

წმინდაო მარიამ!,ღმერ2012-08-28 13:50:03
მარიამობას გილოცავთ,მისი ძალა და მადლი ჰფარავდეს საქართველოს განსაცდელისა და სიძნელეების ჟამს განსაკუთრებით და თავისი მფარველი კალთით დაფარული გამოგვიყვანოს სამშვიდობოს საქართველო!

2012-08-28 13:58:11
მეც გილოცავთ ქართველებო, ღვთისმშობელი ყოფილიყოს შემწე და მეოხი თქვენი, თქვენი ოჯახის და სრულიად საქართველოსი.

ჯოჯო2012-08-28 14:45:01
რუსმა თუ მოინდომა-ვინ დაუშლის?შეშფოთებული ამერიკა -ევროპა?
რა იქნებოდა ყოფოლიყო საქართველო სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე..რაც შეიძლება შორს ღრუსეთისგან

2012-08-28 15:01:46
ჯოჯო
რუსმა თუ მოინდომა-ვინ დაუშლის?შეშფოთებული ამერიკა -ევროპა?
--------------------
ჩვენ რო მოვინდომოთ?
თუ შენ არ ომობ და მარტო შეშინებულ-შეშფოთებული ხარ, სხვას რას თხოვ?

პოსტ საბჭოთა2012-08-28 15:11:22
ის ხალხი რომელიც ივანიშვილს ყავს თავის გუნდში ოდესღაც იყვნენ ხელისუფლებაში და რაც მოგვიტანეს კარგად ვიცით, ეხლა ამათ გონიათ რომ ახალ აშენებულზე მოვლენ? ვერ მივართვით, ივანიშვილი წლების წინ შემუშავებული სარეზერვო პროექტია, კარგად დავერბოვკებული და გათვლილი, აბა რატომ იყო თავიდანვე ვაი ხელოვნებს რომ უხდიდა პრემიებს, ხომ დაჭირდა ეხლა?

საქმე იმაშია რომ ვინც არ უნდა მოვიდეს უკმაყოფილება ყოველთვის იქნება მაგრამ ისეც არ უნდა დავბრმავდეთ რომ ყველაფერზე წავიდეთ და უახლესი წარსულიც დავივიწყოთ

2012-08-28 15:31:02
პოსტ საბჭოთა

აბა ედიკია Pედიკიას დროს რატო არ ადარებ ახლანდელს, ეს არ გაწყობთ შენ და ბიძოს?

2012-08-28 15:36:09
პოსტ საბჭოთა

ბარემ ისიც გვითხარი, ბიძინა რო მოვა, კაი ცხოვრება რა დროში დაგვიდგება, ანუ რამდენი ხანი ვაცალოთ, სანამ გინებას დავიწყებთ.

ექვსი თვე, როგორც ზვიადს, 8 წელი როგორც მისას თუ პრინც ბერას მოსვლას დაველოდოთ

2012-08-28 15:50:59
ვაიმე ძლივს ავკრიფე ეს ტექსტი და რატომ დამბლოკე ? რომელი სიტყვა იყო უცენზურო იქნებ ამიხსნათ , ამდენ ლანძღვა გინებას არ ბლოკავთ და მე რა დავწერე ისეთი გამაგებინეთ.ან გამოაქვეყნეთ იმ სიტყვების სია რასაც თქვენ უცენზუროდ მიიჩნევთ

2012-08-28 16:05:53
წმინდაო მარიამ- დედაო ღვთისავ!ღმერთო ძლიერო!
გტხოვთ თქვენი დიდი განგების ძალით უწყვეტად მფარველობდეთ და სწყალობდეთ თავისუფლების მოყვარულ დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფოს,,თავისუფალი საქარტველო-სამშობლოს მოყვარულ თითოეულ სულით ქართველს და სულით ქართველის მეგობარსა დაა მოკავშირეს მტელ დედამიწაზე ,მთელ სამყაროდან მოუვლინე დამოუკიდებელ საქართველოს მფარველი ანგელოზები,შეგვკარი და შეგვაკავშირე ,აღგვჭურვე თქვენი ღვთაებრივი - ყველა სახის ხილული თუ უხილავი დადებითი ენერგიებითა და სიბრძნე- ცოდნით, მფარველი -სიყვარულით,იდუმალი ძლევამოსილებით,ყველა სახის წყალობით ყველაფრით რაც საჭიროა რათა თქვენი დიდი განგების ძალით უწყვეტაად
ხდებოდეს აღსრულება საქართველოს დამოუკიდებელი და ერთიანი სახელმწიფოს მისიისა!
ეს ვედრება გამრავლდეს უსასრულოდ!
ამდენივე უსაზღვრო მადლობა და დიდება ღმერთო ძლიერო ! ყველა მფარველო წმინდანებო და ანგელოზებო!
ამინ!

დათო(საბერძნეთი)2012-08-28 18:04:02
48 საათიც არ არის ჯერ გასული, რაც 100 პროცენტით პოლიტიკური პროპაგანდის არხმა მაესტრომ(რომელზეც პოლიტიკურის გარდა, სხვა თემაზე გადაცემა პირადად ჯერ არ მინახავს)––– ეთერში გაუშვა დოკუმენტური ფილმი აგვისტოს ომზე...

ფილმის ავტორები გვიყვებიან თუ როგორი მსხვერპლი მოჰყვა ქართული ჯარის შეტევას(მათ შორის სამოქალაქო პირების)...
ხოლო შემდეგ კი თურმე ბოლო 30 წლის მანძილზე პირველად(?!?!?!), საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიდა რუსული მძიმე ტექნიკა კონტრიერიშზე და რუსულმა ავიაციამ კი ქართული არმიის სტრატეგიული ობიექტები დაბომბა(მხოლოდ?!)...საერთოდ არაფერი ითქვა რუსული დაბომბვების შედეგად დაღუპულ მშვიდობიან მოსახლეობაზე და რუსული არმიის მიერ ჩადენილ მაროდიორობაზე,რომელიც ომის შეწყვეტის შემდეგაც გრძელდებოდა...

რუსეთის მიერ საომარი მოქმედებების შეჩერება კი პრეზიდენტ მედვედევის გონივრული მოქმედების შედეგი იყო თურმე, რითაც მედვედევმა თავიდან აიცილა ამერიკასთან ურთიერთობის უფრო მეტად გაფუჭება და შემდეგი სისხლისღვრა(?!?!?!)...ფილმის ანალიზით რომ არ შეგაწყინოთ თავი(ბევრმა ალბათ ნახა კიდეც)––– ერთი შეკითხვა მებადება ეს დალოცვილი

როცა ბატონი რამიშვილის და საყვარელიძის მსგავს ექსპერტებს ძალიან აწუხებთ ის ამბავი, თუ რატომ ერევა ამერიკა რუსეთის საშინაო საქმეებში(მათივე სიტყვებია) და ამ ექსპერტთა(?!) აზრს ქართული საზოგადოების საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი იზიარებს ––– რამდენად მიზანშეწონილი იქნებოდა ა.შ.შ.–ს მხრიდან ღია სამხედრო დახმარება საომარ ოპერაციებში საქართველოს მიმართ?!

2012-08-28 18:27:52
ეჰა, დათო, ეჰაჰაჰა,

აბა ასეთი გამყიდველები რო ეყოლება ერს, ალექსანდრე მაკედონელიც რო იყო, რისიიმედი უნდა გქონდეს?

და დაგვიწყებენ მერე ლივერპული, გოჩა, თამარა, ნინი და ა.შ. ბიძიბნას ღაატში ადანაშაულებთო.

ხალხო რა არის ეს? ეს არ არის ღალატი?

2012-08-28 18:37:28
ამათი ოცნების მხარდამჭერები ჩავქოლოთ!

2012-08-28 19:06:54
კულტურული ბიძინას კუნტურ-მუნტურული ხუშტურუმები:

ბიძინა ივანიშვილმა „თავისუფალი მედიის“ ჟურნალისტს უზრდელი უწოდა. ინცინდენტი თერჯოლაში მას შემდეგ მოხდა, როდესაც ჟურნალისტი დაინტერესდა აღიარებდა თუ არა ის არჩევნების შედეგებს, თუ "ქართული ოცნება" დამარცხებულად გამოცხადდება. თუმცა ივანიშვილმა აღნიშნული კითხვა უპასუხოდ დატოვა.

„როგორ ერთმანეთს გავხართ ყველანი, კულტურა ისწავლეთ. ჟურნალისტი უზრდელი არ უნდა იყოს ეს პროფესია უზრდელობას არ ითვალისწინებს“,- განაცხადა ივანიშვილმა.

2012-08-28 19:07:11
კულტურული ბიძინას კუნტურ-მუნტურული ხუშტურუმები:

ბიძინა ივანიშვილმა „თავისუფალი მედიის“ ჟურნალისტს უზრდელი უწოდა. ინცინდენტი თერჯოლაში მას შემდეგ მოხდა, როდესაც ჟურნალისტი დაინტერესდა აღიარებდა თუ არა ის არჩევნების შედეგებს, თუ "ქართული ოცნება" დამარცხებულად გამოცხადდება. თუმცა ივანიშვილმა აღნიშნული კითხვა უპასუხოდ დატოვა.

„როგორ ერთმანეთს გავხართ ყველანი, კულტურა ისწავლეთ. ჟურნალისტი უზრდელი არ უნდა იყოს ეს პროფესია უზრდელობას არ ითვალისწინებს“,- განაცხადა ივანიშვილმა.

2012-08-29 00:30:39
გიოოოოო
ბიძინა ქრისტეა თუ სატანა?

ამ კიტხვის ავტორს მინდა მივმართო: ადამიანი რომელმაც სამებაა აგიშენა ასეთი ლამაზი ნაგებობა ის შეიძლება სატანა იყოს?
--------------------

მაგან კი არ ააშენა, ფული გადაიხადა. ააშენა პატრიარქმა, შევარდნაძის მიერ გამოყოფილ ტერიტორიაზე.
ახლა არ მითხრა შევარდნაძე სატანა არააო.

ეKლესიის აშენებაში კი ფული იმიტო ჩადო, რო შენნაირები მოატყუოს და შენნაირი მოტყუებულების ხმებით საქართველო რუსეთის გავლენაშიში შეცაროს ისევ.

სამშობლოს მოღალატე ყველა სატანაა.
ბიძინაც სატანაა. ვაჭარი. კუპი-პრადაი-მეჯღანუაშვილი.

2012-08-29 00:35:22
უ ნას ესტ დომაშნიე ზაგატოვკიო-ერთი ზაგატოვკა ბადრი იყო, მეორე ომი და მესამე იობანა სატანაა.

ღმერთი გამოცდას გვიწყობს. ამასაც რო გადავიტანთ, მერე საბოლოოდ დავცილდებით რუსეთს.

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



ტოპ ათეული
1. „ტაბურეტკიანი მამაოს“ აღსარება
2. პოლიციამ გურჯაანელთა მიტინგი ძალის გამოყენებით დაშალა
3. "პოლიცია გვიშველე" - რა ხდებოდა 17 მაისს ყვითელ ავტობუსში (ვიდეო)
4. ივანიშვილის ხელისუფლებამ დაღესტნელი მოჯაჰედი რუსეთს მიჰყიდა?
5. ამნისტირებული პატიმრის მიერ კიდევ ერთი გაუპატიურებული - ამჯერად ხელვაჩაურში
6. ასეთი იქნებოდა ბარბი რეალურ ცხოვრებაში
7. სააკაშვილის დიპლომატიამ გაჭრა - ვანუატუ აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღარ აღიარებს
8. ჟვანია შუბლაძეს: მე რომ სტუდიაში შიშველი შემოვიდე და დავიწყო სექსუალური მოძრაობები...
9. სასულიერო პირი აქციის მონაწილეებს: დაგხოცავთ, თქვენი დედა მოვტ--ნ (ვიდეო)
10. „ყველა მოძალადე და ძალადობის წამქეზებელი უნდა დაისაჯოს“
ბლოგები
წე­რი­ლი ჭორ­ვი­ლი­დან: ბო­რი­ა, იცი შენ, გლა­ხა რჩე­ვას არ მოგ­ცემ მე, შე­ნი კარ­გი­და­კე­თი­ლი მინ­და...
რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901, 599 877-908
555 728-962