მთავარი | სიახლეები | ბიზნეს პრესა (BP.GE) | English | არჩევნები | პოლიტიკა | საზოგადოება | გმირები | კრიმინალი | დიასპორა | მედიცინა | სამხედრო | სპორტი | ხელოვნება | ლიტერატურა | ყვითელი | | ავტომარიაჟი | ბლოგები | ვიდეო | აფიშა | განრიგი | გურმანი | ვაკანსია 

დღეს შე­საძ­ლოა დაგ­ვა­კა­ვონ_ ზუ­რაბ ჭი­ა­ბე­რაშ­ვი­ლი
ძლი­ერ­მა ქა­რიშ­ხალ­მა ოკ­ლა­ჰო­მას შტა­ტი თით­ქ­მის მთლი­ა­ნად გა­ა­ნად­გუ­რა
„მა­ხინ­ჯი ვარ“ - ქარ­თ­ვე­ლი კონ­კურ­სან­ტის შეს­რუ­ლე­ბამ უკ­რა­ი­ნუ­ლი „Voice“ მო­ხიბ­ლა
აშშ 17 მა­ისს გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს გმობს
ყველა სიახლე
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
ამინდი
  თბილისი11°-25°
  ქუთაისი14°-31°
  ბათუმი13°-23°
13:09 10.07.2012

ყუბანელები ამბობენ, რომ ხელისუფლება წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობაზე საუბრისას ცრუობს და კატასტროფის მასშტაბებს ამცირებენ. ადამიანები ყვებიან, რომ წინა დღეებში, ღამ-ღამობით გვამებით სავსე ტომრები გაჰქონდათ. მაგალითად, ადგილობრივი ტელეკომპანია „ელექტრონი“ იუწყება, რომ მხოლოდ ერთ ჯერზე ერთ-ერთ მორგში 400 გარდაცვლილის ცხედარი მიიტანეს.

„რა 170 ადამიანი. სოფელი ბაკანკა უკვე აღარ არსებობს. სოფელი, რომელშიც 500 მოსახლე იყო, აღარ არის. ღამ-ღამობით გვამებით სავსე ტომრები კამაზებით გააქვთ - 300-500 ტომარა ერთ რეისზე“ - დაწერა სოციალურ ქსელში კრასნოდარის მკვიდრმა ოლგა გორინამ.

„ქუჩაზე, რომელზეც ჩემი ძმა ცხოვრობდა, სახლებიდან 73 ცხედარი გამოიტანეს“ - აღნიშნავს ის.

ტრაგედიის მოწმე ადამიანები, ვინც გადარჩნენ, წერენ, რომ ეს ჯოჯოხეთი იყო. ისინი ამბობენ, რომ ხელისუფლების არცერთი სიტყვის არ სჯერათ, მითუმეტეს, რომ ხელმძღვანელობა უკვე გადარჩენილთათვის დახმარების ორგანიზებულად გაცემასაც კი ვერ ახერხებს.

როგორც ცნობილი ხდება, გამოძიების წინასწარი შედეგებით ტრაგედიის მიზეზად ბუნებრივი მოვლენები სახელდება, ხოლო მოქალაქეთათვის მოსალოდნელი კატასტროფის შეტყობინების სისტემის არარსებობა, განიხილება, როგორც ტრაგედიის ხელშემწყობი ფაქტორი.
internet.ge
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20
გამოკითხვა
ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ:
  
ბლოგები
"2012" - ის აურა და 2012 – ის მო­ლო­დი­ნი
რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901, 599 877-908
555 728-962