მთავარი | სიახლეები | ბიზნეს პრესა (BP.GE) | English | არჩევნები | პოლიტიკა | საზოგადოება | გმირები | კრიმინალი | დიასპორა | მედიცინა | სამხედრო | სპორტი | ხელოვნება | ლიტერატურა | ყვითელი | | ავტომარიაჟი | ბლოგები | ვიდეო | აფიშა | განრიგი | გურმანი | ვაკანსია 

ვის­თან იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ ვაჩ­ნა­ძე და გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი კან­ცე­ლა­რი­ა­ში ?
„სა­ბას“ თა­ნამ­შ­რომ­ლებ­მა მთავ­რო­ბას აქ­ცია მო­უწ­ყ­ვეს .
პა­ცი­ენ­ტი ოპე­რა­ცი­ის დროს თავს გი­ტა­რა­ზე დაკ­ვ­რით ირ­თობს
რა­ტომ არ სურს ივა­ნიშ­ვილს სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა?
ყველა სიახლე
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
ამინდი
  თბილისი16°-27°
  ქუთაისი17°-29°
  ბათუმი17°-23°
17:37 11.07.2012
პროკურატურის ინფორმაციით, სატელევიზიო ანტენების უსასყიდლოდ გადაცემით ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტებზე, 2012 წლის 20 ივნისს დაწყებული გამოძიების ფარგლებში, დადგენილ იქნა, რომ პოლიტიკური ორგანიზაცია "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული კომპანია „ელიტა ბურჯის" ხელმძღვანელ პირთა დავალებით, კომპანია „მაესტრომ" საქართველოში შემოიტანა დიდი ოდენობით ანტენები.

განცხადებაში, რომელსაც პროკურატურა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ავრცელებს, ნათქვამია: "გამოძიების ხელთ არსებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ აღნიშნული ანტენები კვლავ გამოყენებული იქნება მოსახლეობისათვის უსასყიდლოდ გადასაცემად იმავე სქემით, როგორც ეს უკვე განხორციელდა ბოლო დროის განმავლობაში „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის" მიერ.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სასამართლოსათვის ყადაღის გამოყენების შესახებ შუამდგომლობით მიმართვის თაობაზე.

საქართველოს პროკურატურა აცხადებს, რომ აღნიშნული ღონისძიებები მიზნად ისახავს წინაასარჩევნო პროცესების დაცვას შესაძლო დანაშაულებრივი ჩარევისაგან და პოლიტიკური პარტიებისა და მოქალაქეების საარჩევნო უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფას.

internet.ge

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20
გამოკითხვა
ვანო მერაბიშვილის დაკავება არის
  
ბლოგები
კა­ტე­ხიზ­მო: „მრგვა­ლი მა­გი­და – თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო“ - პარ­ტი­ა?
რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901, 599 877-908
555 728-962