მთავარი | სიახლეები | ბიზნეს პრესა (BP.GE) | English | არჩევნები | პოლიტიკა | საზოგადოება | გმირები | კრიმინალი | დიასპორა | მედიცინა | სამხედრო | სპორტი | ხელოვნება | ლიტერატურა | ყვითელი | | ავტომარიაჟი | ბლოგები | ვიდეო | აფიშა | განრიგი | გურმანი | ვაკანსია 

ღა­რი­ბაშ­ვილ სკან­და­ლუ­რი ვი­დე­ო­მა­სა­ლის დე­ტა­ლებ­ზე სა­უბ­რობს
20წლის მუს­ლი­მი გო­გო­ნა ქალ­წუ­ლო­ბას 10 000 დო­ლა­რად ყი­დის
სა­მა­ლა­ვი ად­გილ­მ­დე­ბა­რე­ო­ბა ახა­ლა­ი­ას არ გა­უ­ცია
სა­მეგ­რე­ლო­ში აღ­მო­ჩე­ნილ სა­მა­ლა­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ცხრა ეჭ­ვ­მი­ტა­ნი­ლია და­კა­ვე­ბუ­ლი
ყველა სიახლე
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
ამინდი
  თბილისი17°-29°
  ქუთაისი17°-26°
  ბათუმი18°-25°
19:55 11.07.2012

საქართველოს პროკურატურამ ელექტრონული წარმოების პროგრამით, შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ტელეკომპანია "მაესტროს" კუთვნილ ანტენებზე ყადაღის გამოყენების თაობაზე.

საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, აღნიშნული შუამდგომლობა სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა და დააკმაყოფილა.

პროკურატურის ინფორმაციით, სატელევიზიო ანტენების უსასყიდლოდ გადაცემით ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტებზე, 2012 წლის 20 ივნისს დაწყებული გამოძიების ფარგლებში, დადგენილ იქნა, რომ პოლიტიკური ორგანიზაცია "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული კომპანია „ელიტა ბურჯის" ხელმძღვანელ პირთა დავალებით, კომპანია „მაესტრომ" საქართველოში შემოიტანა დიდი ოდენობით ანტენები.

პროკურატურის განცხადებით, გამოძიების ხელთ არსებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ აღნიშნული ანტენები კვლავ გამოყენებული იქნება მოსახლეობისათვის უსასყიდლოდ გადასაცემად იმავე სქემით, როგორც ეს უკვე განხორციელდა ბოლო დროის განმავლობაში „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის" მიერ.

შესაბამისად, პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს ყადაღის გამოყენების შესახებ, რაც, როგორც აღვნიშნეთ, სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდა.

internet.ge
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20
გამოკითხვა
ვანო მერაბიშვილის დაკავება არის
  
ბლოგები
"2012" - ის აურა და 2012 – ის მო­ლო­დი­ნი
რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901, 599 877-908
555 728-962