მთავარი | სიახლეები | ბიზნეს პრესა (BP.GE) | English | არჩევნები | პოლიტიკა | საზოგადოება | გმირები | კრიმინალი | დიასპორა | მედიცინა | სამხედრო | სპორტი | ხელოვნება | ლიტერატურა | ყვითელი | | ავტომარიაჟი | ბლოგები | ვიდეო | აფიშა | განრიგი | გურმანი | ვაკანსია 

ვის­თან იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ ვაჩ­ნა­ძე და გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი კან­ცე­ლა­რი­ა­ში ?
„სა­ბას“ თა­ნამ­შ­რომ­ლებ­მა მთავ­რო­ბას აქ­ცია მო­უწ­ყ­ვეს .
პა­ცი­ენ­ტი ოპე­რა­ცი­ის დროს თავს გი­ტა­რა­ზე დაკ­ვ­რით ირ­თობს
რა­ტომ არ სურს ივა­ნიშ­ვილს სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა?
ყველა სიახლე
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
ამინდი
  თბილისი16°-27°
  ქუთაისი17°-29°
  ბათუმი17°-23°
12:17 18.07.2012
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრი ისმეთ ილმაზი იმყოფება. დღეს, თურქი კოლეგა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა მიიღო. დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გაიმართა.

პირისპირ შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები, თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები - განსაკუთრებით სამხედრო განათლების კუთხით და ავღანეთში ISAF-ის მისიაში ქართული კონტინგენტის მონაწილეობის საკითხები განიხილეს. 2010 წლიდან ორი ქართველი მეკავშირე ოფიცერი თურქული კონტინგენტის შემადგენლობაში ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში იღებს მონაწილეობას.

შეხვედრაზე დიმიტრი შაშკინმა თურქ კოლეგას თავდაცვის სამინისტროს ახალი, სამი T-ს კონცეფცია გააცნო, რომელზეც თავდაცვის სამინისტრო უკვე მუშაობს. პირველი T - Total Care გულისხმობს სახელმწიფოს ზრუნვას თითოეულ სამხედრო მოსამსახურესა და მის ოჯახზე. მეორე T - Total Training-ია. რაც შეიძლება მეტი განათლება და წვრთნები იმისთვის, რომ ნატოს სტრუქტურებში ინტეგრაცია დაჩქარდეს. მესამე მიმართულებაა - Total Defence (ტოტალური თავდაცვა).

პირისპირ შეხვედრის შემდეგ თურქეთის რესპუბლიკის დელეგაციასა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს შორის გაფართოებული შეხვედრა გაიმართა, სადაც მხარეებმა ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

Internet.ge
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20
გამოკითხვა
ვანო მერაბიშვილის დაკავება არის
  
ბლოგები
წე­რი­ლი ჭორ­ვი­ლი­დან: ბო­რი­ა, იცი შენ, გლა­ხა რჩე­ვას არ მოგ­ცემ მე, შე­ნი კარ­გი­და­კე­თი­ლი მინ­და...
რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901, 599 877-908
555 728-962