ქართველი მაშველები მწვერვალ უშბაზე დაკარგულ უკრაინელ ალპინისტებს ეძებენ. სამაშველო სამუშაოებში ალპინისტთა ჯგუფის წევრებიც არიან ჩართულები.
მწვერვალიდან დაშვების დროს, 2 ალპინისტს დამცავი ბაგირი გაუწყდა და ხევში გადაიჩეხა.
უშბის დასალაშქრად ოთხი უკრაინელი ალპინისტი საქართველოში 13 ივლისს ჩამოვიდა.
Internet.ge