მთავარი | სიახლეები | ბიზნეს პრესა (BP.GE) | English | არჩევნები | პოლიტიკა | საზოგადოება | გმირები | კრიმინალი | დიასპორა | მედიცინა | სამხედრო | სპორტი | ხელოვნება | ლიტერატურა | ყვითელი | | ავტომარიაჟი | ბლოგები | ვიდეო | აფიშა | განრიგი | გურმანი | ვაკანსია 

სა­მა­ლა­ვე­ბის საქ­მე­ზე მე­გის ქარ­და­ვას ბრა­ლე­უ­ლო­ბა გა­მო­იკ­ვე­თა
რი­ა­ნამ კონ­ცერ­ტ­ზე თა­ვის ფანს მიკ­რო­ფო­ნი ჩა­არ­ტ­ყა
ამ სი­სას­ტი­კის და სა­დიზ­მის ჩამ­დე­ნი უნ­და და­ი­სა­ჯოს
ეს არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნა _ გი­გი უგუ­ლა­ვა
ყველა სიახლე
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
ამინდი
  თბილისი15°-28°
  ქუთაისი14°-26°
  ბათუმი17°-24°
17:09 18.07.2012

ვიცე პრემიერ-მინისტრი გიორგი ბარამიძე იტალიაში, სამუშაო ვიზიტით იმყოფება, სადაც რომში, გლობალური უსაფრთხოების საკითხებზე 29-ე საერთაშორისო კონფერენციაში  იღებს მონაწილეობას.

ვიზიტის ფარგლებში გიორგი ბარამიძემ ორმხრივი შეხვედრა გამართა ბოსნია და ჰერცეგოვინის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარესთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან ზლატო ლაგუმჯიასთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ბოსნია და ჰერცეგოვინის  ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები. ბოსნია და ჰერცეგოვინის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარემ საქართველოში მიმდინარე  რეფორმებს შთამბეჭდავი უწოდა და მზადყოფნა გამოთქვა თანამშრომლობისათვის.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ბოსნია და ჰერცეგოვინის  ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივების  შესახებ. 

მორიგი შეხვედრა გიორგი ბარამიძემ იტალიის მთავრობის სახლში  იტალიის ევროკავშირთან ურთიერთობების მინისტრთან ენცო მოავეროსთან გამართა, ხოლო იტალიის სენატში შეხვედრა გაიმართა იტალიის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარესთან ლამბერტო დინისთან.

იტალიურ მხარესთან ორმხრივ შეხვედრებზე გიორგი ბარამიძემ ხაზი გაუსვა საქართველო-იტალიის ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცების საკითხს და საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველო-იტალიის მოქმედებათა კოორდინაციის მნიშვნელობას. მხარეებმა  განიხილეს  ჩიკაგოს სამიტის შედეგები და აღინიშნა ის  პროგრესი, რომელიც საქართველომ აჩვენა ნატო-ში გაწევრიანების გზაზე.

შეხვედრებზე მხარეებმა, ასევე, განიხილეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აქტუალური საკითხები. საუბარი შეეხო ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის სტრატეგიასა და პრიორიტეტულ  მიმართულებებს.

ვიცე პრემიერ-მინისტრმა   იტალიურ მხარეს გააცნო  საქართველოს სახელმწიფოს სტრატეგია ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ და აღნიშნა  ნეიტრალური სტატუსის მქონე დოკუმენტების მნიშვნელობა და იტალიურ მხარეს მხარდაჭერა სთხოვა ამ დოკუმენტის აღიარების საკითხში. თავის მხრივ, იტალიურმა მხარემ გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერა.

Internet.ge

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20
გამოკითხვა
ვანო მერაბიშვილის დაკავება არის
  
ბლოგები
ცუ­ნა­მი, იაპო­ნე­ლე­ბი, ქარ­თ­ვე­ლე­ბი და სო­ლი­და­რო­ბა
რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901, 599 877-908
555 728-962