წარუმატებლად დაიწყო 30 ივლისის ოლიმპიური დღე ქართული დელეგაციისათვის - ძიუდოს 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველივე წრიდან გამოეთიშა შეჯიბრებას 22 წლის ნუგზარ ტატალაშვილი, რომელიც 1/32 ფინალში დამარცხდა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ კი-ჩუნ ვანთან.
ქართველმა ძიუდოისტმა ძლიერ მეტოქეს აქტიური წინააღმდეგობა გაუწია, თუმც ერთადერთხელ მისცა ილეთის გაკეთების საშუალება, რომელიც იუკოთი შეფასდა და მინიმალური სხვაობით წააგო.
Internet.ge